სახელმწიფომ „ბერი ანდრიას სახელობის ფონდს“ მიწის ნაკვეთი გადასცა
საქართველო, თბილისი - 12:30 | 20.11.2015 ნანახია: 1964„ბერი ანდრიას სახელობის ფონდს“ თბილისში მიწის ნაკვეთი გადაეცა - ეს გადაწყვეტილება საქართველოს მთავრობამ 19 ნოემბრის სხდომაზე მიიღო. საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს ინიცირებით, თბილისში, დიდგორის ქ. N64-ში მდებარე 6493 კვ.მ. არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი და მასზე განთავსებული შენობა-ნაგებობა „ბერი ანდრიას სახელობის ფონდს“ უსასყიდლო უზუფრუქტის უფლებით, 20 წლის ვადით, ქონების საქველმოქმედო მიზნებისთვის გამოყენების პირობით გადაეცა. ამ თემაზე დღეს საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს ხელმძღვანელმა, ეკატერინე სისაურმა ბრიფინგი გამართა. მისი განცხადებით, გადაცემული ქონების ბაზაზე ფონდი საქმიანობის მასშტაბის გაზრდას და მისი ზრუნვის ქვეშ მყოფი ადამიანებისთვის უფრო სრულყოფილი გარემოს შექმნას გეგმავს.
„ბერი ანდრიას სახელობის ფონდის“ დამფუძნებელმა, თინათინ ჩხვიმიანმა საკითხის ინიცირებისთვის დიმიტრი ქუმსიშვილს და სამინისტროს წარმომადგენლებს მადლობა გადაუხადა და აღნიშნა, რომ სოლიდური სიმსივნით დაავადებული ბავშვები, რომლებიც ძირითადად რეგიონებიდან ჩამოდიან მკურნალობისა და რეაბილიტაციისთვის, უფრო მეტად იქნებიან უზრუნველყოფილნი ახალი სახლით, რომელიც გადაცემულ ქონებაზე, სხვადასხვა შემოწირულობებით აშენდება. მისივე თქმით, ახალ სახლში ბავშვებისთვის იქნება გაცილებით უკეთესი პირობები, მათ სადღეღამისო რეჟიმში ადგილზე მოემსახურება ექიმი და შეიქმნება მზრუნველობის უფრო მეტი შესაძლებლობა იმ ბავშვებისთვის, რომლებსაც სიმსივნური დაავადების გამო განსაკუთრებული თანადგომა ესაჭიროებათ.
„ბერი ანდრიას სახელობის ფონდი“ 2012 წელს დაარსდა და ადრეულ ასაკში სიმსივნით გარდაცვლილი ბერი ანდრიას (ნუგზარ მილორავა) სახელს ატარებს. ფონდის საქმიანობის ძირითადი მიმართულება სიმსივნით დაავადებულ ბავშვებზე და მათ ოჯახებზე ზრუნვაა. ფონდი მის მზრუნველობის ქვეშ მყოფ ადამიანებს საჭირო ინფორმაციის მიწოდებით, აქტიური მკურნალობით, რეაბილიტაციის პროცესში საჭირო საცხოვრებლის, გართობა-დასვენების, საკვებისა და გადაადგილების უზრუნველყოფით, სრულიად უანგაროდ ეხმარება. „ბერი ანდრიას სახელობის ფონდის“ წარმომადგენლების ინფორმაციით, დაარსებიდან სამი წლის განმავლობაში ფონდმა შეძლო დახმარებოდა ასამდე ბავშვს და მათ ოჯახებს. „ბერი ანდრიას სახელობის ფონდის“ აქტიური მხარდაჭერით რამდენიმე ბავშვის სამედიცინო კვლევა დაფინანსდა.
პოლიტიკა
- რომან ქარცივაძე სუს-ის სპეციალური ოპერაციების დეპარტამენტის ხელმძღვანელად დაინიშნა
- პრემიერ-მინისტრს მარკო რუბიოსთან სატელეფონო საუბარი ჰქონდა, მაისში დელეგაციასაც ველოდებით, პოზიტიური მოლოდინები გვაქვს - კახა კალაძე
- კოლექტიური „ნაცმოძრაობისთვის“ მამუკა მდინარაძის საჯარო პოლიტიკაში დაბრუნება შოკის მომგვრელი იყო - არჩილ გორდულაძე
- ხელისუფლების ამჟამინდელი კურსი ქვეყანას აშორებს ევროკავშირის წევრობის გზას, უწყვეტი და მიზანმიმართული რიტორიკა ევროკავშირის წინააღმდეგ უფრო მეტად უთხრის ძირს საქართველოს ევროკავშირისკენ სწრაფვის დამაჯერებლობას - წარმომადგენლობა
საზოგადოება
- PSP-ს კამპანიამ "ჩიტებს ფრენა არ ავიწყდებათ" CLIO Awards-ის 2 ჯილდო მოიპოვა
- “390 000-ზე მეტი ბავშვი რეგისტრირებულია სოციალურად დაცვის ბაზაში და აქედან - 270 000 იღებს შემწეობას”
- PSP-ში K-Beauty გათამაშებაში 1000 პრიზთან ერთად შეგიძლიათ მოიგოთ სამოგზაურო ტური სამხრეთ კორეაში!
