„საქსო ბანკი“ ვარაუდობს, რომ ქართული ლარი 10%-ით გამყარდება
საქართველო, თბილისი - 17:41 | 25.11.2015 ნანახია: 1967
„საქსო ბანკი“ ვარაუდობს, რომ ქართული ლარი 10%-ით გამყარდება, აღნიშნულის შესახებ განცხადება SAXO BANK-ის (საქსო ბანკის) მთავარმა ეკონომისტმა სტინ იაკობსენმა გააკეთა. ეკონომისტი ამის ძირითად მიზეზად ასახელებს იმას, რომ ამერიკული დოლარი შეწყვეტს გამყარებას.
„აქ გასათვალისწინებელია ერთი ტენდენცია, რომელიც ყველას ყურადღების მიღმა რჩება, რომ დოლარის კურსი უარყოფით კორელაციაშია შეერთებული შტატების მონეტარულ პოლიტიკასთან. შესაბამისად, ინვესტორებს ლარი უდიდეს შესაძლებლობებს უხსნის, რადგან სახეზეა ინვესტორებისთვის აუცილებელი ორივე კომპონენტი - ღირებულება და ფასი. ფასი, რასაც იხდი, ღირებულება, რასაც იღებ და ორივე შემთხვევაში, ვფიქრობ, ლარი საუკეთესო ვარიანტია. მეტი ინვესტიცია იქნება აბრეშუმის გზის ინფრასტრუქტურაში, ჰიდროენერგეტიკის განვითარების პარალელურად. ამდენად, საუკეთესო მაკროეკონომიკური განვითარება, რასაც 30 ქვეყანაში ჩემი ვიზიტის დროს დავაკვირდი, არის საქართველოს შემთხვევაში. ყველა ამ ფაქტორის გათვალისწინებით, 2016 წელს ლარი 10%-ით უნდა გამყარდეს. საქართველოს ვალუტის ფასი შესუსტდა რეგიონული ფაქტორების გამო, მთელს რეგიონში ასეა. 2016 წელს დოლარის კურსი შესუსტდება და ლარი გამყარებას დაიწყებს. უზარმაზარი დეფიციტის მიუხედავად პოზიტიური ტენდენციები უნდა დაიწყოს. ალბათ ბევრი ადამიანი ამას ვერ აცნობიერებს, მაგრამ ვფიქრობ, რომ ლარს დიდი შესაძლებლობები გააჩნია კურსის გამყარების თვალსაზრისით.
მაღალპროდუქტიულობის წყალობით, ასვე ჰიდროენერგეტიკული და სხვა პროექტების საშუალებით, ლარის 10%-იანი გამყარება უნდა იყოს აბსოლუტურად რეალური,“ განაცხადა „საქსო ბანკის“ (SAXO BANK) მთავარმა ეკონომისტმა სტინ იაკობსენმა.
აღნიშნული განცხადება მან მედიასთან დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე გააკეთა, სადაც „გალტ & თაგარტმა“ და „საქსო ბანკმა“ ონლაინ პლათფორმა GT TRADER წარადგინეს.
პოლიტიკა
- „თავისუფლება სინდისის პატიმრებს - მადლობა ბრძოლისთვის“ - ფილარმონიიდან პარლამენტისკენ მსვლელობა იმართება
- სრული ბოდვაა, ქვეყნის შიგნით რა კანონებია საჭირო, ხელისუფლება გადაწყვეტს - კახა კალაძე „მოსკოვის მექანიზმის“ ანგარიშზე
- მინდა, ვუთხრა რეჟიმის ყველა მსხვერპლს - თქვენ მოიპოვეთ ახალი მნიშვნელოვანი მექანიზმი იმისთვის, რომ ამ რეჟიმმა პასუხი აგოს სამართლებრივად ყველა დარღვევაზე - სალომე სამადაშვილი
- ეუთო-ს რეკომენდაციები ან უნდა შესრულდეს, ან დადგება ანგარიშში აღწერილი პოლიტიკური და სამართლებრივი შედეგები - ლონდა თოლორაია
სამართალი
- კახეთში ახალგაზრდა კაცს თანხის გამოძალვის მიზნით, პირადი ცხოვრების ამსახველი ფოტო-ვიდეო მასალა სოციალურ ქსელში გაუვრცელეს, რის შემდეგაც მან თავი მოიკლა - დაკავებულია 2 პირი
- თბილისში უცხო ქვეყნის მოქალაქეს ყაჩაღურად თავს დაესხნენ
- დააკავეს 4 არასრულწლოვანი, რომელთაც აფთიაქებიდან და მაღაზიიდან პროდუქცია გაიტაცეს
- თინა ხიდაშელი და გუბაზ სანიკიძე სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში გამოკითხვაზე დაიბარეს
მსოფლიო
- სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლომ ბელარუსის მიერ კაცობრიობის წინააღმდეგ ჩადენილი შესაძლო დანაშაულების გამოძიება დაიწყო - Reuters
- ჩვენ მთლიანად ვანადგურებთ ირანის ტერორისტულ რეჟიმს, ნახეთ, რა დაემართებათ დღეს ამ შეშლილ ნაძირლებს, მე, როგორც აშშ-ის პრეზიდენტი, ვკლავ მათ, დიდი პატივია ამის გაკეთება - დონალდ ტრამპი
- ერაყში, სამხედრო ბაზაზე დრონების თავდასხმის შედეგად ერთი ფრანგი სამხედრო დაიღუპა და ექვსი დაიჭრა
- ევროკავშირის სანქციები იმ ადამიანებზეც უნდა გავრცელდეს, ვინც პასუხისმგებლები არიან საქართველოში დემოკრატიის განადგურებაზე - მალგოჟატა გოშევსკა
კონფლიქტები
- ოკუპირებულ აფხაზეთში ე.წ. პარლამენტიდან რუსეთთან „საინვესტიციო ხელშეკრულების“ ე.წ. კანონპროექტის გატანისთვის ემზადებიან
- რუსეთმა ოკუპირებულ აფხაზეთს დაფინანსება შეუჩერა
- რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ სოფელ დირბის მიმდებარედ, უკანონოდ დაკავებული საქართველოს ორი მოქალაქე თავისუფალია - სუს-ი
- ოკუპირებულ აფხაზეთში მი-24 ჩამოვარდა
თავდაცვა
- სუ-25-ის კატასტროფის ადგილზე, საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებები დასრულებულია - თავდაცვის სამინისტრო
- საქართველო პოლონეთისგან საზენიტო-სარაკეტო კომპლექსს შეისყიდის
- წლის ბოლომდე გამოვუშვებთ ქართული წარმოების უპილოტო საფრენ აპარატებს - ჯუანშერ ბურჭულაძე
- აშშ საქართველოს რუსეთის წინააღმდეგ თავდაცვის გასაძლიერებლად $35 მილიონს გამოუყოფს
სპორტი
- მთელი მატჩის განმავლობაში მასპინძელი გუნდის გულშემატკივართა ნაწილი პროვოცირებდა და შეურაცხყოფას აყენებდა ჯაბა კანკავას, გვჯერა, სადისციპლინო კომიტეტი სამართლიან გადაწყვეტილებას მიიღებს - "დინამო თბილისი"
- საქართველოს ნაკრები ერთა ლიგის პლეი ოფში სომხეთს შეხვდება
- საქართველოს ნაკრებმა ჩეხეთი დიდი ანგარიშით დაამარცხა
- საქართველოს ეროვნული ნაკრები ერთა ლიგის გათამაშებისთვის ემზადება

















