8 000-მდე ბენეფიციარს სასოფლო სამეურნეო მიწების იჯარის გადაუხდელი თანხები და დარიცხული პირგასამტეხლოები ეპატიათ
საქართველო, თბილისი - 14:48 | 19.11.2015 ნანახია: 2040
„მეიჯარეებს, რომლებსაც 1992-2005 წლებში იჯარით ჰქონდათ აღებული სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწა და 2104 1 იანვრამდე ვერ შეძლეს დაკისრებული ვალდებულების შესრულება, გადაუხდელი თანხები და დარიცხული პირგასამტეხლოები ეპატიათ“ - ამის შესახებ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, დიმიტრი ქუმსიშვილმა მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა.
„მინდა გავაკეთო განცხადება „სახელმწიფო ქონების შესახებ“ კანონში იმ ცვლილებების შესახებ, რომელიც დღეს ჩვენ წარვუდგინეთ საქართველოს მთავრობას. ეს ცვლილებები შევა გარდამავალ დებულებებში და ეხება სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების იმ მიწებს, რომლებიც 1992-2005 წლებში იყო გაცემული იჯარით, ეს არის მიწები, რომლებზეც, სამწუხაროდ, წინა პერიოდში, ცუდი ადმინისტრირების გამო, არსებობდა ან არ არსებობდა ხელშეკრულებები და დღეის მდგომარეობით ვერ ხდებოდა ნორმალური ადმინისტრირება. ჩვენ შევთავაზეთ მთავრობას კანონში ცვლილებები, რომლის მიხედვითაც 2014 წლის 1 იანვრამდე სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწებზე გაფორმებულ საიჯარო ხელშეკრულებებში გადაუხდელი თანხები ეპატიებათ მეიჯარეებს, ასევე ეპატიებათ ის პირგასამტეხლოც, რომლებიც მათ ამ პერიოდში დაერიცხათ“ - განაცხადა დიმიტრი ქუმსიშვილმა.
მინისტრის თქმით, აღნიშნულმა პირებმა აუცილებლად უნდა მომართონ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სახელმწიფო ქონების ეროვნულ სააგენტოს იმისთვის, რომ პატიების პროცედურა განხორციელდეს. „ჯამურად, რასაც ჩვენ ვითვლით, აღნიშნული ცვლილება შეეხება დაახლოებით რვა ათასამდე ბენეფიციარს. ამ ადამიანებს, ამ ფერმერებს, ამ გლეხებს არავინ ეუბნებოდა, რომ მათ ჰქონდათ ეს ფული გადასახდელი, ამის ადმინისტრირებას არავინ არ აკეთებდა. ჩვენ, ერთის მხრივ, ამ ადამიანებს მივეცით შესაძლებლობა, რომ ეპატიოთ დარიცხული ჯარიმები, მეორეს მხრივ, ამით ვაწესრიგებთ ურთიერთობას გლეხებთან და სახელმწიფო იღებს მოწესრიგებულ ურთიერთობებს სასოფლო-სამეურნეო მიწებთან მიმართებაში“ - აღნიშნა მინისტრმა.
დიმიტრი ქუმსიშვილის ინფორმაციით, ასევე არის ცვლილებები სასოფლო-სამეურნეო ტექნიკასთან დაკავშირებით. „აქაც პრაქტიკულად, იგივე მიმართულებით წავედით: 2005-2007 წლებში გარკვეული რაოდენობის სასოფლო-სამეურნეო ტექნიკა იყო გაცემული პირდაპირი განკარგვის ფორმით, შესაბამისად, აქაც, მეიჯარეებს იჯარის ნაწილში 2014 წლის პირველ იანვრამდე დაკისრებული პირგასამტეხლოები და ასევე გადასახდელი ქირა ეპატიათ იმ პირობით, რომ ისინი წარმოადგენენ განაცხადებს და შემდგომში უკვე ჩვენ მოვაწესრიგებთ მათთან ურთიერთობებს“ - განაცხადა დიმიტრი ქუმსიშვილმა.
