ვასილ მაღლაფერიძემ პასუხისმგებლობა საკუთარ თავზე აიღო - ია ანთაძე

საქართველო, თბილისი - 14:14 | 05.01.2018
ნანახია: 1374

საზოგადოებრივი მაუწყებლის გენერალური დირექტორის მრჩეველის, ია ანთაძის განცხადებით, ვასილ მაღლაფერიძემ პასუხისმგებლობა საკუთარ თავზე აიღო და ამით მაუწყებელმა პოზიცია დააფიქსირა. 

„პოზიცია დააფიქსირა მაუწყებელმა, როდესაც გენერალურმა დირექტორმა თქვა, რომ თავად იღებს პასუხისმგებლობას. რა პასუხისმგებლობაზეა საუბარი, დღეს გაირკვევა, გამოჩნდება რასაც გულისხმობს“, - განაცხადა ია ანთაძემ. 

ცნობისთვის, მწერლებისა და პოეტების ნაწილი პოეტ ზვიად რატიანის საქმესთან დაკავშირებით საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს წევრებს შეხვდნენ. ისინი მოითხოვენ შსს-ს მიერ გავრცელებული ვიდეოს ჩვენების გამო პასუხისმგებლობა არხის გენერალურმა დირექტორმა თავის თავზე აიღოს და გადადგეს. 




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე