საბედისწერო 2017 წელი მსოფლიო ვარსკვლავებისთვის - იხილეთ ყველაზე გახმაურებული სკანდალები
საქართველო, თბილისი - 14:15 | 29.12.2017 ნანახია: 1521
2017 წელი სკანდალებით დატვირთული აღმოჩნდა. მიმავალი წელი გამოირჩეოდა ცნობილი ადამიანების დაკავებებით, მათ წინააღმდეგ გამართული სასამართლო პროცესებით, ბრალდებებით სექსუალურ შევიწროებასა და გაუპატიურებაში. ზოგიერთი სელებრითის კარიერისთვის კი 2017 წელი საბედისწერო აღმოჩნდა. მაშ, ასე 2017 წლის ყველაზე გახმაურებული სკანდალები!
ჰარვი ვაინშტაინი vs 50 ქალი
პროდიუსერი ჰარვი ვაინშტაინი ჰოლივუდში ერთ-ერთი ყველაზე გავლენიანი ადამიანი იყო. მისი ფილმები არაერთგზის იყო წარდგენილი „ოსკარზე“, მას „შეყვარებული შექსპირისთვის“ კინოაკადემიის ჯილდოც გადაეცა.
„ნიუ-იორკ ტაიმსში“ გამოქვეყნებული შოკისმომგვრელი სტატიის შემდეგ ათობით ქალმა (ძირითადად მსახიობებმა და მოდელებმა) განაცხადა, რომ ვაინშტაინი აწუხებდა მათ, თავის ნომერში შიშველი ხვდებოდა, აიძულებდა მათ ენახათ როგორ იღებდა აბაზანას ან მათგან მასაჟის გაკეთებას მოითხოვდა.
მსხვერპლთა სიაში ბევრი ცნობილი მსახიობი მოხვდა, მათ შორის გვინეთ პელტროუ, მირა სორვანო, ანჯელინა ჯოლი. სკანდალის შემდეგ ჰარვის ცოლი გაშორდა. მისმა ძმამ და პარტნიორმა რობერტმა და საპროდიუსერო კომპანია The Weinstein Company-ის დირექტორთა საბჭოს სხვა წევრებმა ვაინშტაინთან კონტრაქტი გაწყვიტეს.
ბილ ორაილი
CNN-ის ინფორმაციით, Fox News-ის პოლიტიკურმა მიმომხილველმა ბილ ორაილმა 13 მლნ დოლარი გადაუხადა ხუთ ქალს, რომლებიც მას შევიწროებასა და სიტყვიერ შეურაცხყოფაში ადანაშაულებდნენ. ეს სკანდალი ჯერ კიდევ გაზაფხულზე აგორდა, მისი კულმინაცია აპრილში განვითარდა. 19 აპრილს 67 ორაილი არხიდან დაითხოვეს, მაგრამ სკანდალმა კომპანიას მაინც მწვავედ დაარტყა. სარეკლამო კომპანიებმა მისი გადაცემებიდან თავიანთი რგოლები მოხსნეს.
კევინ სპეისი და ბრალდებების ნუსხა
2017 წლის ერთ-ერთი ყველაზე ხმაურიანი სექს-სკანდალი კევინ სპეისს უკავშირდება. თავდახსმების ტალღა ორგზის ოსკაროსან მსახიობზე მისმა კოლეგამ, ნაკლებად ცნობილმა მსახიობმა ენტონი რეპმა ააზვირთა. ოქტომბერში მან 31 წლის წინ მომხდარი ამბის გახსენება გადაწყვიტა.
მისი თქმით, როდესაც ის არასრულწლოვანი იყო, იმყოფებოდა წვეულებაზე, სადაც ნასვამი სპეისი მას სექსუალურად ავიწროებდა. ამ განცხადების საპასუხოდ კევინმა აღნიშნა, რომ მსგავსი ინციდენტი არ ახსოვს, მაგრამ ენტონის ბოდიში მოუხადა. თუმცა ოსკაროსანმა მსახიობმა აღიარა, რომ ჰომოსექსუალია.
რეპის კვალდაკვალ კიდევ 15-მა სხვადასხვა ასაკის მამაკაცმა განაცხადა, რომ მსახიობი მათზე ძალადობდა. შედეგად სპეისი „ემის“ პრემიის გადაცემის ცერემონიაზე არ მიიწვიეს და სერიალიდან „ბანქოს სახლი“ დაითხოვეს. დეტექტივში „მთელი მსოფლიოს ფული“ მსახიობის კადრები ამოჭრეს, მის ნაცვალდ კი რიდლი სკოტმა კრისტოფერ პლამერი გადაიღო. სპეისთან კიდევ უამრავი კონტრაქტი გაუქმდა, თავად მსახიობი ამჟამად რეაბილიტაციას კლინიკაში გადის.
მიშა ბრატონი და თამამი ვიდეო
შოუ-ბიზნესის შემდეგი სკანდალი აგრეთვე სექსს უკავშირდება. სერიალ „მარტოხელა გულების“ ვარსკვლავი მიშა ბარტონი ამტკიცებს, რომ მისმა ყოფილმა „ბოიფრენდმა“ ფარული ვიდეოჩანაწერი გააკეთა, როდესაც ისინი საწოლში იწვნენ.
რიკარდო მედინა უმცროსი
სიაში მოხვდა მოზარდების შოუს კიდევ ერთი ვარსკვლავი. რიკარდო მედინა პოპულარული იყო ფანტასტიკურ სურათში „რეინჯერები“. 2016 წლის დასაწყისში ის დააკავეს და მკვლელობაში ბრალდებულად ცნეს.
ჩხუბი და ფიზიკური დაპირისპირება მეზობელი ოთახის ბინადართან ჯოშ სატერთან მოხდა, ისინი ერთმანეთს მედინას მეგობარი გოგოს გამო დაუპირისპირდნენ. კონფლიქტი ჯოშის სიკვდილით დასრულდა. რიკარდომ მსხვერპლს რამდენჯერმე ჩაარტყა დანა. 2017 წლის მარტში მედინა უმცროსმა განზრახ მკვლელობა აღიარა, მას 6 წლით პატიმრობა მიესაჯა.
რობინ ტიკი და 7 წლის შვილის მიმართ ჩადენილი სისასტიკე
განსაკუთებით არასასიამოვნოა, როდესაც შოუ-ბიზნესის სკანდალები ბავშვებს ეხებათ. 2017 წელს დაიწყო გამოძიება მსახიობისა და მუსიკოსის რობინ ტიკის წინააღმდეგ შვილთან სასტიკი მოპყრობის გამო.
ტიკი დაქორწინებული იყო მსახიობ პოლ პატონზე 2014 წლამდე. მათ ჰყავთ 7 წლის ვაჟი ჯულიანი. ბიჭმა სკოლის ხელმძღვანელობას უთხრა, რომ როდესაც მამა მის მოსანახულებლად მივიდა, ხელი სტაცა და ძირს დააგდო, შემდეგ კი რამდენჯერმე დაარტყა. ჯულიანის ძიძამ დაადასტურა, რომ ბავშვს მამასთან შეხვედრა არ უნდოდა, როგორც ჩანს რობინი ჯულიანს მართლაც სცემდა.
მაიკლ ჯექსონის დედა და მისი ძმისშვილი
ასევე შოკისმომგვრელია მოხუცების მიმართ სასტიკი მოპყრობაც. CNN-ის ჟურნალისტებმა ჯექსონების ოჯახის სკანდალზე ისაუბრეს, რომელიც 2017 წელს მოხდა. მაიკლ ჯექსონის ღრმად მოხუცი დედა ძმისშვილის ტრენტ ლამარ ჯექსონის მსხვერპლი აღმოჩნდა.
ის მოხუცის მძღოლად ჯერ კიდევ მომღერლის სიცოცხლის დროს დაიქირავეს. მაგრამ მაიკლის გარდაცვალების შემდეგ ყველაფერი შეიცვალა. აღმოჩნდა, რომ ის ერეოდა კეტრინის სამუშაო და პირად საქმეებში და თავის თავს მისი სახლის მმართველად მიიჩნევდა. ის ხელს უშლიდა მისის ჯექსონს შვილიშვილებთან ურთიერთობაში, ბლოკავდა სატელეფონო ზარებს.
Spice Girls-ის ყოფილი სოლისტი მელ ბილი და მისი მოძალადე ქმარი
ოჯახური ძალადობის მსხვერპლი გახდა ბრიტანელი მომღერალი მელანი ბრაუნი (მელ ბი). მან ქმართან სტეფან ბელაფონტესტან განქორწინების შესახებ განცხადება 2017 წლის მარტში შეიტანა. ყველაფერი ბელაფონტეს 9 მილიონიანი სახლის ჩხრეკით დაიწყო. პოლიცია სახლში იარაღს ეძებდა. რამდენიმე ხნის შემდეგ მელმა განქორწინების შესახებ განაცხადი შეიტანა. მან ადვოკატს შოკისმომგვრელი ამბავი მოუყვა. მისი თქმით, სტეფანი მას აუპატიურებდა, აიძულებდა მასთან და სხვა ქალებთან ერთად ჯგუფური სექსით დაკავებულიყო და სცემდა მას. ცემის კვალი იმდენად შესამჩნევი იყო, რომ ბრაუნი იძულებული გახდა „Х-ფაქტორის“ ჩანაწერები გამოეტოვებინა, სადაც ის ჟიურის წევრი იყო. ამის გარდა ბელაფენტე მელს რასისტულ შეურაცხყოფებებს აყენებდა (მამამისი კარიბის კუნძულოვანი სახელმწიფოს სენტ-კიტს-ნევისიდან იყო) და მას მაიმუნს უწოდებდა. მელანი ამბობდა, რომ რამდენჯერმე თვითმკვლელობის სურვილიც გაუჩნდა. თავის მხრივ ბელაფონტემ ბრალდებები უარყო და განაცხადა რომ ცოლი ყველაფერს აკეთებდა იმისთვის, რომ საზოგადოებას ის ცუდ ბიჭად მიეღო. სასამართლოს გადაწყვეტილებით სტეფანს ეკრძალება ყოფილ ცოლთან და სამ შვილთან მიახლოვება. ეს 2017 წლის ერთ-ერთი ყველაზე რეზონანსული სკანდალი აღმოჩნდა.
პოლიტიკა
- ლუქსემბურგის მხარეს ვთხოვეთ, ევროკომისიასთან დააყენოს საკითხი საქართველოსთან დიალოგის განახლების შესახებ, მზად ვართ კრიტიკულ საკითხებზე სასაუბროდ - ნიკოლოზ სამხარაძე
- არსებული ურთიერთობების გათვალისწინებით, საქართველო ყირგიზეთს განიხილავს არა მხოლოდ როგორც მნიშვნელოვან და საიმედო პარტნიორს, არამედ როგორც მეგობარს - ირაკლი კობახიძე
- ჩვენთვის მთავარია, მშობლებმა, საზოგადოებამ ნახონ საქართველოს ხელისუფლების ზრუნვა ბავშვებზე, რაც შეეხება რადიკალების ჯგუფს, მორალი მათთვის არ მოქმედებს, სიკეთესაც ზიზღით აკეთებენ - პაპუაშვილი
- საქართველოში ხორბლის იმპორტი ფაქტობრივად 100%-ით ჩამოკიდებულია რუსეთზე, რომელსაც ოკუპირებული აქვს საქართველოს ტერიტორიების 20%, სამხედრო ბაზები აქვს და უკანასკნელი 30 წლის განმავლობაში გენოციდი აქვს ნაწარმოები - თაზო დათუნაშვილი
საზოგადოება
- PSP-ს კამპანია Cannes Lions-ის ორ ყველაზე პრესტიჟულ კატეგორიაში მოხვდა
- მახსოვს, როგორ ვიკრიბებოდით ე.წ. "იატაკქვეშეთში"… ვემზადებოდით რადიკალური ქმედებისთვის იმ შემთხვევაში,თუ ქუჩის აქციები კულმინაციას და შეუქცევადობას მიაღწევდენენ - მოროშკინა
- 6-8 ივნისს თბილისში ჰაერის ტემპერატურა 29 გრადუსამდე მოიმატებს
- კამპანია "ჩიტებს ფრენა არ ავიწყდებათ" - KIAF-ის გრან-პრისა და 9 ჯილდოს მფლობელი გახდა
სამართალი
- ელენე ხოშტარიას ჯანმრთელობის მდგომარეობა უარესდება, აქვს მოძრაობის გაძნელება, თურქი ექიმების შეფასებით, სათანადო მკურნალობის გარეშე, შესაძლოა, მის ჯანმრთელობას გამოუსწორებელი ზიანი მიადგეს - ადვოკატი
- აჭარაში ნარკოდანაშაულის ბრალდებით ორი პირი დააკავეს
- სამართალდამცველებმა ნარკოდანაშაულის ბრალდებით შვიდი პირი დააკავეს, ამოღებულია ნახევარ კილოგრამამდე „მეთადონი“
- სენაკში შვილმა მამა დაჭრა
კონფლიქტები
- ოკუპირებულ აფხაზეთში ე.წ. პარლამენტიდან რუსეთთან „საინვესტიციო ხელშეკრულების“ ე.წ. კანონპროექტის გატანისთვის ემზადებიან
- რუსეთმა ოკუპირებულ აფხაზეთს დაფინანსება შეუჩერა
- რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ სოფელ დირბის მიმდებარედ, უკანონოდ დაკავებული საქართველოს ორი მოქალაქე თავისუფალია - სუს-ი
- ოკუპირებულ აფხაზეთში მი-24 ჩამოვარდა
ბიზნესი
- „თეგეტა მოტორსის“ გეზის ფილიალში მომსახურების უნივერსალიზებული მოდელი დაინერგა
- „ტოიოტა ცენტრი თეგეტამ“ Toyota Ichiban-ის ჯილდო უკვე მეორედ მოიპოვა
- 1 ამპერი = 2 ლარი - „თეგეტა მოტორსის“ უპრეცედენტო შეთავაზება „ენერჯაიზერის“ აკუმულატორებზე
- „თეგეტა მოტორსი“ კამპანია „გაიარე მეტის“ ფარგლებში ავტო და მოტოპროექტების მხარდამჭერია
თავდაცვა
- სუ-25-ის კატასტროფის ადგილზე, საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებები დასრულებულია - თავდაცვის სამინისტრო
- საქართველო პოლონეთისგან საზენიტო-სარაკეტო კომპლექსს შეისყიდის
- წლის ბოლომდე გამოვუშვებთ ქართული წარმოების უპილოტო საფრენ აპარატებს - ჯუანშერ ბურჭულაძე
- აშშ საქართველოს რუსეთის წინააღმდეგ თავდაცვის გასაძლიერებლად $35 მილიონს გამოუყოფს
სპორტი
- ხვიჩა კვარაცხელიას „პარი სენ-ჟერმენი“ ჩემპიონთა ლიგის გამარჯვებულია
- გურამ კაშია სანაკრებო კარიერას ასრულებს
- მთელი მატჩის განმავლობაში მასპინძელი გუნდის გულშემატკივართა ნაწილი პროვოცირებდა და შეურაცხყოფას აყენებდა ჯაბა კანკავას, გვჯერა, სადისციპლინო კომიტეტი სამართლიან გადაწყვეტილებას მიიღებს - "დინამო თბილისი"
- საქართველოს ნაკრები ერთა ლიგის პლეი ოფში სომხეთს შეხვდება

