პოლიტიკა
- ლუქსემბურგის მხარეს ვთხოვეთ, ევროკომისიასთან დააყენოს საკითხი საქართველოსთან დიალოგის განახლების შესახებ, მზად ვართ კრიტიკულ საკითხებზე სასაუბროდ - ნიკოლოზ სამხარაძე
- არსებული ურთიერთობების გათვალისწინებით, საქართველო ყირგიზეთს განიხილავს არა მხოლოდ როგორც მნიშვნელოვან და საიმედო პარტნიორს, არამედ როგორც მეგობარს - ირაკლი კობახიძე
- ჩვენთვის მთავარია, მშობლებმა, საზოგადოებამ ნახონ საქართველოს ხელისუფლების ზრუნვა ბავშვებზე, რაც შეეხება რადიკალების ჯგუფს, მორალი მათთვის არ მოქმედებს, სიკეთესაც ზიზღით აკეთებენ - პაპუაშვილი
- საქართველოში ხორბლის იმპორტი ფაქტობრივად 100%-ით ჩამოკიდებულია რუსეთზე, რომელსაც ოკუპირებული აქვს საქართველოს ტერიტორიების 20%, სამხედრო ბაზები აქვს და უკანასკნელი 30 წლის განმავლობაში გენოციდი აქვს ნაწარმოები - თაზო დათუნაშვილი
საზოგადოება
- PSP-ს კამპანია Cannes Lions-ის ორ ყველაზე პრესტიჟულ კატეგორიაში მოხვდა
- მახსოვს, როგორ ვიკრიბებოდით ე.წ. "იატაკქვეშეთში"… ვემზადებოდით რადიკალური ქმედებისთვის იმ შემთხვევაში,თუ ქუჩის აქციები კულმინაციას და შეუქცევადობას მიაღწევდენენ - მოროშკინა
- 6-8 ივნისს თბილისში ჰაერის ტემპერატურა 29 გრადუსამდე მოიმატებს
- კამპანია "ჩიტებს ფრენა არ ავიწყდებათ" - KIAF-ის გრან-პრისა და 9 ჯილდოს მფლობელი გახდა
სამართალი
- ელენე ხოშტარიას ჯანმრთელობის მდგომარეობა უარესდება, აქვს მოძრაობის გაძნელება, თურქი ექიმების შეფასებით, სათანადო მკურნალობის გარეშე, შესაძლოა, მის ჯანმრთელობას გამოუსწორებელი ზიანი მიადგეს - ადვოკატი
- აჭარაში ნარკოდანაშაულის ბრალდებით ორი პირი დააკავეს
- სამართალდამცველებმა ნარკოდანაშაულის ბრალდებით შვიდი პირი დააკავეს, ამოღებულია ნახევარ კილოგრამამდე „მეთადონი“
- სენაკში შვილმა მამა დაჭრა
კონფლიქტები
- ოკუპირებულ აფხაზეთში ე.წ. პარლამენტიდან რუსეთთან „საინვესტიციო ხელშეკრულების“ ე.წ. კანონპროექტის გატანისთვის ემზადებიან
- რუსეთმა ოკუპირებულ აფხაზეთს დაფინანსება შეუჩერა
- რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ სოფელ დირბის მიმდებარედ, უკანონოდ დაკავებული საქართველოს ორი მოქალაქე თავისუფალია - სუს-ი
- ოკუპირებულ აფხაზეთში მი-24 ჩამოვარდა
ბიზნესი
- „თეგეტა მოტორსის“ გეზის ფილიალში მომსახურების უნივერსალიზებული მოდელი დაინერგა
- „ტოიოტა ცენტრი თეგეტამ“ Toyota Ichiban-ის ჯილდო უკვე მეორედ მოიპოვა
- 1 ამპერი = 2 ლარი - „თეგეტა მოტორსის“ უპრეცედენტო შეთავაზება „ენერჯაიზერის“ აკუმულატორებზე
- „თეგეტა მოტორსი“ კამპანია „გაიარე მეტის“ ფარგლებში ავტო და მოტოპროექტების მხარდამჭერია
თავდაცვა
- სუ-25-ის კატასტროფის ადგილზე, საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებები დასრულებულია - თავდაცვის სამინისტრო
- საქართველო პოლონეთისგან საზენიტო-სარაკეტო კომპლექსს შეისყიდის
- წლის ბოლომდე გამოვუშვებთ ქართული წარმოების უპილოტო საფრენ აპარატებს - ჯუანშერ ბურჭულაძე
- აშშ საქართველოს რუსეთის წინააღმდეგ თავდაცვის გასაძლიერებლად $35 მილიონს გამოუყოფს
სპორტი
- ხვიჩა კვარაცხელიას „პარი სენ-ჟერმენი“ ჩემპიონთა ლიგის გამარჯვებულია
- გურამ კაშია სანაკრებო კარიერას ასრულებს
- მთელი მატჩის განმავლობაში მასპინძელი გუნდის გულშემატკივართა ნაწილი პროვოცირებდა და შეურაცხყოფას აყენებდა ჯაბა კანკავას, გვჯერა, სადისციპლინო კომიტეტი სამართლიან გადაწყვეტილებას მიიღებს - "დინამო თბილისი"
- საქართველოს ნაკრები ერთა ლიგის პლეი ოფში სომხეთს შეხვდება

















