ხორავას ქუჩაზე მომხდარ მკვლელობაში ბრალდებული გ.ჯ.–ს ოჯახი განცხადებას ავრცელებს
საქართველო, თბილისი - 12:21 | 30.05.2018 ნანახია: 1461
ხორავას ქუჩაზე მომხდარ მკვლელობაში ბრალდებული გ.ჯ.–ს ოჯახი განცხადებას ავრცელებს.
როგორც ოჯახი აღნიშნავს, პროკურატურის მიერ წარდგენილმა ბრალმა და იმან, თუ როგორ წარმართა თავისი პოზიცია სასამართლოში გამოძიებამ, მათ ნათლად დაანახა, რომ პროკურატურა ცდილობს ბრალდებული გ.ჯ. იმ დანაშაულისთვის დასაჯოს, რაც მას საქმის მასალებით, მათ შორის სამხარაულის ექსპერტიზის სახელმწიფო ბიუროს დასკვნით თანახმად, არ ჩაუდენია. მით უმეტეს, რომ მან სასამართლოზე მიცემულ ჩვენებაში აღიარა მის მიერ ჩადენილი დანაშაული.
"უპირველეს ყოვლისა გვინდა კიდევ ერთხელ, ამჯერად უკვე საჯაროდ, ღრმა მწუხარება გამოვთქვათ იმ უდიდესი ტრაგედიის გამო, რაც 1 დეკემბერს ხორავას ქუჩაზე დატრიალდა.
მთელი ამ ხნის განმავლობაში ჩვენ, ბრალდებულ გ.ჯ.–ს ოჯახი თავს ვარიდებდით საჯარო განცხადებებს, ვადევნებდით თვალყურს გამოძიებას და საქმის სასამართლო განხილვას. პროცესის მიმდინარეობის შესახებ საზოგადოებისთვის განმარტებებს მხოლოდ ჩვენი დაცვის მხარე აკეთებდა. დღეს, როცა საქმის სასამართლო განხილვა სრულდება, გვინდა მივმართოთ საზოგადოებას და გავაცნოთ ჩვენი პოზიცია მომხდართან დაკავშირებით.
გვინდა საზოგადოებამ იცოდეს, რომ 1 დეკემბერს მომხდარი ტრაგედიის და მასში ჩვენი ოჯახის არასრულწლოვანი წევრის მონაწილეობის შესახებ ჩვენთვის მთელი დღის განმავლობაში არ იყო ცნობილი. მხოლოდ 2 დეკემბერს შევიტყვეთ სად იმყოფებოდა ის. გაირკვა, რომ ის ჯერ შემთხვევის ადგილიდან, მოგვიანებით კი ქალაქიდან, სისხლიანი გარჩევის ინიციატორებისა და ირგანიზატორების ოჯახის უფროსმა წევრებმა გაიყვანეს. როგორც კი ჩვენ დავადგინეთ მისი ადგილსამყოფელი, ყოველგვარი ყოყმანის გარეშე, თავად წარვადგინეთ სამართალდამცველ ორგანოში.
არც შოკისმომგვრელი ინფორმაცაიის მიღების პირველ წუთს და არც მას შემდეგ, არც ერთხელ დავეჭვებულვართ ჩვენი გადაწყვეტილების სისწორეში და ვიმედოვნებდით, რომ გამოძიება და სასამართლო ჩვენი ოჯახის არასრულწლოვანი წევრის მიმართ იქნებოდა ობიექტური და სამართლიანი.
პროკურატურის მიერ წარდგენილმა ბრალმა და იმან, თუ როგორ წარმართა თავისი პოზიცია სასამართლოში გამოძიებამ, ნათლად დაგვანახა, რომ პროკურატურა ცდილობს ბრალდებული გ.ჯ. იმ დანაშაულისთვის დასაჯოს, რაც მას საქმის მასალებით, მათ შორის სამხარაულის ექსპერტიზის სახელმწიფო ბიუროს დასკვნით თანახმად, არ ჩაუდენია. მით უმეტეს, რომ მან სასამართლოზე მიცემულ ჩვენებაში აღიარა მის მიერ ჩადენილი დანაშაული.
საქმეზე ობიექტური ჭეშმარიტების დადგენის მიზნით ჩვენ გამოვიყენეთ ყველა სამართლებრივი ბერკეტი, მათ შორის ალტერნატიული ექსპერტიზის უფლებაც. ამ მიზნით მოვიწვიეთ ჩვენ თავიანთი რეპუტაციით მსოფლიოში ცნობილი ექსპერტ – კრიმინალისტები. სამწუხაროდ, ბრალდების მარემ არ უზრუნველყო ჩვენი მხარისთვის ნივთმტკიცებების დროულად გადმოცემა, რამაც შეუძლებელი გახდა დასკვნის პირველ ინსტანციაში წარმოდგენა. ნივთმტკიცებები ჩვენს მხარეს შესასწავლად მხოლოდ რამდენიმე დღის წინ გადმოეცა.
ყოველივე ზემოთქმულიდან გამომდინარე, ჩვენ ვითხოვთ ადეკვატურ და სამართლიან განაჩენს. მოვუწოდებთ მომხდარ ტრაგედიაში მონაწილე ყველა პირს, მათი ოჯახის წევრებს – გაითვალისწინონ მომხდარის ტრაგედიის სიმძიმე, ითანამშრომლონ გამოძიებასთან და ნუ გაექცევიან მათ წილს პასუხისმგებლობას. ეს სასიცოცხლოდ აუცილებელია ჩვენი მომავალი თაობის გადასარჩენად და იმისთვის, რომ ასეთი დაუნდობელი მსხვერპლი იყოს უკანასკნელი", - ნათქვამია განცხადებაში.
