გვაქვს მოლოდინი, რომ სასამართლო ორივე ბრალდებულის მიმართ გამამტყუნებელ განაჩენს გამოიტანს -ხორავას ქუჩის საქმის პროკურორი
საქართველო, თბილისი - 12:24 | 30.05.2018 ნანახია: 1630ამ წუთებში, თბილისის საქალაქო სასამართლოში, ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის საქმეზე დაცვის მხარე დასკვნით სიტყვას წარმოთქვამს.
როგორც ჟურნალისტებთან საქმის პროკურორი, მარიკა გოგოხია აცხადებს, ბრალდების მხარე იმედოვნებს, რომ ორივე ბრალდებულის მიმართ სასამართლო გამამტყუნებელ განაჩენს გამოიტანს.
"გუშინ ბრალდების მხარემ წარვადგინეთ დასკვნითი სიტყვა არასრულწლოვანთა ბრალდების სისხლის სამართლის საქმეზე. გუშინ დაიწყო დაცვის მხარემაც დასკვნითი სიტყვის წარმოდგენა, თუმცა, ვერ დაასრულა სამუშაო საათების ამოწურვის გამო. დღეს დაცვის მხარე სავარაუდოდ, დაასრულებს მის დასკვნით სიტყვას, რის შემდეგაც, სავარაუდოდ, მოსამართლე გავა სათათბიროდ და მიიღებს გადაწყვეტილებას.
ჩვენ ბრალდების მხარეს, მტკიცებულებათა ანალიზის, ურთიერთშეჯერების საფუძველზე, გვაქვს იმის გონივრული მოლოდინი, რომ სასამართლო გაიზიარებს ჩვენს მიერ წარდგენილ მტკიცებულებებს და ორივე ბრალდებულის მიმართ გამამტყუნებელ განაჩენს გამოიტანს.
ბრალდების მხარემ ჩვენს დასკვნით სიტყვაში სრულად დასაბუთებული და არგუმენტირებული მსჯელობა წარვადგინეთ ორივე ბრალდებულთან მიმართებით, ვინაიდან ჩვენ დავეყრდენით სასამართლოში გამოკვლეულ მტკიცებულებებს, ეს იყო მოწმეთა ჩვენებები, ნივთმტკიცებები, საქმეში არსებული სხვა მტკიცებულებების ერთობლიობა. აქედან გამომდინარე, ჩვენი პოზიცია ორივე ბრალდებულის დამნაშავედ ცნობასთან დაკავშირებით, სრულიად დასაბუთებულია", - აცხადებს გოგოხია.
მისი განმარტებით, დაცვის მხარემ ჯერჯერობით ვერ შეძლო ბრალდების მხარის პოზიციის გამაბათილებელიარგუმენტების მოყვანა.
"რაც შეეხება დაცვის პოზიციას ბრალდებასთან მიმართებით, გასაგებია რომ ისინი თავიანთ მოვალეობებს ასრულებენ. გუშინ დაიწყო დაცვის მხარემ თავის სიტყვის წარმოდგენა და ჯერჯერობით ვერ მოვისმინეთ მათი მხრიდან, რამე გამაბათილებელი არგუმენტი ჩვენს ბრალდებებზე", დასძენს პროკურორი.
