2 მაისს თბილისის საქალაქო სასამართლო პრეზერვატივ „აიისას“ რეკლამის კანონიერებაზე იმსჯელებს
საქართველო, თბილისი - 20:03 | 01.05.2018 ნანახია: 1407
2018 წლის 02 მაისს, 13:00 საათზე, თბილისის საქალაქო სასამართლო ი/მ ანი გაჩეჩილაძის მიმართ ქალაქ თბილისის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის მიერ შედგენილ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევის ოქმს განიხილავს, რომლითაც მერია მიიჩნევს, რომ პრეზერვატივ „აიისას“ შეფუთვა და მისი რეკლამა არაეთიკურია. თბილისის მერია მოითხოვს როგორც პრეზერვატივის მწარმოებლის დაჯარიმებას (500 ლარის ოდენობით), ასევე მისთვის მოვალეობის დაკისრებას, უარი თქვას შეფუთვისა და რეკლამის სამომავლო გამოყენებაზე.
GDI-ს მიაჩნია, რომ „აიისას“ მიმართ თბილისის მერიის მიერ შედგენილი სამართალდარღვევის ოქმი არის დაუსაბუთებელი და გამოცემულია სათანადო გამოკვლევის გარეშე. ოქმში არაფერია ნათქვამი ადრესატის კონკრეტულად რომელი ქმედება (რომელი რეკლამა ან შეფუთვა) მიიჩნია ადმინისტრაციულმა ორგანომ არაეთიკურად ან რაში გამოიხატა თავად ქმედების არაეთიკურობა.
ამავდროულად, ხაზგასმით აღვნიშნავთ, რომ წარმოებული სამართლებრივი პროცესი ცალსახად ეწინააღმდეგება გამოხატვის თავისუფლებას, რაც დაცულია როგორც საქართველოს კონსტიტუციითა და საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო პრაქტიკით, ასევე ადამიანის უფლებათა ევროპულ კონვენციითა და მის შესახებ ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტული სამართლით.
ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ საქმეზე Sekmadienis LTD v. Litunia სახელმწიფოს მიერ სამეწარმეო სუბიექტის დაჯარიმება კომერციული მიზნებით იესოს და მარიამ ღვთისმშობლის შედარებების გამოყენებისთვის, კონვენციის მე-10 მუხლის დარღვევად მიიჩნია. სასამართლომ აღნიშნა, რომ მსგავს გამოხატვას ვინმეს რელიგიური გრძნობა რომც შეელახა, არ შეიძლება რომელიმე ხედვის ან იდეოლოგიის სავალდებულოდ გამოცხადება და ინდივიდზე თავსმოხვევა, ხოლო სახელმწიფოს არ გააჩნია არანაირი უფლება, ჩამოაყალიბოს შეხედულებათა სავალდებულო სისტემა.
საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ არაერთხელ აღნიშნა, რომ „დაუშვებელია კონკრეტული პირის ან პირთა ჯგუფის ზნეობრივი ნორმების ან მსოფლმხედველობის საზოგადოების სხვა ჯგუფებზე თავსმოხვევა სახელმწიფო ინსტიტუტების, მათ შორის სასამართლოს მეშვეობით“, ხოლო „დემოკრატიულ საზოგადოებაში ადამიანებს აქვთ თმენის ვალდებულება იმ მოსაზრებების მიმართ, რომელთაც ისინი არ იზიარებენ ან, თუნდაც თვლიან ზნეობრივად გაუმართლებლად.“
საკონსტიტუციო სასამართლოს მიაჩნია, რომ „ზნეობრიობის საკითხების სასამართლო წესით განსჯადობა უარყოფით ეფექტს იქონიებს [გამოხატვის] თავისუფლებაზე იმდენად, რამდენადაც, უმეტეს შემთხვევაში, ძნელია ობიექტურად იმის განსაზღვრა, რა შეესაბამება ზნეობრივ ნორმებს და რა არა. ასეთი საკითხების სასამართლო წესით განსჯადობა გამყინავ ეფექტს იქონიებს [გამოხატვის] თავისუფლებაზე და შედეგად დააზარალებს მთლიანად საზოგადოებას.“
აღნიშნულ დავაში ანი გაჩეჩილაძის ინტერესებს საქართველოს დემოკრატიული ინიციატივა (GDI) წარმოადგენს და მას სრულ სამართლებრივ დახმარებას საერთო, ხოლო საჭიროების შემთხვევაში საკონსტიტუციო და ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლშიც, გაუწევს.