პოლიტიკა
- ჩვენთვის მთავარია, მშობლებმა, საზოგადოებამ ნახონ საქართველოს ხელისუფლების ზრუნვა ბავშვებზე, რაც შეეხება რადიკალების ჯგუფს, მორალი მათთვის არ მოქმედებს, სიკეთესაც ზიზღით აკეთებენ - პაპუაშვილი
- საქართველოში ხორბლის იმპორტი ფაქტობრივად 100%-ით ჩამოკიდებულია რუსეთზე, რომელსაც ოკუპირებული აქვს საქართველოს ტერიტორიების 20%, სამხედრო ბაზები აქვს და უკანასკნელი 30 წლის განმავლობაში გენოციდი აქვს ნაწარმოები - თაზო დათუნაშვილი
- რუსთავში არასრულწლოვანმა კაცი მოკლა
- როგორც ჩანს, „ალიანსი“ დაიშლება, ახლა ვინ რომელ ფლანგზე წავა, არის ის ტაქტიკური გადანაწილება, რომელიც არაერთხელ ჩაატარეს გარედან დაკვეთით - შალვა პაპუაშვილი
საზოგადოება
- PSP-ს კამპანია Cannes Lions-ის ორ ყველაზე პრესტიჟულ კატეგორიაში მოხვდა
- მახსოვს, როგორ ვიკრიბებოდით ე.წ. "იატაკქვეშეთში"… ვემზადებოდით რადიკალური ქმედებისთვის იმ შემთხვევაში,თუ ქუჩის აქციები კულმინაციას და შეუქცევადობას მიაღწევდენენ - მოროშკინა
- 6-8 ივნისს თბილისში ჰაერის ტემპერატურა 29 გრადუსამდე მოიმატებს
- კამპანია "ჩიტებს ფრენა არ ავიწყდებათ" - KIAF-ის გრან-პრისა და 9 ჯილდოს მფლობელი გახდა
მსოფლიო
- უკრაინამ რუსეთის ტყვეობიდან 186 მოქალაქე დაიბრუნა
- უნგრეთი საქართველოს მოქალაქეებისთვის სამუშაო ვიზების გაცემას აჩერებს
- პეტერ მადიარი აცხადებს, რომ მზადაა მომავალ კვირაში ვოლოდიმირ ზელენსკის შეხვდეს
- რუსეთის მასირებული თავდასხმის შედეგად, დნიპროში დაღუპულთა რაოდენობა 12-მდე გაიზარდა, მათ შორის 2 ბავშვია
კონფლიქტები
- ოკუპირებულ აფხაზეთში ე.წ. პარლამენტიდან რუსეთთან „საინვესტიციო ხელშეკრულების“ ე.წ. კანონპროექტის გატანისთვის ემზადებიან
- რუსეთმა ოკუპირებულ აფხაზეთს დაფინანსება შეუჩერა
- რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ სოფელ დირბის მიმდებარედ, უკანონოდ დაკავებული საქართველოს ორი მოქალაქე თავისუფალია - სუს-ი
- ოკუპირებულ აფხაზეთში მი-24 ჩამოვარდა
ბიზნესი
- 1 ამპერი = 2 ლარი - „თეგეტა მოტორსის“ უპრეცედენტო შეთავაზება „ენერჯაიზერის“ აკუმულატორებზე
- „თეგეტა მოტორსი“ კამპანია „გაიარე მეტის“ ფარგლებში ავტო და მოტოპროექტების მხარდამჭერია
- „ქალი მართავს“ - „თეგეტას“ კამპანიამ KIAF-ის 11 ჯილდო მოიპოვა
- „თეგეტამ“ Datamind-თან პარტნიორობით მონაცემთა მართვის სისტემა გარდაქმნა
თავდაცვა
- სუ-25-ის კატასტროფის ადგილზე, საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებები დასრულებულია - თავდაცვის სამინისტრო
- საქართველო პოლონეთისგან საზენიტო-სარაკეტო კომპლექსს შეისყიდის
- წლის ბოლომდე გამოვუშვებთ ქართული წარმოების უპილოტო საფრენ აპარატებს - ჯუანშერ ბურჭულაძე
- აშშ საქართველოს რუსეთის წინააღმდეგ თავდაცვის გასაძლიერებლად $35 მილიონს გამოუყოფს
სპორტი
- ხვიჩა კვარაცხელიას „პარი სენ-ჟერმენი“ ჩემპიონთა ლიგის გამარჯვებულია
- გურამ კაშია სანაკრებო კარიერას ასრულებს
- მთელი მატჩის განმავლობაში მასპინძელი გუნდის გულშემატკივართა ნაწილი პროვოცირებდა და შეურაცხყოფას აყენებდა ჯაბა კანკავას, გვჯერა, სადისციპლინო კომიტეტი სამართლიან გადაწყვეტილებას მიიღებს - "დინამო თბილისი"
- საქართველოს ნაკრები ერთა ლიგის პლეი ოფში სომხეთს შეხვდება

















