ის, რომ მირზა სუბელიანს თითქოს პროკურატურა მფარველობს, აბსოლუტური სიცრუეა - ზვიად ფხაკაძე
საქართველო, თბილისი - 12:05 | 24.05.2018 ნანახია: 1539
თითქოსდა, მირზა სუბელიანს მფარველობს პროკურატურა, აბსოლუტური სიცრუეა. აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით, დღესაც მიმდინარეობს გამოძიება, თუმცა, გამოძიების მოცემულ ეტაპზე მირზა სუბელიანის, ასევე სხვა პირის ქმედებაში რაიმე დანაშაულის ნიშნები შესაბამისი სტანდარტით არ მოიპოვება, რათა კონკრეტული პირის მიმართ სისხლის სამართლებრივი დევნის დაწყება მოხდეს - განაცხადა ჟურნალისტებთან ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის საქმის პროკურორმა, ზვიად ფხაკაძემ.
დღევანდელ სასამართლო პროცესზე ერთ-ერთი ბრალდებულის დაცვის მხარის მიერ ჩატარებული ექსპერტიზის გამოკვლევა მოხდება.
"დღეს უნდა მოხდეს ერთ-ერთი ბრალდებულის მიერ სამედიცინო ექსპერტიზის, ასევე კომპლექსური ექსპერტიზის დასკვნის წარმოდგენა.მხარემ უნდა მოახდინოს ექსპერტიზის შემდგენი პირების, კერძოდ, იმ ექსპერტების დაკითხვა, რომლებმაც კვლევა ჩაატარეს. თუმცა,იმის დაკონკრეტება, მოხდება თუ არა დღეს ექსპერტიზის დასკვნის წარმოდგენა და ექსპერტების დაკითხვა, ჩემთვის უცნობია", - აცხადებს ფხაკაძე.
მას არ აქვს მოლოდინი, რომ დაცვის მხარის მიერ ჩატარებული ექსპერტიზა განსხვავებულ შედეგებს დადებს.
"ბრალდების მხარე აფიქსირებს ცალსახად პოზიციას, რომ საქმეზე შეკრებილი მტკიცებულებები, მოწმეთა ჩვენებები, ასევე ნივთიერი მტკიცებულებები, მათზე არსებული გენეტიკური პროფილი და სხვა მასალები, ერთობლიობაში ადასტურებენ ბრალდებულებზე ბრალად შერაცხული ქმედების ჩადენას. თუ დაცვის მხარის მიერ წარმოდგენილი იქნება განსხვავებული მტკიცებულებები, სადაც სხვა გარემოებები იქნება დაფიქსირებული,რასაც ნაკლებად ველი, აღნიშნულს სათანადო შეფასება მიეცემა", - აცხადებს ფხაკაძე.
როგორც ის აღნიშნავს, გამოძიება დაწყებულია ერთ-ერთი ბრალდებულის მიერ გაჟღერებულ ინფორმაციაზე, რომ გამოძიების ეტაპზე, მასზე ზეწოლა განხორციელდა.
"ბრალდებულმა განაცხადა, თითქოს, მასზე პოლიციის დაწესებულებაში განხორციელდა გარკვეული ზემოქმედება, რათა სასურველი ჩვენება მიეცა გამომძიებლისთვის, აღნიშნულთან დაკავშირებით, ჩემს მიერ კომპეტენტური პირის მიმართ მოხსენებითი ბარათით მიმართვა მოხდა. გამოკვლეული იქნება როგორც კალანდიაზე თითქოსდა, განხორციელებული ზეწოლის ფაქტები, ასევე ბრალდებულზე, რომელიც წინა სხდომაზე მოწმის სახით იქნა დაკითხული", - განაცხადა პროკურორმა.
ცნობისთვის, პირველ დეკემბერს, ხორავას ქუჩაზე მოზარდებს შორის სისხლიან გარჩევას, ორი არასრულწლოვნის სიცოცხლე ემსხვერპლა.
