შვილის მკვლელობის ადგილზე ზაზა სარალიძე პირველად მივიდა
საქართველო, თბილისი - 11:20 | 25.05.2018 ნანახია: 1393
პირველად ვიმყოფები ადგილზე, სადაც ჩემი შვილი სასტიკად მოკლეს, ძალიან ემოციური ფონია, მაგრამ ამ წუთში იმის დრო არ მაქვს ემოციებს ავყვე, - განაცხადა ჟურნალისტებთან მოკლული მოზარდის, დავით სარალიძის მამამ, ზაზა სარალიძემ.
5 თვის შემდეგ, ის დღეს ხორავას #4-ში პირველად მივიდა. მან ჟურნალისტებთან ერთად ყოფილი ფარდული დაათვალიერა, სადაც დავით სარალიძე სასტიკად მოკლეს.
ზაზა სარალიძე საზოგადოებას მხარდაჭერას სთხოვს და აქციებს აანონსებს.
"მთელ საზოგადოებას მინდა მოვუწოდო, მნიშვნელობა არ აქვს ვინ იქნება, პოლიტიკური პარტია, მმართველი გუნდი იქნება თუ ნებისმიერი სხვა, მოვუწოდებ იმ ჭეშმარიტების დადგენაში დამეხმაროს,რასაც დღეს პროკურატურა მალავს.
27 მაისს, 19:00 საათზე პარლამენტის შენობასთან მშვიდობიან აქციას ვატარებთ მოთხოვნით, რომ სამართლიანობა აღდგეს. გთხოვთ,დამიდგეთ გვერდით,რათა სამართლიანობა აღდგეს", - აცხადებს სარალიძე.
ის დღეს მთავარ პროკურორს, ირაკლი შოთაძეს 19:00 საათზე ხვდება. მისი განმარტებით, იმ შემთხვევაში, თუკი, ძალოვანი უწყება მკვლელობაში მონაწილე სხვა პირებსაც დააკავებს, აქცია აღარ ჩატარდება.
"მთავარ პროკურორთან შეხვედრისას რა პასუხებს მივიღებ,იქიდან გამომდინარე გადავწყვეტ აქცია გაგრძელდეს თუ არა. თუ ჩვენი საუბრის დროს, ის პირები დაკავებული იქნებიან, კიდევ ვინც დანაშაული ჩაიდინა არამხოლოდ დაჭრის ფაქტზე, არამედ ამ სასტიკი დანაშაულის ჩადენაში, ასევე ვინც დანაშაული დაფარა და მტკიცებულების განადგურებას შეეცადა, ყველა პირი თუ დაკავებული იქნება, უმ შემთხვევაში საზოგადოებას ბოდიშს მოვუხდი და აქცია აღარ ჩატარდება, რადგან სამართლიანობა აღდგენილი იქნება", - დასძენს დაზარალებული.
მას მთავარ პროკურორთან ღია რეჟიმში სურს შეხვედრა, თუმცა, აღნიშნულთან დაკავშირებით, ძალოვან უწყებას კომენტარი არ გაუკეთებია.
"ეს შეხვედრა დახურულ რეჟიმში იქნება, ამის არანაირი სურვილი არ მაქვს, რადგან საზოგადოება საქმის კურსში უნდა იყოს ჩვენს შორის რა საუბარი შედგება ჩვენს შორის. თუ თვითონაც დასამალი არაფერი აქვთ, იმედია, გადადგამენ იმ ნაბიჯს რომ ღია სივრცეში შედგეს ჩვენი შეხვედრა", - აცხადებს სარალიძე.
ცნობისთვის, პირველ დეკემბერს, ხორავას ქუჩაზე მოზარდებს შორის სისხლიან გარჩევას, ორი არასრულწლოვნის, დავით სარალიძისა და ლევან დადუნაშვილის სიცოცხლე ემსხვერპლა.
