სამართლის ,,ძიებაში” ქართულმა სახელმწიფომ კიდევ ერთხელ წააგო - გია როინიშვილი

საქართველო, თბილისი - 14:48 | 05.01.2018
ნანახია: 2042

მსახიობი გია როინიშვილი, მიხეილ სააკაშვილის მიმართ დღეს გამოტანილ გამამტყუნებელ განაჩენს სოციალური ქსელით ეხმიანება

,,პრეზიდენტის შეწყალების გამო გასამართლება, რაც მისი კონსტიტუციური უფლებაა, არის საერთაშორისო დანაშაული. არ აქვს მნიშვნელობა შეწყალებულთა ვინაობას, როგორც წესი ყველგან და ყოველთვის დამნაშავეებს იწყალებენ!!..... სამართლის ,,ძიებაში” ქართულმა სახელმწიფომ კიდევ ერთხელ წააგო!'', - წერს გია როინიშვილი.

შეგახსენებთ, რომ თბილისის საქალაქო სასამართლომ მიხეილ სააკაშვილს გირგვლიანის საქმეზე 3 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა და ამასთანავე ჩამოართვა თანამდებობის დაკავების უფლება 1 წლითა და 5 თვის ვადით.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე