რ2-ზე 12 მილიონით მეტი აქვთ დაფინანსება, ჩვენ გვაქვს ბრიუსელის ბიურო და ესენი ხურავენ - ნიკა გვარამია

საქართველო, თბილისი - 10:20 | 29.12.2017
ნანახია: 2042

სამაუწყებლო კომპანია ,,რუსთავი 2"-ის გენერალური დირექტორი ნიკა გვარამია პირველი არხის ჟურნალისტის, ქეთევან ქარდავას მიერ გავრცელებულ ინფორმაციას ეხმაურება, რომლის თანახმადაც, საზოგადოებრივი მაუწყებელი ევროპის ბიუროს ხურავს.

როგორც გვარამია Facebook-ის პირად გვერდზე წერს, საზოგადოებრივ მაუწყებელს ,,რუსთავი 2"-ზე 12 მილიონით მეტი დაფინანსება აქვს.

,,საზოგადოებრივი მაუწყებლის ევროპის ბიურო იხურება და მიზეზად ხელმძღვანელობა ფინანსებს ასახელებსო.

52 მილიონი აქვს ბიუჯეტი ამ 3%-იან საშინელებას, ,,რუსთავი 2"-ზეზე 12 მილიონით მეტი. და ჩვენ გვაქვს ბრიუსელის ბიურო და ესენი ხურავენ ფინანსების გამო.

ევროპის ბიუროს ხურავს, ევროინტეგრაციის ფაზაში მყოფი ქვეყნის საზოგადოებრივი მაუწყებელი!", - წერს გვარამია.

 

 




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე