პიკასოს ავტოპორტრეტი დააზიანეს

საქართველო, თბილისი - 10:38 | 14.05.2018
ნანახია: 2759

აშშ-ში ესპანელი მხატვრის პაბლო პიკასოს ავტოპორტრეტი „მეზღვაური“აუქციონზე გატანამდე დააზიანეს. ნახატი 70 მლნ დოლარად არის შეფასებული.

ვაჭრობა Christie’s-ის აუქციონის სახლში უნდა გაიმართოს.

მედიის ცნობით, შედევრის ახლანდელი  მფლობელი  ამერიკელი მილიარდერი სტივ უინია.

ფერწერულ ტილოს რესტავრაცია უნდა გაიკუთდეს. თუ როგორ და რა ვითარებაში დაზიანდა ნახატი, ჯერჯერობით უცნობია.

 

 




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე