სახლში, სადაც სასტიკი მკვლელობა მოხდა, მუზეუმი გაიხსნა
საქართველო, თბილისი - 12:05 | 25.05.2018 ნანახია: 1121
ახალ ორლეანში, ერთ-ერთ სახლში, სადაც 12 წლის წინ სასტიკი მკვლელობა მოხდა, მუზეუმი მოეწყო და ექსკურსიები ტარდება. წერს Mirror-ი. მოჩვენებების მუზეუმში განთავსებულია სამზარეულოს ქურა, სადაც სახლის ძველი მცხოვრები თავისი მეგობარი გოგონას კიდურებს ხარშავდა, ასევე მაცივარი, სადაც სხეულის დანარჩენი ნაწილები ინახებოდა.
2006 წლის ოქტომბერში, 28 წლის ზაკერი ბოენმა თავისი მეგობარი გოგო ენდი ჰოლი მოკლა, შემდეგ კი სასტუმროში თავი მოიკლა. სიკვდილის წინ დაწერა წერილი, რომელმაც პოლიციელები მკვლელობის ადგილზე მიიყვანა.
„ეს უბედური შემთხვევა არ არის. მე თავი მოვიკალი, რათა პასუხი მეგო იმისთვის, რაც ჩავიდინე, გაგზავნეთ პატრული ამ მისამართზე და თქვენ ნახავთ ჩემი გოგოს დანაწევრებულ სხეულს ღუმელში, ქურაზე და მაცივარში“, - ეწერა წერილში.
როდესაც პოლიციელები მითითებულ ადგილზე მივიდნენ, შოკში ჩავარდნენ, ედის სხეულის ნაწილები მოთავსებული იყო ქვაბებში, ტაფებში და ღუმელში. კედლებზე ზაკერის მიერ დატოვებული იყო წარწერები: „მე ის მიყვარს“ და „მე შეცდომა ვარ“. ოფიცრებმა ასევე იპოვეს მამაკაცის დღიური, რომელშიც ის დაწვრილებით აღწერდა როგორ ანაწევრებდა გოგონას სხეულს.
„შუა გზაზე გავჩერდი და დავფიქრდი იმის შესახებ თუ რას ვაკეთებდი. ჩემი თავი შევაშინე არამხოლოდ იმით, რომ მშვიდად ვახრჩობდი ქალს, რომელიც წელიწადნახევარი მიყვარდა, არამედ იმაზეც, რომ ამის გამო ვნანობდი. ყოველთვის ვიცოდი, რამდენად საშინელი ვარ“, - წერდა ზაკერი ბოუენი.
წყვილის ოჯახები და მეგობრები აღშფოთებულნი იყვნენ, როდესაც შეიტყვეს, რომ სახლი ტურისტულ ღირშესანიშნაობად იქცა. ჩიოდნენ დამთვალიერებლებიც, რომლებსაც უყვებოდნენ, რომ კედლებზე გაკეთებულ ფოტოებზე უჩვეულო ნათება ჩნდებოდა.
ექსკურსიის ორგანიზატორები ამტკიცებენ, რომ ამ წყვილის ისტორია დანარჩენებისთვის გაკვეთილი უნდა გახდეს, მიღებული შემოსავლის ნაწილს კი ახალ ორლეანში ოჯახური ძალადობის ფონდში გადარიცხავენ.
ზაკერიმ და ედიმ ერთმანეთი ბარში გაიცნეს. ზაკერი ყოფილი სამხედრო იყო და იმ დროს უკვე განქორწინებული ოყო ცოლთან რომლისგანაც ორი შვილი ჰყავდა. ზაკერისა და ედის ურთიერთობა იმდენად ვნებიანი და მღელვარე იყო, რომ წყვილი გამუდმებით ჩხუბობდა.
ამის გარდა, ედის ჰქონდა ბიპოლარული აშლილობა, ზაკერი კი პოსტრავმატული სტრესისგან იტანჯებოდა, რომელიც მას კოსოვოსა და ერაყში სამხედრო სამსახურის დროს მძიმე პერიოდის გადატანის შემდეგ დაემართა. მამაკაცს ასევე ჰქონდა პრობლემები ნარკოტიკებთან და ალკოჰოლთან.