პოლიტიკა
- ჩვენთვის მთავარია, მშობლებმა, საზოგადოებამ ნახონ საქართველოს ხელისუფლების ზრუნვა ბავშვებზე, რაც შეეხება რადიკალების ჯგუფს, მორალი მათთვის არ მოქმედებს, სიკეთესაც ზიზღით აკეთებენ - პაპუაშვილი
- საქართველოში ხორბლის იმპორტი ფაქტობრივად 100%-ით ჩამოკიდებულია რუსეთზე, რომელსაც ოკუპირებული აქვს საქართველოს ტერიტორიების 20%, სამხედრო ბაზები აქვს და უკანასკნელი 30 წლის განმავლობაში გენოციდი აქვს ნაწარმოები - თაზო დათუნაშვილი
- რუსთავში არასრულწლოვანმა კაცი მოკლა
- როგორც ჩანს, „ალიანსი“ დაიშლება, ახლა ვინ რომელ ფლანგზე წავა, არის ის ტაქტიკური გადანაწილება, რომელიც არაერთხელ ჩაატარეს გარედან დაკვეთით - შალვა პაპუაშვილი
საზოგადოება
- PSP-ს კამპანია Cannes Lions-ის ორ ყველაზე პრესტიჟულ კატეგორიაში მოხვდა
- მახსოვს, როგორ ვიკრიბებოდით ე.წ. "იატაკქვეშეთში"… ვემზადებოდით რადიკალური ქმედებისთვის იმ შემთხვევაში,თუ ქუჩის აქციები კულმინაციას და შეუქცევადობას მიაღწევდენენ - მოროშკინა
- 6-8 ივნისს თბილისში ჰაერის ტემპერატურა 29 გრადუსამდე მოიმატებს
- კამპანია "ჩიტებს ფრენა არ ავიწყდებათ" - KIAF-ის გრან-პრისა და 9 ჯილდოს მფლობელი გახდა
მსოფლიო
- უკრაინამ რუსეთის ტყვეობიდან 186 მოქალაქე დაიბრუნა
- უნგრეთი საქართველოს მოქალაქეებისთვის სამუშაო ვიზების გაცემას აჩერებს
- პეტერ მადიარი აცხადებს, რომ მზადაა მომავალ კვირაში ვოლოდიმირ ზელენსკის შეხვდეს
- რუსეთის მასირებული თავდასხმის შედეგად, დნიპროში დაღუპულთა რაოდენობა 12-მდე გაიზარდა, მათ შორის 2 ბავშვია
კონფლიქტები
- ოკუპირებულ აფხაზეთში ე.წ. პარლამენტიდან რუსეთთან „საინვესტიციო ხელშეკრულების“ ე.წ. კანონპროექტის გატანისთვის ემზადებიან
- რუსეთმა ოკუპირებულ აფხაზეთს დაფინანსება შეუჩერა
- რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ სოფელ დირბის მიმდებარედ, უკანონოდ დაკავებული საქართველოს ორი მოქალაქე თავისუფალია - სუს-ი
- ოკუპირებულ აფხაზეთში მი-24 ჩამოვარდა
ბიზნესი
- 1 ამპერი = 2 ლარი - „თეგეტა მოტორსის“ უპრეცედენტო შეთავაზება „ენერჯაიზერის“ აკუმულატორებზე
- „თეგეტა მოტორსი“ კამპანია „გაიარე მეტის“ ფარგლებში ავტო და მოტოპროექტების მხარდამჭერია
- „ქალი მართავს“ - „თეგეტას“ კამპანიამ KIAF-ის 11 ჯილდო მოიპოვა
- „თეგეტამ“ Datamind-თან პარტნიორობით მონაცემთა მართვის სისტემა გარდაქმნა
თავდაცვა
- სუ-25-ის კატასტროფის ადგილზე, საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებები დასრულებულია - თავდაცვის სამინისტრო
- საქართველო პოლონეთისგან საზენიტო-სარაკეტო კომპლექსს შეისყიდის
- წლის ბოლომდე გამოვუშვებთ ქართული წარმოების უპილოტო საფრენ აპარატებს - ჯუანშერ ბურჭულაძე
- აშშ საქართველოს რუსეთის წინააღმდეგ თავდაცვის გასაძლიერებლად $35 მილიონს გამოუყოფს
სპორტი
- ხვიჩა კვარაცხელიას „პარი სენ-ჟერმენი“ ჩემპიონთა ლიგის გამარჯვებულია
- გურამ კაშია სანაკრებო კარიერას ასრულებს
- მთელი მატჩის განმავლობაში მასპინძელი გუნდის გულშემატკივართა ნაწილი პროვოცირებდა და შეურაცხყოფას აყენებდა ჯაბა კანკავას, გვჯერა, სადისციპლინო კომიტეტი სამართლიან გადაწყვეტილებას მიიღებს - "დინამო თბილისი"
- საქართველოს ნაკრები ერთა ლიგის პლეი ოფში სომხეთს შეხვდება

















