თბილისის საკრებულოს წინ აქცია მიმდინარეობს
საქართველო, თბილისი - 14:58 | 14.03.2018 ნანახია: 1078
აქცია მიმდინარეობს თბილისის საკრებულოს შენობის წინ. როგორც აქციის ერთ-ერთი მონაწილე აცხადებს, ისინი სვანეთში ჰესების მშენებლობას აპროტესტებენ.
„ჩვენი მთავარი მოთხოვნაა შეჩერდეს ყველა მავნებლური პროექტის მშენებლობა არა მხოლოდ სვანეთის ტერიტორიაზე, არამედ მთლიანად საქართველოში. ჩვენს აქციაზე მთელი საქართველოა წარმოდგენილი. 50 ჰესის მშენებლობაა დაგეგმილი. ახლა მესტია-ჭალაჰესის მშენებლობა მიმდინარეობს და ვითხოვთ მის შეჩერებას. ასევე უნდა შეწყდეს ოქროს ყოველგვარი ქიმიური ნაერთებით მოპოვება. მისი მოპოვება უნდა გაგრძელდეს მამა-პაპაური, ტრადიციული მეთოდებით“ - აცხადებს აქციის მონაწილე.
„დღეს არის მდინარეთა დაცვის საერთაშორისო დღე. ამ აქციას მთელი საქართველოდან, ზემო სვანეთიდან, ქვემო სვანეთიდან და რაჭა-ლეჩხუმიდან შემოუერთდით. ჩვენი მოთხოვნა ორი მიმართულებითაა, მივმართავთ ფინანსურ ინსტიტუტებს მასშტაბური პროექტების დაფინანსებისგან თავი შეიკავონ და ასევე მივმართავთ სახელმწიფოს, გამოიჩინონ წინდახედულობა და ენერგოპოლიტიკის დოკუმენტი შეიმუშაონ, რომელშიც ზუსტად იქნება ასახული რა გვჭირდება. ამის შემდეგ გადავწყვიტოთ ასე მასშტაბურად დავძიროთ და მოვაქციოთ მილებში და კაშხლებში მდინარეები, თუ გონივრული გზით წავიდეთ, რომლითაც მთელი მსოფლიო ხელმძღვანელობს. გვინდა მზის, ქარის და ალტერნატიული ენერგიის წყაროები განვავითაროთ ჩვენს ქვეყანაში. ის უნიკალური საცხოვრისი და ბუნება, რომელიც გაგვაჩნია, უნდა შევინარჩუნოთ, რომ მისი მომავალი თაობისთვის გადაცემა შევძლოთ. აღნიშნულ დღეს მთელ მსოფლიოში იმაზე მეტი ღირებულება გააჩნია, ვიდრე 1 კილოვატ ელექტროენერგიას“ - განუცხადა „ჯი-ეიჩ-ენს“ სვანეთის ახალგაზრდული მოძრაობის წევრმა და აქციის თანაორგანზიაროტმა, დავით გულბანმა.
აქცის მონაწილეები თბილისის საკრებულოდან კანცელარიასთან გადინაცვლებენ.
პოლიტიკა
- ლუქსემბურგის მხარეს ვთხოვეთ, ევროკომისიასთან დააყენოს საკითხი საქართველოსთან დიალოგის განახლების შესახებ, მზად ვართ კრიტიკულ საკითხებზე სასაუბროდ - ნიკოლოზ სამხარაძე
- არსებული ურთიერთობების გათვალისწინებით, საქართველო ყირგიზეთს განიხილავს არა მხოლოდ როგორც მნიშვნელოვან და საიმედო პარტნიორს, არამედ როგორც მეგობარს - ირაკლი კობახიძე
- ჩვენთვის მთავარია, მშობლებმა, საზოგადოებამ ნახონ საქართველოს ხელისუფლების ზრუნვა ბავშვებზე, რაც შეეხება რადიკალების ჯგუფს, მორალი მათთვის არ მოქმედებს, სიკეთესაც ზიზღით აკეთებენ - პაპუაშვილი
- საქართველოში ხორბლის იმპორტი ფაქტობრივად 100%-ით ჩამოკიდებულია რუსეთზე, რომელსაც ოკუპირებული აქვს საქართველოს ტერიტორიების 20%, სამხედრო ბაზები აქვს და უკანასკნელი 30 წლის განმავლობაში გენოციდი აქვს ნაწარმოები - თაზო დათუნაშვილი
საზოგადოება
- PSP-ს კამპანია Cannes Lions-ის ორ ყველაზე პრესტიჟულ კატეგორიაში მოხვდა
- მახსოვს, როგორ ვიკრიბებოდით ე.წ. "იატაკქვეშეთში"… ვემზადებოდით რადიკალური ქმედებისთვის იმ შემთხვევაში,თუ ქუჩის აქციები კულმინაციას და შეუქცევადობას მიაღწევდენენ - მოროშკინა
- 6-8 ივნისს თბილისში ჰაერის ტემპერატურა 29 გრადუსამდე მოიმატებს
- კამპანია "ჩიტებს ფრენა არ ავიწყდებათ" - KIAF-ის გრან-პრისა და 9 ჯილდოს მფლობელი გახდა
სამართალი
- ელენე ხოშტარიას ჯანმრთელობის მდგომარეობა უარესდება, აქვს მოძრაობის გაძნელება, თურქი ექიმების შეფასებით, სათანადო მკურნალობის გარეშე, შესაძლოა, მის ჯანმრთელობას გამოუსწორებელი ზიანი მიადგეს - ადვოკატი
- აჭარაში ნარკოდანაშაულის ბრალდებით ორი პირი დააკავეს
- სამართალდამცველებმა ნარკოდანაშაულის ბრალდებით შვიდი პირი დააკავეს, ამოღებულია ნახევარ კილოგრამამდე „მეთადონი“
- სენაკში შვილმა მამა დაჭრა
კონფლიქტები
- ოკუპირებულ აფხაზეთში ე.წ. პარლამენტიდან რუსეთთან „საინვესტიციო ხელშეკრულების“ ე.წ. კანონპროექტის გატანისთვის ემზადებიან
- რუსეთმა ოკუპირებულ აფხაზეთს დაფინანსება შეუჩერა
- რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ სოფელ დირბის მიმდებარედ, უკანონოდ დაკავებული საქართველოს ორი მოქალაქე თავისუფალია - სუს-ი
- ოკუპირებულ აფხაზეთში მი-24 ჩამოვარდა
ბიზნესი
- „თეგეტა მოტორსის“ გეზის ფილიალში მომსახურების უნივერსალიზებული მოდელი დაინერგა
- „ტოიოტა ცენტრი თეგეტამ“ Toyota Ichiban-ის ჯილდო უკვე მეორედ მოიპოვა
- 1 ამპერი = 2 ლარი - „თეგეტა მოტორსის“ უპრეცედენტო შეთავაზება „ენერჯაიზერის“ აკუმულატორებზე
- „თეგეტა მოტორსი“ კამპანია „გაიარე მეტის“ ფარგლებში ავტო და მოტოპროექტების მხარდამჭერია
თავდაცვა
- სუ-25-ის კატასტროფის ადგილზე, საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებები დასრულებულია - თავდაცვის სამინისტრო
- საქართველო პოლონეთისგან საზენიტო-სარაკეტო კომპლექსს შეისყიდის
- წლის ბოლომდე გამოვუშვებთ ქართული წარმოების უპილოტო საფრენ აპარატებს - ჯუანშერ ბურჭულაძე
- აშშ საქართველოს რუსეთის წინააღმდეგ თავდაცვის გასაძლიერებლად $35 მილიონს გამოუყოფს
სპორტი
- ხვიჩა კვარაცხელიას „პარი სენ-ჟერმენი“ ჩემპიონთა ლიგის გამარჯვებულია
- გურამ კაშია სანაკრებო კარიერას ასრულებს
- მთელი მატჩის განმავლობაში მასპინძელი გუნდის გულშემატკივართა ნაწილი პროვოცირებდა და შეურაცხყოფას აყენებდა ჯაბა კანკავას, გვჯერა, სადისციპლინო კომიტეტი სამართლიან გადაწყვეტილებას მიიღებს - "დინამო თბილისი"
- საქართველოს ნაკრები ერთა ლიგის პლეი ოფში სომხეთს შეხვდება

















