ბათუმში ღვინისა და ყველის ფესტივალი გაიხსნა

საქართველო, თბილისი - 17:04 | 26.12.2017
ნანახია: 1140

26 დეკემბერს, ბათუმის საახალწლო ღონისძიებების ფარგლებში ღვინისა და ყველისფესტივალი გაიხსნა. ევროპის მოედანზე საქართველოს სხვადასხვა რეგიონის ფერმერულ და კოოპერატიულ მეურნეობებში დამზადებული პროდუქციაა წარმოდგენილი.

წინასაახალწლო ბათუმში მყოფ სტუმრებსა დაადგილობრივებს საშუალება აქვთ დააგემოვნონდა შეიძინონ ტრადიციული რეცეპტებით დამზადებული ქართული ღვინისა და ყველისპროდუქცია. ფესტივალს აჭარის მთავრობის თავმჯდომარე ზურაბ პატარაძე, ქალაქ ბათუმის მერი ლაშა კომახიძე, აჭარის სოფლის მეურნეობის მინისტრი ავთანდილ მესხიძე, აღმასრულებელი და საკანონმდებლო ხელისუფლების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ საუკეთესო მეწარმეები ოქროს, ვერცხლის და ბრინჯაოს მედლებით დააჯილდოვა. ღონისძიების საკონცერტო ნაწილში მონაწილეობდნენ ჯგუფი ,,ბანი“ და ანსამბლი ,,ელესა“.

აჭარის სოფლის მეურნეობისა და „აგროსერვის ცენტრის" ორგანიზებით ღვინისა და ყველის ფესტივალი 2 დღესგაგრძელდება. პარალელურად, ევროპის მოედანზე გრძელდება საახალწლო ღონისძიებები, რომელიც წელს განსაკუთრებით მდიდარია საბავშო გასართობი პროგრამებით და ცნობილი ქართველი შემსრულებლების კონცერტებით.


პოლიტიკა



არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე