,,სიმართლე ძლიერია ტყუილზე'' - მუსტაფა ემრე ჩაბუქის მეუღლე ღია წერილით ავრცელებს
საქართველო, თბილისი - 11:27 | 29.12.2017 ნანახია: 1739
„დემირელის“ კოლეჯის ყოფილი მენეჯერის, მუსტაფა ემრე ჩაბუქის მეუღლე თუბა ჩაბუქი იუსტიციის მინისტრ თეა წულუკიანს, საქართველის პირველ ლედის მაკა ჩიჩუას, სახალხო დამცველ ნინო ლომჯარიას, პარლამენტის იურიდიული საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ეკა ბესელიას, პარლამენტის განათლების კომიტეტის თავმჯდომარე მარიამ ჯაშს და უზენაეს სასამართლოს თავმჯდომარე ნინო გვენეტაძეს და სხვა ქართველ ქალებს ღია წერილით მიმართავს.
„პრაიმნიუსჯორჯია“ თუბა ჩაბუქის წერილს უცვლელად გთავაზობთ:
,,მოგესალმებით და მოგმართავთ საქართველოში მცხოვრები თურქეთის მოქალაქე, პედაგოგი თუბა ჩაბუქი- ამჟამად წინასაექსტრადიციო პატიმრობაში მყოფი მუსტაფა ემრე ჩაბუქის მეუღლე. ჩვენ უკვე 15 წელია საქართველოში ვცხოვრობთ და გვყავს ორი არასრულწლოვანი ვაჟი. წლების მანძილზე ჩემი მეუღლე საქართველოს სხვადასხვა ქალაქში ეწეოდა პედაგოგიურ მოღვაწეობას. ბოლო პერიოდში იგი იყო დემირელის სახელობის კერძო კოლეჯის დამფუძნებელთა საბჭოს მინდობილი პირი საქართველოში. 2002 წლიდან მუსტაფა ემრე ჩაბუქი აქტიურად მონაწილეობდა საგანმანათლებლო პროექტებში, მათ შორისაა საქართველოში ყველაზე გახმაურებული საგანმანათლებლო პროექტი IYIPO (ნორჩ მეცნერთა და გამომგონებელთა ოლიმპიადა), რომლის ფარგლებშიც 10 წლის მანძილზე 50-ზე მეტი ქვეყნის ასობით ახალგაზრდა მეცნიერი სტუმრობდა საქართველოს. მუსტაფა ემრე ჩაბუქის ხელმძღვანელობით 2007 წლიდან დღემდე ტარდება ქართული ენის რესპუბლიკური ოლიმპიადა, რომლის მიზანსაც წარმოადგენს მოსწავლეებში სახელმწიფო ენის პოპულარიზაცია. იგი აქტიურად იყო ჩართული საქველმოქმედო საქმიანობაშიც. 13 ივნისის ტრაგედიისას ყველაფერს აკეთებდა, რომ მოსახლეობას დახმარებოდა, უფრო მეტიც.... ფიზიკურად შრომობდა. 2008 წლის აგვისტოს ომის დროს იგი სტამბოლში იმყოფებოდა. 7 აგვისტოს მან შეწყვიტა შვებულება და საქართველოში დაბრუნდა. დედას კი ასე დაუბარა: „მე ასეთ რთულ დღეებში ქართველი ხალხის გვერდით უნდა ვიდგე! ჩემი ადგილი საქართველოშია!“ 24 მაისის დილასაც მარნეულის ქართულ სკოლაში მიიჩქაროდა, თუმცა იგი სახლთან დააკავეს ტერორისტული ორგანიზაციის წევრობის ბრალდებითა და თურქეთში ექსტრადიციის მოთხოვნით.
„15 წელია საქართველოში ვარ და ერთგულად ვეწევი საგანმანათლებლო საქმიანობას. ცხოვრებაში პატარა დანაც კი არ მიტარებია, ჩემს ჯიბეში მხოლოდ ცარცი მოიძებნებოდა და ვცდილობდი ისეთი მოსწავლე აღმეზარდა, რომელიც საქართველოს გამოადგებოდა, - განაცხადა სასამართლოზე თვალებზე ცრემლმომდგარმა ჩემმა მეუღლემ და თან დასძინა: - ეს ცრემლები შიშის კი არაა, არამედ სირცხვილის... მე მრცხვენია, რომ დღეს აქ მიწევს ჯდომა!“
საქართველო ჩვენი მეორე სამშობლოა, აქ დაიბადნენ და იზრდებიან ჩვენი შვილები... ისინი ქართულ სკოლაში ქართველი ბავშვების გვერდით ქართულ ენაზე იღებენ ცოდნას, სწავლობენ წუთისოფლის ავსა და კარგს, ერთმანეთის სიყვარულს, მეგობრობას, ჭირში თანადგომას, ტოლერანტობას... ჩვენ გულით შევიყვარეთ საქართველო... ჰუმანურობითა და ადამიანური ღირებულებებით მდიდარი ქართველი ხალხი. მე და ჩემი მეუღლე საქართველოში ჩამოსვლის პირველი დღიდანვე მხოლოდ და მხოლოდ მოქმედი კანონის ფარგლებში ვასრულებდით ჩვენს პროფესიულ მოვალეობას ამ ქვეყნის საკეთილდღეოდ, რაც მთავრობისა და საზოგადების მიერ ყოველთვის დადებითად ფასდებოდა. განსაკუთრებით კი ჩემი მეუღლის მოღვაწეობა. სამწუხაროდ, ამჟამად ის ბრალდებულია იმ დანაშაულის გამო, რომელიც არ ჩაუდენია. ეს ბრალდებები ძალიან მძიმე სატარებელია, რადგანაც ჩვენი ცხოვრებისეული ფილოსოფია სიყვარულს, მშვიდობასა და ტოლერანტობას ეფუძნება. უზომოდ განვიცდით ყველანი, მაგრამ ამ მდგომარეობამ ყველაზე მეტად ბავშვებზე იმოქმედა. როგორც დედა, ვწუხვარ შვილების გამო. მათ ყოველ დღე ვასწავლი, რომ ჭეშმარიტება და სამართალი ყოველთვის იმარჯვებს. მიუხედავად იმისა, რომ ეს ბავშვებისათვის საკმაოდ მძიმე თემაა, ისინი ცდილობენ გამიგონ და ყოველ საღამოს, დაძინებამდე გეგმავენ, თუ როგორ დახვდებიან მამას დაბრუნების შემდეგ და ამ ოცნებებით იძინებენ. ჩვენი უმცროსი ვაჟი, რომელიც აქამდე სიზმრებს არასდროს ყვებოდა, ცნობილი ფაქტების შემდეგ ყოველ ღამე მამასა და სათამაშოებს ხედავს სიზმრად.
ახლა კი ახალი წელი დგება...სრულიად საქართველო ზეიმობს, ყველგან სინათლე და მხიარულებაა.... მე და ჩემს შვილებს კი (პირველად ჩვენი ოჯახის არსებობის მანძილზე) მარტო მოგვიწევს ახალი წლის შეხვედრა. ჩვენთვის ეს დღე დღესასწაული არ იქნება, რადგან ჩვენი ოჯახის მამა, უდანაშაულო ადამიანი ციხეში ზის უმძიმესი ბრალდებით და მსოფლიო პოლიტიკის ინტრიგებს ეწირება.. როცა 2017 წლის 31 დეკემბერს ახალი წლის შემობრძანებას მთელი ქალაქი ბედნიერი შეძახილებითა და ფეიერვერკებით შეხვდება, როცა ყველა ბედნიერების მეცხრე ცაზე იქნება, მე არ მექნება პასუხი ჩემი შვილების შეკითხვაზე, თუ რატომ არ არის მათი მამა ჩვენს გვერდით, რატომ არ განვიცდით იმავეს, რასაც დიდი თუ პატარა...
მიუხედავად ყველაფრისა, ვცდილობ საქართველოს დემოკრატიისა და სამართლიანობის მიმართ ჩემი რწმენა და მსოფლმხედველობა დავიცვა ისევე, როგორც ვიცავდი თავიდან. სავსებით დარწმუნებული ვარ იმაში, რომ ევროკავშირის გზაზე მყარი ნაბიჯებით მიმავალი კავკასიის ულამაზესი ქვეყანა არასოდეს დაიხევს უკან, არ შეცვლის არჩეულ კურსს და არ მიაყენებს ჩრდილს ჭეშმარიტ და სამართლებლივ შეხედულებებს. მე მინდა უდიდესი მადლიერება გამოვხატო ამ რთული პროცესების ქარცეცხლში სიყვარულითა და სითბოთი ჩვენს გვერდით მდგომი ქართველი ხალხისა და ჩვენი მფარველი საქართველოს მთავრობის მიმართ. მაგრამ წინ ჯერ კიდევ რთული გზაა... ჩვენთვის ერთ გამამხნევებელ სიტყვასაც დიდი მნიშვნელობა აქვს... ამიტომ მოგმართავთ როგორც ქალი ქალს, დედა დედას, გამოიჩინოთ გულისხმიერება და მხარდაჭერისა და სოლიდარობის ნიშნად თქვენთან შეხვედრის საშუალება მოგვცეთ. ამქვეყნად ადამიანების შექმნილი კანონების გარდა, არსებობს მორალური და ზნეობრივი კანონებიც.. მინდა თვალებში ჩაგვხედოთ, დარწმუნდეთ ჩვენს სიმართლეში, გაგვამხნევოთ, გვითხრათ, რომ სიმართლე ძლიერია ტყუილზე, რომ სიკეთე მუდამ იმარჯვებს ბოროტებაზე და ჩვენც შევძლებთ მის დამარცხებას. არ მინდა უსამართლობამ იზეიმოს, არ მინდა ჩემმა შვილებმა რწმენა დაკარგონ... მათ დღეს ძალიან უჭირთ და მომავალში კიდევ უფრო გაუჭირდებათ.... მჯერა, რომ როდესაც ჩემი შვილები მამასთან შეხვედრას იდღესასწაულებენ, საქართველო დემოკრატიისა და სამართლიანობის გამარჯვებას იზეიმებს. გისურვებთ, რომ ახალ წელს ჩვენი დემოკრატიული და სამართლიანი ქვეყნისათვის სიყვარული, მშვიდობა და წარმატებები მოეტანოს! მრავალი ბედნიერი წელი დაგბედებოდეს, ჩემო საქართველო", - წერს ჩაბუქი.
ცნობისთვის, მუსტაფა ემრე ჩაბუქი 2017 წლის მაისში, თურქეთის მხარის მოთხოვნით საქართველოში დააკვეს. მას თურქეთში ბრალად ფეთჰულა გიულენის ორგანიზაციის წევრობა ედება.
პოლიტიკა
- ლუქსემბურგის მხარეს ვთხოვეთ, ევროკომისიასთან დააყენოს საკითხი საქართველოსთან დიალოგის განახლების შესახებ, მზად ვართ კრიტიკულ საკითხებზე სასაუბროდ - ნიკოლოზ სამხარაძე
- არსებული ურთიერთობების გათვალისწინებით, საქართველო ყირგიზეთს განიხილავს არა მხოლოდ როგორც მნიშვნელოვან და საიმედო პარტნიორს, არამედ როგორც მეგობარს - ირაკლი კობახიძე
- ჩვენთვის მთავარია, მშობლებმა, საზოგადოებამ ნახონ საქართველოს ხელისუფლების ზრუნვა ბავშვებზე, რაც შეეხება რადიკალების ჯგუფს, მორალი მათთვის არ მოქმედებს, სიკეთესაც ზიზღით აკეთებენ - პაპუაშვილი
- საქართველოში ხორბლის იმპორტი ფაქტობრივად 100%-ით ჩამოკიდებულია რუსეთზე, რომელსაც ოკუპირებული აქვს საქართველოს ტერიტორიების 20%, სამხედრო ბაზები აქვს და უკანასკნელი 30 წლის განმავლობაში გენოციდი აქვს ნაწარმოები - თაზო დათუნაშვილი
საზოგადოება
- PSP-ს კამპანია Cannes Lions-ის ორ ყველაზე პრესტიჟულ კატეგორიაში მოხვდა
- მახსოვს, როგორ ვიკრიბებოდით ე.წ. "იატაკქვეშეთში"… ვემზადებოდით რადიკალური ქმედებისთვის იმ შემთხვევაში,თუ ქუჩის აქციები კულმინაციას და შეუქცევადობას მიაღწევდენენ - მოროშკინა
- 6-8 ივნისს თბილისში ჰაერის ტემპერატურა 29 გრადუსამდე მოიმატებს
- კამპანია "ჩიტებს ფრენა არ ავიწყდებათ" - KIAF-ის გრან-პრისა და 9 ჯილდოს მფლობელი გახდა
სამართალი
- ელენე ხოშტარიას ჯანმრთელობის მდგომარეობა უარესდება, აქვს მოძრაობის გაძნელება, თურქი ექიმების შეფასებით, სათანადო მკურნალობის გარეშე, შესაძლოა, მის ჯანმრთელობას გამოუსწორებელი ზიანი მიადგეს - ადვოკატი
- აჭარაში ნარკოდანაშაულის ბრალდებით ორი პირი დააკავეს
- სამართალდამცველებმა ნარკოდანაშაულის ბრალდებით შვიდი პირი დააკავეს, ამოღებულია ნახევარ კილოგრამამდე „მეთადონი“
- სენაკში შვილმა მამა დაჭრა
კონფლიქტები
- ოკუპირებულ აფხაზეთში ე.წ. პარლამენტიდან რუსეთთან „საინვესტიციო ხელშეკრულების“ ე.წ. კანონპროექტის გატანისთვის ემზადებიან
- რუსეთმა ოკუპირებულ აფხაზეთს დაფინანსება შეუჩერა
- რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ სოფელ დირბის მიმდებარედ, უკანონოდ დაკავებული საქართველოს ორი მოქალაქე თავისუფალია - სუს-ი
- ოკუპირებულ აფხაზეთში მი-24 ჩამოვარდა
ბიზნესი
- „თეგეტა მოტორსის“ გეზის ფილიალში მომსახურების უნივერსალიზებული მოდელი დაინერგა
- „ტოიოტა ცენტრი თეგეტამ“ Toyota Ichiban-ის ჯილდო უკვე მეორედ მოიპოვა
- 1 ამპერი = 2 ლარი - „თეგეტა მოტორსის“ უპრეცედენტო შეთავაზება „ენერჯაიზერის“ აკუმულატორებზე
- „თეგეტა მოტორსი“ კამპანია „გაიარე მეტის“ ფარგლებში ავტო და მოტოპროექტების მხარდამჭერია
თავდაცვა
- სუ-25-ის კატასტროფის ადგილზე, საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებები დასრულებულია - თავდაცვის სამინისტრო
- საქართველო პოლონეთისგან საზენიტო-სარაკეტო კომპლექსს შეისყიდის
- წლის ბოლომდე გამოვუშვებთ ქართული წარმოების უპილოტო საფრენ აპარატებს - ჯუანშერ ბურჭულაძე
- აშშ საქართველოს რუსეთის წინააღმდეგ თავდაცვის გასაძლიერებლად $35 მილიონს გამოუყოფს
სპორტი
- ხვიჩა კვარაცხელიას „პარი სენ-ჟერმენი“ ჩემპიონთა ლიგის გამარჯვებულია
- გურამ კაშია სანაკრებო კარიერას ასრულებს
- მთელი მატჩის განმავლობაში მასპინძელი გუნდის გულშემატკივართა ნაწილი პროვოცირებდა და შეურაცხყოფას აყენებდა ჯაბა კანკავას, გვჯერა, სადისციპლინო კომიტეტი სამართლიან გადაწყვეტილებას მიიღებს - "დინამო თბილისი"
- საქართველოს ნაკრები ერთა ლიგის პლეი ოფში სომხეთს შეხვდება

















