სასამართლომ ცოლის წამებისა და თავისუფლების უკანონო აღკვეთისთვის ბრალდებულს 7 წლითა და 6 თვით პატიმრობა შეუფარდა
საქართველო, თბილისი - 16:08 | 26.04.2018 ნანახია: 1180
თბილსის საქალაქო სასამართლომ ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის წამებისა და თავისუფლების უკანონო აღკვეთისათვის ბრალდებულს, 7 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა განუსაზღვრა. აღნიშნულთან დაკავშირებით, სასამართლო განცხადებას ავრცელებს.
„წარდგენილი ბრალის თანახმად, ნ.ც.-ს ბრალად ედებოდა ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის წამება, ე.ი. პირისათვის ისეთი მოპყრობა, რომელიც თავისი ხასიათით, ინტენსივობით და ხანგრძლივობით იწვევს ძლიერ ფიზიკურ ტკივილს, ფსიქიკურ და მორალურ ტანჯვას და რომლის მიზანია ინფორმაციის და აღიარების მიღება, პირის დასჯა მის მიერ ჩადენილი ქმედებისთვის. მასვე, ბრალად ედებოდა ოჯახის ერთი წევრის მიერ მეორის მიმართ თავისუფლების უკანონო აღკვეთა სხვა დანაშაულის ჩადენის გაადვილების მიზნით, სიცოცხლისა და ჯანმრთელობისთვის საშიში ძალადობით და ასეთი ძალადობის გამოყენების მუქარით.
საქმის მასალების თანახმად, 2017 წლის ივნისისა და ივლისის თვეში, ბრალდებული მის მეუღლეს, ინფორმაციისა და აღიარების მიღების მიზნით - ჰქონდა თუ არა მას სხვა მამაკაცთან სქესობრივი ურთიერთობა, იმ პერიოდში სანამ თავად საპატიმრო დაწესებულებაში იყო, აყენებდა სისტემატიურ ფიზიკურ და სიტყვიერ შეურაცხყოფას. მოგვიანებით, 25-28 ივლისს, კვლავ სხვა მამაკაცთან სქესობრივი ურთიერთობის აღიარებისა და მისი ვინაობის დადგენის მიზნით, ფეხის მიდამოში ორ ადგილას მოკიდებული სიგარეტის კანზე ჩაქრობით და სხეულის სხვადასხვა მიდამოში კბენით მიაყენა ძლიერი ფიზიკური ტკივილი, რითიც დაზარალებულს მიაყენა ფსიქიკური და მორალური ტანჯვა. 2017 წლის 23-28 ივლისის განმავლობაში, ნ.ც.-მ მის მეუღლეს წამების გაადვილების მიზნით, აღუკვეთა თავისუფლება, ჩამოართვა მობილური ტელეფონი და ემუქრებოდა სიცოცხლის მოსპობით, თუკი სახლიდან გაქცევას ან მისი მდგომარეობის შესახებ, სხვისთვის ინფორმაციის მიწოდებას შეეცდებოდა. თავისუფლების აღკვეთის პერიოდში, ბრალდებულს მეუღლე - ლ.გ. ხელის ჩაკიდებით გაჰყავდა სხვა ოთახებში, ხოლო გაქცევის რამდენიმე მცდელობის შემდეგ მიაყენა ფიზიკურ შეურაცხყოფა, კერძოდ, თავის დაღწევის ერთ-ერთი მცდელობისას ფიზიკური ძალადობის შედეგად ქალმა გონება დაკარგა. 2017 წლის 28 ივლისს, ლ.გ.-მ ისარგებლა ნ.ც.-ს აბაზანაში ყოფნით და მე-8 სართულზე მდებარე საცხოვრებელი ბინის აივნიდან, მეზობლის აივანზე გადავიდა და გაიქცა.
მიუხედავად იმისა, რომ ღია სასამართლო სხდომებზე, ბრალდებული არ აღიარებდა დანაშაულს, ასევე დაზარალებულმა ქალმა სასამართლო სხდომაზე ჩვენება შეცვალა, სასამართლომ მოწმეთა ჩვენებების, საქმეში წარმოდგენილი სხვა მტკიცებულებების გამოკვლევის, მათ შორის დაზარალებულის ფსიქიკური და სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნების საფუძველზე, დადასტურებულად მიიჩნია ბრალდებულის მხრიდან ცოლზე განხორციელებული ძალადობრივი ხასიათის დანაშაულის ჩადენის ფაქტი. ნ.ც.-ს შთანთქმის პრინციპის გამოყენებით, საბოლოო სასჯელის სახედ და ზომად 7 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა განესაზღვრა“, - ნათქვამია სასამართლოს განცხადებაში.
