25 წლის თაკო გამრეკელაშვილის მკვლელობაში ბრალდებულ ვეფხია ბაქრაძეს პატიმრობა შეეფარდა
საქართველო, თბილისი - 14:30 | 17.04.2018 ნანახია: 2157
მოსამართლე არსენ კალატოზიშვილმა პროკურატურის შუამდგომლობები დააკმაყოფილა და 25 წლის თაკო გამრეკელაშვილის მკვლელობაში ბრალდებულ ვეფხია ბაქრაძეს და დანაშაულის შეუტყობინებლობაში ბრალდებულ მის ბიძაშვილს, თეიმურაზ ბაქრაძესაც პატიმრობა შეუფარდა.
წინა სასამართლო სხდომა თბილისია საქალაქო სასამართლოში 6 ივნისს ჩაინიშნა.
შეგახსენებთ, მკვლელობაში ბრალდებულ ბაქრაძეს ბრალდება წარდგენილი აქვს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 11 პრიმა 109-ე მუხლის მესამე ნაწილის "ბ" ქვეპუნქტით, რაც გულისხმობს ოჯახის ერთი წევრის მიერ, მეორე წევრის განზრახ მკვლელობას განსაკუთრებული სისასტიკით ჩადენილს. დანაშაული სასჯელის სახედ და ზომად 16-დან 20 წლამდე, ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
პროკურატურა თეიმურაზ ბაქრაძის მიმართაც პატიმრობის შეფარდებას მოითხოვს, რადგან პროკურორის თქმით, არსებობს ვარაუდი, ნაკლებად მკაცრი აღკვეთის ღონისძიების შეფარდების შემთხვევაში ის, გამოძიებას მიემალება. ცნობისთვის, თეიმურაზ ბაქრაძე და თაკო გამრეკელაშვილის მკვლელობაში ბრალდებული ვეფხია ბაქრაძე ბიძაშვილ-მამიდაშვილები არიან. ის დანაშაულის შეუტყობინებლობისთვისაა დაკავებული. თეიმურაზ ბაქრაძის ადვოკატმა სასამართლოს მისი 3 000 ლარიანი გირაოს სანაცვლოდ გათავისუფლების შუამდგომლობით მიმართა.
ცნობისთვის, ბარნოვის ქუჩაზე ახალგაზრდა ქალის მკვლელობაში ბრალდებული ბაქრაძე წარსულშიც იყო დაკავებული, თუმცა, მან პრეზიდენტის შეწყალების საფუძველზე საპატიმრო 2017 წლის 25 მაისს დატოვა.
მიმალვაში მყოფი ვეფხია ბაქრაძე შაბათს, თელეთში დააკავეს.
პოლიტიკა
- ჩვენთვის მთავარია, მშობლებმა, საზოგადოებამ ნახონ საქართველოს ხელისუფლების ზრუნვა ბავშვებზე, რაც შეეხება რადიკალების ჯგუფს, მორალი მათთვის არ მოქმედებს, სიკეთესაც ზიზღით აკეთებენ - პაპუაშვილი
- საქართველოში ხორბლის იმპორტი ფაქტობრივად 100%-ით ჩამოკიდებულია რუსეთზე, რომელსაც ოკუპირებული აქვს საქართველოს ტერიტორიების 20%, სამხედრო ბაზები აქვს და უკანასკნელი 30 წლის განმავლობაში გენოციდი აქვს ნაწარმოები - თაზო დათუნაშვილი
- რუსთავში არასრულწლოვანმა კაცი მოკლა
- როგორც ჩანს, „ალიანსი“ დაიშლება, ახლა ვინ რომელ ფლანგზე წავა, არის ის ტაქტიკური გადანაწილება, რომელიც არაერთხელ ჩაატარეს გარედან დაკვეთით - შალვა პაპუაშვილი
საზოგადოება
- PSP-ს კამპანია Cannes Lions-ის ორ ყველაზე პრესტიჟულ კატეგორიაში მოხვდა
- მახსოვს, როგორ ვიკრიბებოდით ე.წ. "იატაკქვეშეთში"… ვემზადებოდით რადიკალური ქმედებისთვის იმ შემთხვევაში,თუ ქუჩის აქციები კულმინაციას და შეუქცევადობას მიაღწევდენენ - მოროშკინა
- 6-8 ივნისს თბილისში ჰაერის ტემპერატურა 29 გრადუსამდე მოიმატებს
- კამპანია "ჩიტებს ფრენა არ ავიწყდებათ" - KIAF-ის გრან-პრისა და 9 ჯილდოს მფლობელი გახდა
მსოფლიო
- უკრაინამ რუსეთის ტყვეობიდან 186 მოქალაქე დაიბრუნა
- უნგრეთი საქართველოს მოქალაქეებისთვის სამუშაო ვიზების გაცემას აჩერებს
- პეტერ მადიარი აცხადებს, რომ მზადაა მომავალ კვირაში ვოლოდიმირ ზელენსკის შეხვდეს
- რუსეთის მასირებული თავდასხმის შედეგად, დნიპროში დაღუპულთა რაოდენობა 12-მდე გაიზარდა, მათ შორის 2 ბავშვია
კონფლიქტები
- ოკუპირებულ აფხაზეთში ე.წ. პარლამენტიდან რუსეთთან „საინვესტიციო ხელშეკრულების“ ე.წ. კანონპროექტის გატანისთვის ემზადებიან
- რუსეთმა ოკუპირებულ აფხაზეთს დაფინანსება შეუჩერა
- რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ სოფელ დირბის მიმდებარედ, უკანონოდ დაკავებული საქართველოს ორი მოქალაქე თავისუფალია - სუს-ი
- ოკუპირებულ აფხაზეთში მი-24 ჩამოვარდა
ბიზნესი
- 1 ამპერი = 2 ლარი - „თეგეტა მოტორსის“ უპრეცედენტო შეთავაზება „ენერჯაიზერის“ აკუმულატორებზე
- „თეგეტა მოტორსი“ კამპანია „გაიარე მეტის“ ფარგლებში ავტო და მოტოპროექტების მხარდამჭერია
- „ქალი მართავს“ - „თეგეტას“ კამპანიამ KIAF-ის 11 ჯილდო მოიპოვა
- „თეგეტამ“ Datamind-თან პარტნიორობით მონაცემთა მართვის სისტემა გარდაქმნა
თავდაცვა
- სუ-25-ის კატასტროფის ადგილზე, საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებები დასრულებულია - თავდაცვის სამინისტრო
- საქართველო პოლონეთისგან საზენიტო-სარაკეტო კომპლექსს შეისყიდის
- წლის ბოლომდე გამოვუშვებთ ქართული წარმოების უპილოტო საფრენ აპარატებს - ჯუანშერ ბურჭულაძე
- აშშ საქართველოს რუსეთის წინააღმდეგ თავდაცვის გასაძლიერებლად $35 მილიონს გამოუყოფს
სპორტი
- ხვიჩა კვარაცხელიას „პარი სენ-ჟერმენი“ ჩემპიონთა ლიგის გამარჯვებულია
- გურამ კაშია სანაკრებო კარიერას ასრულებს
- მთელი მატჩის განმავლობაში მასპინძელი გუნდის გულშემატკივართა ნაწილი პროვოცირებდა და შეურაცხყოფას აყენებდა ჯაბა კანკავას, გვჯერა, სადისციპლინო კომიტეტი სამართლიან გადაწყვეტილებას მიიღებს - "დინამო თბილისი"
- საქართველოს ნაკრები ერთა ლიგის პლეი ოფში სომხეთს შეხვდება

















