მართლმსაჯულების სისტემა რჩება იმ აქილევსის ქუსლად, რომელიც პრობლემად გასდევს ყველა ხელისუფლებას - პრეზიდენტი
საქართველო, თბილისი - 17:04 | 08.01.2018 ნანახია: 1185
საქართველოს პრეზიდენტმა დღეს გამოსცა განკარგულება 17 იანვრიდან 4 წლის ვადით იუსტიციის უმაღლეს საბჭოს წევრად, ანა დოლიძის დანიშვნასთან დაკავშირებით.
როგორც დღეს ანა დოლიძის წარდგინებაზე გიორგი მარგველაშვილმა განაცხადა, დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში მართლმსაჯულების სისტემა რჩება იმ აქილევსის ქუსლად და პრობლემად გასდევს ფაქტობრივად ყველა ხელისუფლებას.
გიორგი მარგველაშვილის განცხადებით, 2012 წლის ხელისუფლების ცვლილებისას ყველას ჰქონდა ის მოლოდინი, რომ მართლმსაჯულების სისტემა თვისობრივად გაუმჯობესდებოდა, თუმცა დღეს შეიძლება ითქვას, რომ საზოგადოებას ნდობა, ზოგადად მართლმსაჯულების მიმართ სამწუხაროდ ბევრ კითხვას ვერ პასუხობს. არადა, დამოუკიდებელი სასამართლო არის ერთერთი მთავარი ფუნდამენტი ჩვენი სახელმწიფოებრიობის.
"ის არამარტო უზრუნველყოფს ჩვენი მოქალაქეების სამართლებრივ დაცულობას, არამედ დემოკრატიული და სამართლებრივი სახელმწიფოს ეფექტური ფუნქციონირების ერთერთი უმნიშვნელოვანესი გარანტია. იუსტიციის უმაღლესი საბჭო კი, ერთერთი იმ ორგანოთაგანია, რომელსაც თავისი მანდატით ევალება უზრუნველყოს მართლმსაჯულების სისტემის დამოუკიდებლობა და ეფექტური ფუნქციონირება", - განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა.
საქართველოს პრეზიდენტის განცხადებით, ჯერ კიდევ დასახვეწია ის საკანონმდებლო ბაზა, რომელიც ბოლომდე გამჭვირვალეს და ეფექტურს გახდიდა ამ ორგანოს. თუმცა, მხოლოდ საკანონმდებლო ბაზით, განსაკუთრებით ფაქიზი სისტემა ვერ უზრუნველყოფს თვისობრივად ახალ და უფრო მაღალ საფეხურზე გადასვლას.
"ამ როლს თამაშობენ ის ადამიანები, რომლებიც თავიანთი პროფესიონალიზმით, პრინციპულობით, თავიანთი ერთგულებით, არა პოლიტიკური კონიუნქტურის, არამედ იმ უზენაესი ღირებულებებით, რომელსაც თითოეული მოქალაქე და განსაკუთრებით კი, მოსამართლე უნდა ემსახურებოდეს. ამ ადამიანებით შენდება უკეთესი სამართლებრივი სისტემა.
სწორედ ამიტომ, ჩემი გადაწყვეტილება დავნიშნო ამ მაღალ და უაღრესად საპასუხისმგებლო თანამდებობაზე ანა დოლიძე, გამყარებულია პროფესიონალიზმით, სიმამაცით, ქვეყნის უზენაესი ღირებულებების ერთგულებით, არა თეორიულად, არამედ ბევრი წლის განმავლობაში, რომლის დროსაც ანა დოლიძე ამტკიცებდა თავის უნარს იყოს უაღრესად კვალიფიციური, მამაცი და ქვეყნის უზენაესი ღირებულებების ერთგული იურისტი. ამით არის განმტკიცებული ჩემი გადაწვეტილება მისი დანიშვნის შესახებ", - განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა.
საქართველოს პრეზიდენტმა ანა დოლიძეს წარმატება უსურვა ამ უაღრესად მნიშვნელოვან და ამავედროს რთულ საქმეში, უზრუნველყოს უფრო მაღალი ხარისხის მართლმსაჯულების სისტემის აღმშენებლობა და გაძლიერება საქართველოში.
ანა დოლიძემ, რომელიც მისი წარდგენის შესახებ გამართულ ბრიფინგს ესწრებოდა, მადლობა გადაუხადა საქართველოს პრეზიდენტს უდიდესი ნდობისათვის და ჟურნალისტებს საკუთარი სამოქმედო გეგმა და ამოცანები გააცნო.
პოლიტიკა
- ლუქსემბურგის მხარეს ვთხოვეთ, ევროკომისიასთან დააყენოს საკითხი საქართველოსთან დიალოგის განახლების შესახებ, მზად ვართ კრიტიკულ საკითხებზე სასაუბროდ - ნიკოლოზ სამხარაძე
- არსებული ურთიერთობების გათვალისწინებით, საქართველო ყირგიზეთს განიხილავს არა მხოლოდ როგორც მნიშვნელოვან და საიმედო პარტნიორს, არამედ როგორც მეგობარს - ირაკლი კობახიძე
- ჩვენთვის მთავარია, მშობლებმა, საზოგადოებამ ნახონ საქართველოს ხელისუფლების ზრუნვა ბავშვებზე, რაც შეეხება რადიკალების ჯგუფს, მორალი მათთვის არ მოქმედებს, სიკეთესაც ზიზღით აკეთებენ - პაპუაშვილი
- საქართველოში ხორბლის იმპორტი ფაქტობრივად 100%-ით ჩამოკიდებულია რუსეთზე, რომელსაც ოკუპირებული აქვს საქართველოს ტერიტორიების 20%, სამხედრო ბაზები აქვს და უკანასკნელი 30 წლის განმავლობაში გენოციდი აქვს ნაწარმოები - თაზო დათუნაშვილი
საზოგადოება
- PSP-ს კამპანია Cannes Lions-ის ორ ყველაზე პრესტიჟულ კატეგორიაში მოხვდა
- მახსოვს, როგორ ვიკრიბებოდით ე.წ. "იატაკქვეშეთში"… ვემზადებოდით რადიკალური ქმედებისთვის იმ შემთხვევაში,თუ ქუჩის აქციები კულმინაციას და შეუქცევადობას მიაღწევდენენ - მოროშკინა
- 6-8 ივნისს თბილისში ჰაერის ტემპერატურა 29 გრადუსამდე მოიმატებს
- კამპანია "ჩიტებს ფრენა არ ავიწყდებათ" - KIAF-ის გრან-პრისა და 9 ჯილდოს მფლობელი გახდა
სამართალი
- ელენე ხოშტარიას ჯანმრთელობის მდგომარეობა უარესდება, აქვს მოძრაობის გაძნელება, თურქი ექიმების შეფასებით, სათანადო მკურნალობის გარეშე, შესაძლოა, მის ჯანმრთელობას გამოუსწორებელი ზიანი მიადგეს - ადვოკატი
- აჭარაში ნარკოდანაშაულის ბრალდებით ორი პირი დააკავეს
- სამართალდამცველებმა ნარკოდანაშაულის ბრალდებით შვიდი პირი დააკავეს, ამოღებულია ნახევარ კილოგრამამდე „მეთადონი“
- სენაკში შვილმა მამა დაჭრა
კონფლიქტები
- ოკუპირებულ აფხაზეთში ე.წ. პარლამენტიდან რუსეთთან „საინვესტიციო ხელშეკრულების“ ე.წ. კანონპროექტის გატანისთვის ემზადებიან
- რუსეთმა ოკუპირებულ აფხაზეთს დაფინანსება შეუჩერა
- რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ სოფელ დირბის მიმდებარედ, უკანონოდ დაკავებული საქართველოს ორი მოქალაქე თავისუფალია - სუს-ი
- ოკუპირებულ აფხაზეთში მი-24 ჩამოვარდა
ბიზნესი
- „თეგეტა მოტორსის“ გეზის ფილიალში მომსახურების უნივერსალიზებული მოდელი დაინერგა
- „ტოიოტა ცენტრი თეგეტამ“ Toyota Ichiban-ის ჯილდო უკვე მეორედ მოიპოვა
- 1 ამპერი = 2 ლარი - „თეგეტა მოტორსის“ უპრეცედენტო შეთავაზება „ენერჯაიზერის“ აკუმულატორებზე
- „თეგეტა მოტორსი“ კამპანია „გაიარე მეტის“ ფარგლებში ავტო და მოტოპროექტების მხარდამჭერია
თავდაცვა
- სუ-25-ის კატასტროფის ადგილზე, საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებები დასრულებულია - თავდაცვის სამინისტრო
- საქართველო პოლონეთისგან საზენიტო-სარაკეტო კომპლექსს შეისყიდის
- წლის ბოლომდე გამოვუშვებთ ქართული წარმოების უპილოტო საფრენ აპარატებს - ჯუანშერ ბურჭულაძე
- აშშ საქართველოს რუსეთის წინააღმდეგ თავდაცვის გასაძლიერებლად $35 მილიონს გამოუყოფს
სპორტი
- ხვიჩა კვარაცხელიას „პარი სენ-ჟერმენი“ ჩემპიონთა ლიგის გამარჯვებულია
- გურამ კაშია სანაკრებო კარიერას ასრულებს
- მთელი მატჩის განმავლობაში მასპინძელი გუნდის გულშემატკივართა ნაწილი პროვოცირებდა და შეურაცხყოფას აყენებდა ჯაბა კანკავას, გვჯერა, სადისციპლინო კომიტეტი სამართლიან გადაწყვეტილებას მიიღებს - "დინამო თბილისი"
- საქართველოს ნაკრები ერთა ლიგის პლეი ოფში სომხეთს შეხვდება

