პოლიტიკა
- ლუქსემბურგის მხარეს ვთხოვეთ, ევროკომისიასთან დააყენოს საკითხი საქართველოსთან დიალოგის განახლების შესახებ, მზად ვართ კრიტიკულ საკითხებზე სასაუბროდ - ნიკოლოზ სამხარაძე
- არსებული ურთიერთობების გათვალისწინებით, საქართველო ყირგიზეთს განიხილავს არა მხოლოდ როგორც მნიშვნელოვან და საიმედო პარტნიორს, არამედ როგორც მეგობარს - ირაკლი კობახიძე
- ჩვენთვის მთავარია, მშობლებმა, საზოგადოებამ ნახონ საქართველოს ხელისუფლების ზრუნვა ბავშვებზე, რაც შეეხება რადიკალების ჯგუფს, მორალი მათთვის არ მოქმედებს, სიკეთესაც ზიზღით აკეთებენ - პაპუაშვილი
- საქართველოში ხორბლის იმპორტი ფაქტობრივად 100%-ით ჩამოკიდებულია რუსეთზე, რომელსაც ოკუპირებული აქვს საქართველოს ტერიტორიების 20%, სამხედრო ბაზები აქვს და უკანასკნელი 30 წლის განმავლობაში გენოციდი აქვს ნაწარმოები - თაზო დათუნაშვილი
საზოგადოება
- PSP-ს კამპანია Cannes Lions-ის ორ ყველაზე პრესტიჟულ კატეგორიაში მოხვდა
- მახსოვს, როგორ ვიკრიბებოდით ე.წ. "იატაკქვეშეთში"… ვემზადებოდით რადიკალური ქმედებისთვის იმ შემთხვევაში,თუ ქუჩის აქციები კულმინაციას და შეუქცევადობას მიაღწევდენენ - მოროშკინა
- 6-8 ივნისს თბილისში ჰაერის ტემპერატურა 29 გრადუსამდე მოიმატებს
- კამპანია "ჩიტებს ფრენა არ ავიწყდებათ" - KIAF-ის გრან-პრისა და 9 ჯილდოს მფლობელი გახდა
სამართალი
- ელენე ხოშტარიას ჯანმრთელობის მდგომარეობა უარესდება, აქვს მოძრაობის გაძნელება, თურქი ექიმების შეფასებით, სათანადო მკურნალობის გარეშე, შესაძლოა, მის ჯანმრთელობას გამოუსწორებელი ზიანი მიადგეს - ადვოკატი
- აჭარაში ნარკოდანაშაულის ბრალდებით ორი პირი დააკავეს
- სამართალდამცველებმა ნარკოდანაშაულის ბრალდებით შვიდი პირი დააკავეს, ამოღებულია ნახევარ კილოგრამამდე „მეთადონი“
- სენაკში შვილმა მამა დაჭრა
კონფლიქტები
- ოკუპირებულ აფხაზეთში ე.წ. პარლამენტიდან რუსეთთან „საინვესტიციო ხელშეკრულების“ ე.წ. კანონპროექტის გატანისთვის ემზადებიან
- რუსეთმა ოკუპირებულ აფხაზეთს დაფინანსება შეუჩერა
- რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ სოფელ დირბის მიმდებარედ, უკანონოდ დაკავებული საქართველოს ორი მოქალაქე თავისუფალია - სუს-ი
- ოკუპირებულ აფხაზეთში მი-24 ჩამოვარდა
ბიზნესი
- „თეგეტა მოტორსის“ გეზის ფილიალში მომსახურების უნივერსალიზებული მოდელი დაინერგა
- „ტოიოტა ცენტრი თეგეტამ“ Toyota Ichiban-ის ჯილდო უკვე მეორედ მოიპოვა
- 1 ამპერი = 2 ლარი - „თეგეტა მოტორსის“ უპრეცედენტო შეთავაზება „ენერჯაიზერის“ აკუმულატორებზე
- „თეგეტა მოტორსი“ კამპანია „გაიარე მეტის“ ფარგლებში ავტო და მოტოპროექტების მხარდამჭერია
თავდაცვა
- სუ-25-ის კატასტროფის ადგილზე, საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებები დასრულებულია - თავდაცვის სამინისტრო
- საქართველო პოლონეთისგან საზენიტო-სარაკეტო კომპლექსს შეისყიდის
- წლის ბოლომდე გამოვუშვებთ ქართული წარმოების უპილოტო საფრენ აპარატებს - ჯუანშერ ბურჭულაძე
- აშშ საქართველოს რუსეთის წინააღმდეგ თავდაცვის გასაძლიერებლად $35 მილიონს გამოუყოფს
სპორტი
- ხვიჩა კვარაცხელიას „პარი სენ-ჟერმენი“ ჩემპიონთა ლიგის გამარჯვებულია
- გურამ კაშია სანაკრებო კარიერას ასრულებს
- მთელი მატჩის განმავლობაში მასპინძელი გუნდის გულშემატკივართა ნაწილი პროვოცირებდა და შეურაცხყოფას აყენებდა ჯაბა კანკავას, გვჯერა, სადისციპლინო კომიტეტი სამართლიან გადაწყვეტილებას მიიღებს - "დინამო თბილისი"
- საქართველოს ნაკრები ერთა ლიგის პლეი ოფში სომხეთს შეხვდება

