პოლიტიკა
- ჩვენთვის მთავარია, მშობლებმა, საზოგადოებამ ნახონ საქართველოს ხელისუფლების ზრუნვა ბავშვებზე, რაც შეეხება რადიკალების ჯგუფს, მორალი მათთვის არ მოქმედებს, სიკეთესაც ზიზღით აკეთებენ - პაპუაშვილი
- საქართველოში ხორბლის იმპორტი ფაქტობრივად 100%-ით ჩამოკიდებულია რუსეთზე, რომელსაც ოკუპირებული აქვს საქართველოს ტერიტორიების 20%, სამხედრო ბაზები აქვს და უკანასკნელი 30 წლის განმავლობაში გენოციდი აქვს ნაწარმოები - თაზო დათუნაშვილი
- რუსთავში არასრულწლოვანმა კაცი მოკლა
- როგორც ჩანს, „ალიანსი“ დაიშლება, ახლა ვინ რომელ ფლანგზე წავა, არის ის ტაქტიკური გადანაწილება, რომელიც არაერთხელ ჩაატარეს გარედან დაკვეთით - შალვა პაპუაშვილი
საზოგადოება
- PSP-ს კამპანია Cannes Lions-ის ორ ყველაზე პრესტიჟულ კატეგორიაში მოხვდა
- მახსოვს, როგორ ვიკრიბებოდით ე.წ. "იატაკქვეშეთში"… ვემზადებოდით რადიკალური ქმედებისთვის იმ შემთხვევაში,თუ ქუჩის აქციები კულმინაციას და შეუქცევადობას მიაღწევდენენ - მოროშკინა
- 6-8 ივნისს თბილისში ჰაერის ტემპერატურა 29 გრადუსამდე მოიმატებს
- კამპანია "ჩიტებს ფრენა არ ავიწყდებათ" - KIAF-ის გრან-პრისა და 9 ჯილდოს მფლობელი გახდა
მსოფლიო
- უკრაინამ რუსეთის ტყვეობიდან 186 მოქალაქე დაიბრუნა
- უნგრეთი საქართველოს მოქალაქეებისთვის სამუშაო ვიზების გაცემას აჩერებს
- პეტერ მადიარი აცხადებს, რომ მზადაა მომავალ კვირაში ვოლოდიმირ ზელენსკის შეხვდეს
- რუსეთის მასირებული თავდასხმის შედეგად, დნიპროში დაღუპულთა რაოდენობა 12-მდე გაიზარდა, მათ შორის 2 ბავშვია
კონფლიქტები
- ოკუპირებულ აფხაზეთში ე.წ. პარლამენტიდან რუსეთთან „საინვესტიციო ხელშეკრულების“ ე.წ. კანონპროექტის გატანისთვის ემზადებიან
- რუსეთმა ოკუპირებულ აფხაზეთს დაფინანსება შეუჩერა
- რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ სოფელ დირბის მიმდებარედ, უკანონოდ დაკავებული საქართველოს ორი მოქალაქე თავისუფალია - სუს-ი
- ოკუპირებულ აფხაზეთში მი-24 ჩამოვარდა
ბიზნესი
- 1 ამპერი = 2 ლარი - „თეგეტა მოტორსის“ უპრეცედენტო შეთავაზება „ენერჯაიზერის“ აკუმულატორებზე
- „თეგეტა მოტორსი“ კამპანია „გაიარე მეტის“ ფარგლებში ავტო და მოტოპროექტების მხარდამჭერია
- „ქალი მართავს“ - „თეგეტას“ კამპანიამ KIAF-ის 11 ჯილდო მოიპოვა
- „თეგეტამ“ Datamind-თან პარტნიორობით მონაცემთა მართვის სისტემა გარდაქმნა
თავდაცვა
- სუ-25-ის კატასტროფის ადგილზე, საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებები დასრულებულია - თავდაცვის სამინისტრო
- საქართველო პოლონეთისგან საზენიტო-სარაკეტო კომპლექსს შეისყიდის
- წლის ბოლომდე გამოვუშვებთ ქართული წარმოების უპილოტო საფრენ აპარატებს - ჯუანშერ ბურჭულაძე
- აშშ საქართველოს რუსეთის წინააღმდეგ თავდაცვის გასაძლიერებლად $35 მილიონს გამოუყოფს
სპორტი
- ხვიჩა კვარაცხელიას „პარი სენ-ჟერმენი“ ჩემპიონთა ლიგის გამარჯვებულია
- გურამ კაშია სანაკრებო კარიერას ასრულებს
- მთელი მატჩის განმავლობაში მასპინძელი გუნდის გულშემატკივართა ნაწილი პროვოცირებდა და შეურაცხყოფას აყენებდა ჯაბა კანკავას, გვჯერა, სადისციპლინო კომიტეტი სამართლიან გადაწყვეტილებას მიიღებს - "დინამო თბილისი"
- საქართველოს ნაკრები ერთა ლიგის პლეი ოფში სომხეთს შეხვდება

