პოლიტიკა
- ჩვენთვის მთავარია, მშობლებმა, საზოგადოებამ ნახონ საქართველოს ხელისუფლების ზრუნვა ბავშვებზე, რაც შეეხება რადიკალების ჯგუფს, მორალი მათთვის არ მოქმედებს, სიკეთესაც ზიზღით აკეთებენ - პაპუაშვილი
- საქართველოში ხორბლის იმპორტი ფაქტობრივად 100%-ით ჩამოკიდებულია რუსეთზე, რომელსაც ოკუპირებული აქვს საქართველოს ტერიტორიების 20%, სამხედრო ბაზები აქვს და უკანასკნელი 30 წლის განმავლობაში გენოციდი აქვს ნაწარმოები - თაზო დათუნაშვილი
- რუსთავში არასრულწლოვანმა კაცი მოკლა
- როგორც ჩანს, „ალიანსი“ დაიშლება, ახლა ვინ რომელ ფლანგზე წავა, არის ის ტაქტიკური გადანაწილება, რომელიც არაერთხელ ჩაატარეს გარედან დაკვეთით - შალვა პაპუაშვილი
საზოგადოება
- PSP-ს კამპანია Cannes Lions-ის ორ ყველაზე პრესტიჟულ კატეგორიაში მოხვდა
- მახსოვს, როგორ ვიკრიბებოდით ე.წ. "იატაკქვეშეთში"… ვემზადებოდით რადიკალური ქმედებისთვის იმ შემთხვევაში,თუ ქუჩის აქციები კულმინაციას და შეუქცევადობას მიაღწევდენენ - მოროშკინა
- 6-8 ივნისს თბილისში ჰაერის ტემპერატურა 29 გრადუსამდე მოიმატებს
- კამპანია "ჩიტებს ფრენა არ ავიწყდებათ" - KIAF-ის გრან-პრისა და 9 ჯილდოს მფლობელი გახდა
მსოფლიო
- უკრაინამ რუსეთის ტყვეობიდან 186 მოქალაქე დაიბრუნა
- უნგრეთი საქართველოს მოქალაქეებისთვის სამუშაო ვიზების გაცემას აჩერებს
- პეტერ მადიარი აცხადებს, რომ მზადაა მომავალ კვირაში ვოლოდიმირ ზელენსკის შეხვდეს
- რუსეთის მასირებული თავდასხმის შედეგად, დნიპროში დაღუპულთა რაოდენობა 12-მდე გაიზარდა, მათ შორის 2 ბავშვია
კონფლიქტები
- ოკუპირებულ აფხაზეთში ე.წ. პარლამენტიდან რუსეთთან „საინვესტიციო ხელშეკრულების“ ე.წ. კანონპროექტის გატანისთვის ემზადებიან
- რუსეთმა ოკუპირებულ აფხაზეთს დაფინანსება შეუჩერა
- რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ სოფელ დირბის მიმდებარედ, უკანონოდ დაკავებული საქართველოს ორი მოქალაქე თავისუფალია - სუს-ი
- ოკუპირებულ აფხაზეთში მი-24 ჩამოვარდა
ბიზნესი
- 1 ამპერი = 2 ლარი - „თეგეტა მოტორსის“ უპრეცედენტო შეთავაზება „ენერჯაიზერის“ აკუმულატორებზე
- „თეგეტა მოტორსი“ კამპანია „გაიარე მეტის“ ფარგლებში ავტო და მოტოპროექტების მხარდამჭერია
- „ქალი მართავს“ - „თეგეტას“ კამპანიამ KIAF-ის 11 ჯილდო მოიპოვა
- „თეგეტამ“ Datamind-თან პარტნიორობით მონაცემთა მართვის სისტემა გარდაქმნა
თავდაცვა
- სუ-25-ის კატასტროფის ადგილზე, საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებები დასრულებულია - თავდაცვის სამინისტრო
- საქართველო პოლონეთისგან საზენიტო-სარაკეტო კომპლექსს შეისყიდის
- წლის ბოლომდე გამოვუშვებთ ქართული წარმოების უპილოტო საფრენ აპარატებს - ჯუანშერ ბურჭულაძე
- აშშ საქართველოს რუსეთის წინააღმდეგ თავდაცვის გასაძლიერებლად $35 მილიონს გამოუყოფს
სპორტი
- ხვიჩა კვარაცხელიას „პარი სენ-ჟერმენი“ ჩემპიონთა ლიგის გამარჯვებულია
- გურამ კაშია სანაკრებო კარიერას ასრულებს
- მთელი მატჩის განმავლობაში მასპინძელი გუნდის გულშემატკივართა ნაწილი პროვოცირებდა და შეურაცხყოფას აყენებდა ჯაბა კანკავას, გვჯერა, სადისციპლინო კომიტეტი სამართლიან გადაწყვეტილებას მიიღებს - "დინამო თბილისი"
- საქართველოს ნაკრები ერთა ლიგის პლეი ოფში სომხეთს შეხვდება

