პოლიტიკა
- ჩვენთვის მთავარია, მშობლებმა, საზოგადოებამ ნახონ საქართველოს ხელისუფლების ზრუნვა ბავშვებზე, რაც შეეხება რადიკალების ჯგუფს, მორალი მათთვის არ მოქმედებს, სიკეთესაც ზიზღით აკეთებენ - პაპუაშვილი
- საქართველოში ხორბლის იმპორტი ფაქტობრივად 100%-ით ჩამოკიდებულია რუსეთზე, რომელსაც ოკუპირებული აქვს საქართველოს ტერიტორიების 20%, სამხედრო ბაზები აქვს და უკანასკნელი 30 წლის განმავლობაში გენოციდი აქვს ნაწარმოები - თაზო დათუნაშვილი
- რუსთავში არასრულწლოვანმა კაცი მოკლა
- როგორც ჩანს, „ალიანსი“ დაიშლება, ახლა ვინ რომელ ფლანგზე წავა, არის ის ტაქტიკური გადანაწილება, რომელიც არაერთხელ ჩაატარეს გარედან დაკვეთით - შალვა პაპუაშვილი
საზოგადოება
- PSP-ს კამპანია Cannes Lions-ის ორ ყველაზე პრესტიჟულ კატეგორიაში მოხვდა
- მახსოვს, როგორ ვიკრიბებოდით ე.წ. "იატაკქვეშეთში"… ვემზადებოდით რადიკალური ქმედებისთვის იმ შემთხვევაში,თუ ქუჩის აქციები კულმინაციას და შეუქცევადობას მიაღწევდენენ - მოროშკინა
- 6-8 ივნისს თბილისში ჰაერის ტემპერატურა 29 გრადუსამდე მოიმატებს
- კამპანია "ჩიტებს ფრენა არ ავიწყდებათ" - KIAF-ის გრან-პრისა და 9 ჯილდოს მფლობელი გახდა
მსოფლიო
- უკრაინამ რუსეთის ტყვეობიდან 186 მოქალაქე დაიბრუნა
- უნგრეთი საქართველოს მოქალაქეებისთვის სამუშაო ვიზების გაცემას აჩერებს
- პეტერ მადიარი აცხადებს, რომ მზადაა მომავალ კვირაში ვოლოდიმირ ზელენსკის შეხვდეს
- რუსეთის მასირებული თავდასხმის შედეგად, დნიპროში დაღუპულთა რაოდენობა 12-მდე გაიზარდა, მათ შორის 2 ბავშვია
კონფლიქტები
- ოკუპირებულ აფხაზეთში ე.წ. პარლამენტიდან რუსეთთან „საინვესტიციო ხელშეკრულების“ ე.წ. კანონპროექტის გატანისთვის ემზადებიან
- რუსეთმა ოკუპირებულ აფხაზეთს დაფინანსება შეუჩერა
- რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ სოფელ დირბის მიმდებარედ, უკანონოდ დაკავებული საქართველოს ორი მოქალაქე თავისუფალია - სუს-ი
- ოკუპირებულ აფხაზეთში მი-24 ჩამოვარდა
ბიზნესი
- 1 ამპერი = 2 ლარი - „თეგეტა მოტორსის“ უპრეცედენტო შეთავაზება „ენერჯაიზერის“ აკუმულატორებზე
- „თეგეტა მოტორსი“ კამპანია „გაიარე მეტის“ ფარგლებში ავტო და მოტოპროექტების მხარდამჭერია
- „ქალი მართავს“ - „თეგეტას“ კამპანიამ KIAF-ის 11 ჯილდო მოიპოვა
- „თეგეტამ“ Datamind-თან პარტნიორობით მონაცემთა მართვის სისტემა გარდაქმნა
თავდაცვა
- სუ-25-ის კატასტროფის ადგილზე, საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებები დასრულებულია - თავდაცვის სამინისტრო
- საქართველო პოლონეთისგან საზენიტო-სარაკეტო კომპლექსს შეისყიდის
- წლის ბოლომდე გამოვუშვებთ ქართული წარმოების უპილოტო საფრენ აპარატებს - ჯუანშერ ბურჭულაძე
- აშშ საქართველოს რუსეთის წინააღმდეგ თავდაცვის გასაძლიერებლად $35 მილიონს გამოუყოფს
სპორტი
- ხვიჩა კვარაცხელიას „პარი სენ-ჟერმენი“ ჩემპიონთა ლიგის გამარჯვებულია
- გურამ კაშია სანაკრებო კარიერას ასრულებს
- მთელი მატჩის განმავლობაში მასპინძელი გუნდის გულშემატკივართა ნაწილი პროვოცირებდა და შეურაცხყოფას აყენებდა ჯაბა კანკავას, გვჯერა, სადისციპლინო კომიტეტი სამართლიან გადაწყვეტილებას მიიღებს - "დინამო თბილისი"
- საქართველოს ნაკრები ერთა ლიგის პლეი ოფში სომხეთს შეხვდება

