- საქართველოში 15-17 აპრილს უმეტესად უნალექო ამინდია მოსალოდნელი
სამართალი
- რაჭაში დააკავეს პირი, რომელმაც სტუმრად ყოფნისას, ცოლ-ქმარს ცივი იარაღის მუქარით მათ სახელზე რეგისტრირებული საცხოვრებელი ბინის გადაფორმება და თანხა მოსთხოვა, თუმცა განზრახვა სისრულეში ვერ მოიყვანა და მიიმალა
- არასრულწლოვნები თბილისში სასურსათო მაღაზიებსა და სააფთიაქო ქსელებს ძარცვავდნენ, ერთ-ერთმა, ასევე, გაძარცვა ტაქსის მძღოლი და მის ნივთებს, მათ შორის საბანკო ბარათებს დაეუფლა - დაკავებულია 4 პირი
- ჯუანშერ ბურჭულაძეს 10-წლიანი პატიმრობა მიესაჯა
- დააკავეს არასრულწლოვანი, რომელიც თანამზრახველთან ერთად, თბილისში მდებარე სხვადასხვა მაღაზიათა ქსელში წინასწარი შეთანხმებით შედიოდა - ძალის გამოყენებით, ჯამში 6000 ლარამდე თანხა გაიტაცეს
მსოფლიო
- რუსებმა ოდესაზე დრონებით მორიგი იერიში მიიტანეს - დაზიანდა მრავალსართულიანი კორპუსები, არიან დაშავებულები
- ჩვენ უკვე დავამარცხეთ ირანი, მაგრამ მსურს უფრო დიდი უპირატესობით გავიმარჯვოთ - დონალდ ტრამპი
- პოლონეთი უკრაინის დახმარებით დრონების არმადას ქმნის - დონალდ ტუსკი
- ისრაელის თავდაცვის ძალების განცხადებით, „ჰეზბოლამ“ გასულ ღამეს ისრაელზე იერიში მიიტანა, რის შემდეგაც საპასუხო დარტყმები განახორციელეს
კონფლიქტები
- ოკუპირებულ აფხაზეთში ე.წ. პარლამენტიდან რუსეთთან „საინვესტიციო ხელშეკრულების“ ე.წ. კანონპროექტის გატანისთვის ემზადებიან
- რუსეთმა ოკუპირებულ აფხაზეთს დაფინანსება შეუჩერა
- რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ სოფელ დირბის მიმდებარედ, უკანონოდ დაკავებული საქართველოს ორი მოქალაქე თავისუფალია - სუს-ი
- ოკუპირებულ აფხაზეთში მი-24 ჩამოვარდა
ბიზნესი
- საკულტო მოდელით შთაგონებული: ახალი Cayenne Coupé Electric
- 10-ჯერ მეტი MR ქულა მაისში - „თეგეტა მოტორსში“ AmEx ბარათით გადახდა უკვე შესაძლებელია
- „გოგოების გზა ტექნოლოგიებში“ - „თეგეტა ჰოლდინგი“ გაეროს ქალთა ორგანიზაციის საერთაშორისო კონფერენციას შეუერთდა
- „თეგეტა“ ბიზნესისთვის - კომპანიამ სადისტრიბუციო სექტორს ფლიტ მენეჯმენტის ახალი სტანდარტი წარუდგინა
თავდაცვა
- სუ-25-ის კატასტროფის ადგილზე, საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებები დასრულებულია - თავდაცვის სამინისტრო
- საქართველო პოლონეთისგან საზენიტო-სარაკეტო კომპლექსს შეისყიდის
- წლის ბოლომდე გამოვუშვებთ ქართული წარმოების უპილოტო საფრენ აპარატებს - ჯუანშერ ბურჭულაძე
- აშშ საქართველოს რუსეთის წინააღმდეგ თავდაცვის გასაძლიერებლად $35 მილიონს გამოუყოფს
სპორტი
- გურამ კაშია სანაკრებო კარიერას ასრულებს
- მთელი მატჩის განმავლობაში მასპინძელი გუნდის გულშემატკივართა ნაწილი პროვოცირებდა და შეურაცხყოფას აყენებდა ჯაბა კანკავას, გვჯერა, სადისციპლინო კომიტეტი სამართლიან გადაწყვეტილებას მიიღებს - "დინამო თბილისი"
- საქართველოს ნაკრები ერთა ლიგის პლეი ოფში სომხეთს შეხვდება
- საქართველოს ნაკრებმა ჩეხეთი დიდი ანგარიშით დაამარცხა
