პოლიტიკა
- ჩვენთვის მთავარია, მშობლებმა, საზოგადოებამ ნახონ საქართველოს ხელისუფლების ზრუნვა ბავშვებზე, რაც შეეხება რადიკალების ჯგუფს, მორალი მათთვის არ მოქმედებს, სიკეთესაც ზიზღით აკეთებენ - პაპუაშვილი
- საქართველოში ხორბლის იმპორტი ფაქტობრივად 100%-ით ჩამოკიდებულია რუსეთზე, რომელსაც ოკუპირებული აქვს საქართველოს ტერიტორიების 20%, სამხედრო ბაზები აქვს და უკანასკნელი 30 წლის განმავლობაში გენოციდი აქვს ნაწარმოები - თაზო დათუნაშვილი
- რუსთავში არასრულწლოვანმა კაცი მოკლა
- როგორც ჩანს, „ალიანსი“ დაიშლება, ახლა ვინ რომელ ფლანგზე წავა, არის ის ტაქტიკური გადანაწილება, რომელიც არაერთხელ ჩაატარეს გარედან დაკვეთით - შალვა პაპუაშვილი
საზოგადოება
- PSP-ს კამპანია Cannes Lions-ის ორ ყველაზე პრესტიჟულ კატეგორიაში მოხვდა
- მახსოვს, როგორ ვიკრიბებოდით ე.წ. "იატაკქვეშეთში"… ვემზადებოდით რადიკალური ქმედებისთვის იმ შემთხვევაში,თუ ქუჩის აქციები კულმინაციას და შეუქცევადობას მიაღწევდენენ - მოროშკინა
- 6-8 ივნისს თბილისში ჰაერის ტემპერატურა 29 გრადუსამდე მოიმატებს
- კამპანია "ჩიტებს ფრენა არ ავიწყდებათ" - KIAF-ის გრან-პრისა და 9 ჯილდოს მფლობელი გახდა
მსოფლიო
- უკრაინამ რუსეთის ტყვეობიდან 186 მოქალაქე დაიბრუნა
- უნგრეთი საქართველოს მოქალაქეებისთვის სამუშაო ვიზების გაცემას აჩერებს
- პეტერ მადიარი აცხადებს, რომ მზადაა მომავალ კვირაში ვოლოდიმირ ზელენსკის შეხვდეს
- რუსეთის მასირებული თავდასხმის შედეგად, დნიპროში დაღუპულთა რაოდენობა 12-მდე გაიზარდა, მათ შორის 2 ბავშვია
კონფლიქტები
- ოკუპირებულ აფხაზეთში ე.წ. პარლამენტიდან რუსეთთან „საინვესტიციო ხელშეკრულების“ ე.წ. კანონპროექტის გატანისთვის ემზადებიან
- რუსეთმა ოკუპირებულ აფხაზეთს დაფინანსება შეუჩერა
- რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ სოფელ დირბის მიმდებარედ, უკანონოდ დაკავებული საქართველოს ორი მოქალაქე თავისუფალია - სუს-ი
- ოკუპირებულ აფხაზეთში მი-24 ჩამოვარდა
ბიზნესი
- 1 ამპერი = 2 ლარი - „თეგეტა მოტორსის“ უპრეცედენტო შეთავაზება „ენერჯაიზერის“ აკუმულატორებზე
- „თეგეტა მოტორსი“ კამპანია „გაიარე მეტის“ ფარგლებში ავტო და მოტოპროექტების მხარდამჭერია
- „ქალი მართავს“ - „თეგეტას“ კამპანიამ KIAF-ის 11 ჯილდო მოიპოვა
- „თეგეტამ“ Datamind-თან პარტნიორობით მონაცემთა მართვის სისტემა გარდაქმნა
თავდაცვა
- სუ-25-ის კატასტროფის ადგილზე, საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებები დასრულებულია - თავდაცვის სამინისტრო
- საქართველო პოლონეთისგან საზენიტო-სარაკეტო კომპლექსს შეისყიდის
- წლის ბოლომდე გამოვუშვებთ ქართული წარმოების უპილოტო საფრენ აპარატებს - ჯუანშერ ბურჭულაძე
- აშშ საქართველოს რუსეთის წინააღმდეგ თავდაცვის გასაძლიერებლად $35 მილიონს გამოუყოფს
სპორტი
- ხვიჩა კვარაცხელიას „პარი სენ-ჟერმენი“ ჩემპიონთა ლიგის გამარჯვებულია
- გურამ კაშია სანაკრებო კარიერას ასრულებს
- მთელი მატჩის განმავლობაში მასპინძელი გუნდის გულშემატკივართა ნაწილი პროვოცირებდა და შეურაცხყოფას აყენებდა ჯაბა კანკავას, გვჯერა, სადისციპლინო კომიტეტი სამართლიან გადაწყვეტილებას მიიღებს - "დინამო თბილისი"
- საქართველოს ნაკრები ერთა ლიგის პლეი ოფში სომხეთს შეხვდება

















