ე.წ. მოსამართლემ დღეს განაჩენი გამოუტანა არა მიხეილ სააკაშვილს, არამედ საკუთარ თავს - ზაზა ბიბილაშვილი
საქართველო, თბილისი - 15:39 | 05.01.2018 ნანახია: 1263
ე.წ. მოსამართლემ დღეს განაჩენი გამოუტანა არა მიხეილ სააკაშვილს, არამედ საკუთარ თავს, - განაცხადა „ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთმა ლიდერმა ზაზა ბიბილაშვილმა. მისი თქმით, სააკაშვილის მიმართ მოსამართლის გადაწყვეტილება არის დანაშაულებრივი და ის პასუხს აგებს კანონის წინაშე.
„დღეს საქართველოს შეემატა ახალი სისხლის სამართლის დამნაშავე, მე გესაუბრებით ე.წ. მოსამართლე გიორგი არევაძეზე. ამ ადამიანმა დღეს განაჩენი გამოუტანა არა მიხეილ სააკაშვილს, არამედ საკუთარ თავს. მან განაჩენი გამოუტანა მის დამკვეთებს საქართველოს იუსტიციის სამინისტროში, საქართველოს პროკურატურაში. მან განაჩენი გამოუტანა ყველას, ვინც მას დავალება მისცა შუშის სასახლეში, შეიძლება ითქვას მთლიანად რეჟიმს. მე, მთლიანად „ნაციონალური მოძრაობა“ გარანტიას ვაძლევთ ამ ადამიანს, ე.წ. მოსამართლე გიორგი არევაძეს, რომ ის აუცილებლად პასუხს აგებს იმაზე, რაც მან დღეს გააკეთა. კანონის სრული სიმკაცრით, კანონის წინაშე,“ - განაცხადა ზაზა ბიბილაშვილმა.
ენმ-ს ერთ-ერთი ლიდერი ამბობს, რომ მიხეილ სააკაშვილის წინააღმდეგ წაყენებულ ბრალს არანაირი საერთო არ აქვს გირგვლიანის საქმესთან. მისი თქმით, საქართველოს ხელისუფლებამ ქვეყნის მესამე პრეზიდენტი კონსტიტუციური უფლების - შეწყალების უფლების გამოყენების გამო გაასამართლა.
„მე მინდა ჩვენს საზოგადოებას კარგად ესმოდეს რა მოხდა დღეს. დღეს ივანიშვილის რეჟიმმა საქართველოს პრეზიდენტი დამნაშავედ ცნო საქართველოს კონსტიტუციით მინიჭებული უფლებამოსილების გამოყენებისთვის. არ დაუჯეროთ იმათ ვინც გეუბნებათ, რომ თითქოს ეს არის გირგვლიანის საქმე. ეს არის ტყუილი, ეს არის სიცრუე, ეს არის პროკურატურის პროპაგანდა. სინამდვილეში ეს არის შეწყალების საქმე. საზოგადოებამ უნდა იცოდეს, რომ ამ საქმის ფარგლებში პრეზიდენტმა სააკაშვილმა 2008 წლის შემდეგ შეიწყალა 179 ყოფილი სამხედრო და ძალოვანი უწყების წარმომადგენელი პირი. მათ გაუნახევრდათ სასჯელი და ბევრი მათგანი ერთი წლის მერე, 6 თვის მერე ან გარკვეული ვადის შემდეგ გამოვიდა საპყრობილიდან. არავითარი საერთო ამ საქმეს გირგვლიანის საქმესთან არ ჰქონია და ვინც ამას გეუბნებათ არის ან სახელისუფლებო მედია ან უშუალოდ მონაწილეობს ხელისუფლების პროპაგანდაში,“-აცხადებს ბიბილაშვილი.
ზაზა ბიბილაშვილმა მიხეილ სააკაშვილის წინააღმდეგ არსებულ პოლიტიკურ დევნაზე ისაუბრა. ბიბილაშვილის განცხადებით, საქართველოში არ არსებობს თავისუფალი სასამართლო და კანონის უზენაესობა. მისივე თქმით, დღეს საქართველოში კანონი არის ის რასაც იტყვის ქვეყნის ყოფილი პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი.
პოლიტიკა
- ლუქსემბურგის მხარეს ვთხოვეთ, ევროკომისიასთან დააყენოს საკითხი საქართველოსთან დიალოგის განახლების შესახებ, მზად ვართ კრიტიკულ საკითხებზე სასაუბროდ - ნიკოლოზ სამხარაძე
- არსებული ურთიერთობების გათვალისწინებით, საქართველო ყირგიზეთს განიხილავს არა მხოლოდ როგორც მნიშვნელოვან და საიმედო პარტნიორს, არამედ როგორც მეგობარს - ირაკლი კობახიძე
- ჩვენთვის მთავარია, მშობლებმა, საზოგადოებამ ნახონ საქართველოს ხელისუფლების ზრუნვა ბავშვებზე, რაც შეეხება რადიკალების ჯგუფს, მორალი მათთვის არ მოქმედებს, სიკეთესაც ზიზღით აკეთებენ - პაპუაშვილი
- საქართველოში ხორბლის იმპორტი ფაქტობრივად 100%-ით ჩამოკიდებულია რუსეთზე, რომელსაც ოკუპირებული აქვს საქართველოს ტერიტორიების 20%, სამხედრო ბაზები აქვს და უკანასკნელი 30 წლის განმავლობაში გენოციდი აქვს ნაწარმოები - თაზო დათუნაშვილი
საზოგადოება
- PSP-ს კამპანია Cannes Lions-ის ორ ყველაზე პრესტიჟულ კატეგორიაში მოხვდა
- მახსოვს, როგორ ვიკრიბებოდით ე.წ. "იატაკქვეშეთში"… ვემზადებოდით რადიკალური ქმედებისთვის იმ შემთხვევაში,თუ ქუჩის აქციები კულმინაციას და შეუქცევადობას მიაღწევდენენ - მოროშკინა
- 6-8 ივნისს თბილისში ჰაერის ტემპერატურა 29 გრადუსამდე მოიმატებს
- კამპანია "ჩიტებს ფრენა არ ავიწყდებათ" - KIAF-ის გრან-პრისა და 9 ჯილდოს მფლობელი გახდა
სამართალი
- ელენე ხოშტარიას ჯანმრთელობის მდგომარეობა უარესდება, აქვს მოძრაობის გაძნელება, თურქი ექიმების შეფასებით, სათანადო მკურნალობის გარეშე, შესაძლოა, მის ჯანმრთელობას გამოუსწორებელი ზიანი მიადგეს - ადვოკატი
- აჭარაში ნარკოდანაშაულის ბრალდებით ორი პირი დააკავეს
- სამართალდამცველებმა ნარკოდანაშაულის ბრალდებით შვიდი პირი დააკავეს, ამოღებულია ნახევარ კილოგრამამდე „მეთადონი“
- სენაკში შვილმა მამა დაჭრა
კონფლიქტები
- ოკუპირებულ აფხაზეთში ე.წ. პარლამენტიდან რუსეთთან „საინვესტიციო ხელშეკრულების“ ე.წ. კანონპროექტის გატანისთვის ემზადებიან
- რუსეთმა ოკუპირებულ აფხაზეთს დაფინანსება შეუჩერა
- რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ სოფელ დირბის მიმდებარედ, უკანონოდ დაკავებული საქართველოს ორი მოქალაქე თავისუფალია - სუს-ი
- ოკუპირებულ აფხაზეთში მი-24 ჩამოვარდა
ბიზნესი
- „თეგეტა მოტორსის“ გეზის ფილიალში მომსახურების უნივერსალიზებული მოდელი დაინერგა
- „ტოიოტა ცენტრი თეგეტამ“ Toyota Ichiban-ის ჯილდო უკვე მეორედ მოიპოვა
- 1 ამპერი = 2 ლარი - „თეგეტა მოტორსის“ უპრეცედენტო შეთავაზება „ენერჯაიზერის“ აკუმულატორებზე
- „თეგეტა მოტორსი“ კამპანია „გაიარე მეტის“ ფარგლებში ავტო და მოტოპროექტების მხარდამჭერია
თავდაცვა
- სუ-25-ის კატასტროფის ადგილზე, საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებები დასრულებულია - თავდაცვის სამინისტრო
- საქართველო პოლონეთისგან საზენიტო-სარაკეტო კომპლექსს შეისყიდის
- წლის ბოლომდე გამოვუშვებთ ქართული წარმოების უპილოტო საფრენ აპარატებს - ჯუანშერ ბურჭულაძე
- აშშ საქართველოს რუსეთის წინააღმდეგ თავდაცვის გასაძლიერებლად $35 მილიონს გამოუყოფს
სპორტი
- ხვიჩა კვარაცხელიას „პარი სენ-ჟერმენი“ ჩემპიონთა ლიგის გამარჯვებულია
- გურამ კაშია სანაკრებო კარიერას ასრულებს
- მთელი მატჩის განმავლობაში მასპინძელი გუნდის გულშემატკივართა ნაწილი პროვოცირებდა და შეურაცხყოფას აყენებდა ჯაბა კანკავას, გვჯერა, სადისციპლინო კომიტეტი სამართლიან გადაწყვეტილებას მიიღებს - "დინამო თბილისი"
- საქართველოს ნაკრები ერთა ლიგის პლეი ოფში სომხეთს შეხვდება

















