ბრალდების მხარე ცდილობს მხოლოდ მოწმეთა ჩვენებებით დაადასტუროს განზრახ მკვლელობა, რაც აბსურდია - ადვოკატი
საქართველო, თბილისი - 15:23 | 30.05.2018 ნანახია: 1314
თურმე, ორ წამში, ჩემმა დაცვის ქვეშ მყოფმა შეძლო ორი პირის მკვლელობა - განაცხადა ჟურნალისტებთან ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის საქმეზე ერთ-ერთი არასრულწლოვანი ბრალდებულის ადვოკატმა, ინგა შარაშენიძე.
მისი განმარტებით, სახელმწიფო ბრალდება მისი დაცვის ქვეშ მყოფს, ორი პირის სასტიკ მკვლელობის 2 წამში ჩადენას ედავება, რაც მისი განმარტებით აბსურდულია.
"ჩემი დაცვის ქვეშ მყოფს ორი პირის განზრახ მკვლელობის ბრალი აქვს წარდგენილი. ერთი პირის ნაწილში ედავებიან, რომ 10 სასიკვდილო ჭრილობა მიაყენა ერთ წამში, ხოლო, მეორეს ნაწილში ედავებიან, რომ ორივე ჭრილობა, ერთი მძიმე და ერთი სასიკვდილო ჭრილობა მიაყენა. ბრალდების მხარე აცხადებს, რომ ეს დაახლოებით, ორ წამში ხდებოდა. ორ წამში, ჩემმა დაცვის ქვეშ მყოფმა შეძლო თურმე, ორი პირის მკვლელობა. ეს აბსურდია! ის არანაირ ბრალს არ აღიარებს. სასამართლოს წინაშე გამამართლებელი განაჩენის გამოტანას ვითხოვ", - აცხადებს შარაშენიძე.
ის ამ წუთებში თბილისის საქალაქო სასამართლოში დასკვნით სიტყვას წარმოთქვამს.
"სასამართლოს წინაშე დასკვნითი სიტყვა უნდა წარვადგინო. ყველა იმ მტკიცებულების გაბათილებას ვგეგმავ,რაც ბრალდების მხარემ წარმოადგინა.
ბრალდების მხარემ ვერ დაადასტურა თავისი წარმოდგენილი დასკვნებით ის ბრალი, რასაც ჩემი დაცვის ქვეშ მყოფს ედავებიან. მეორედ როცა დააკავეს მას დავით სარალიძის მკვლელობას, ხოლო ახლა ჩემი დაცვის ქვეშ მყოფს ძალიან მძიმე დანაშაულს აბრალებენ. აქ მოწმეთა ჩვენებები არ არის მთავარი, ეს არის მკვლელობის საქმე, შესაბამისად დასკვნებს დიდი მნიშვნელობა აქვს. ბრალდების მხარე ცდილობს მხოლოდ მოწმეთა ჩვენებებით დაადასტუროს განზრახ მკვლელობა, რაც აბსურდია. თუ სასმართლო იტყვის, რომ მაია ნიკოლეიშვილის და ომარ ჯოხაძის დასკვნებს არ გაიზიარებს, ამ შემთხვევაში იძულებული გახდება, ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი ექსპერტიზის დასკვნა გაიზიაროს. ამ შემთხვევაში, იმედი მაქვს, რომ განაჩენი ჩემი დაცვის ქვეშ მყოფის სასარგებლოდ გამოცხადდება.
მოწმეები გამოძიებას ცრუ ჩვენებას იმიტომ აძლევენ, რომ რამდენიმე ასაკიდან გამომდინარე ცდილობს მას სხვა სახელი არ დაერქვას, ხოლო რამდენიმე კიდევ თავის თავის გადასარჩენად აძლევს ცრუ ჩვენებას. ასეთი ოთხი გვყავს საქმეში, ზუსტად ეს პირები, რომლებიც თავის თავს უფრთხილდებიან, ისინი აძლევენ ჩვენებას სხვა პირების წინააღმდეგ", - განაცხადა შარაშენიძემ.
პოლიტიკა
- ჩვენთვის მთავარია, მშობლებმა, საზოგადოებამ ნახონ საქართველოს ხელისუფლების ზრუნვა ბავშვებზე, რაც შეეხება რადიკალების ჯგუფს, მორალი მათთვის არ მოქმედებს, სიკეთესაც ზიზღით აკეთებენ - პაპუაშვილი
- საქართველოში ხორბლის იმპორტი ფაქტობრივად 100%-ით ჩამოკიდებულია რუსეთზე, რომელსაც ოკუპირებული აქვს საქართველოს ტერიტორიების 20%, სამხედრო ბაზები აქვს და უკანასკნელი 30 წლის განმავლობაში გენოციდი აქვს ნაწარმოები - თაზო დათუნაშვილი
- რუსთავში არასრულწლოვანმა კაცი მოკლა
- როგორც ჩანს, „ალიანსი“ დაიშლება, ახლა ვინ რომელ ფლანგზე წავა, არის ის ტაქტიკური გადანაწილება, რომელიც არაერთხელ ჩაატარეს გარედან დაკვეთით - შალვა პაპუაშვილი
საზოგადოება
- PSP-ს კამპანია Cannes Lions-ის ორ ყველაზე პრესტიჟულ კატეგორიაში მოხვდა
- მახსოვს, როგორ ვიკრიბებოდით ე.წ. "იატაკქვეშეთში"… ვემზადებოდით რადიკალური ქმედებისთვის იმ შემთხვევაში,თუ ქუჩის აქციები კულმინაციას და შეუქცევადობას მიაღწევდენენ - მოროშკინა
- 6-8 ივნისს თბილისში ჰაერის ტემპერატურა 29 გრადუსამდე მოიმატებს
- კამპანია "ჩიტებს ფრენა არ ავიწყდებათ" - KIAF-ის გრან-პრისა და 9 ჯილდოს მფლობელი გახდა
მსოფლიო
- უკრაინამ რუსეთის ტყვეობიდან 186 მოქალაქე დაიბრუნა
- უნგრეთი საქართველოს მოქალაქეებისთვის სამუშაო ვიზების გაცემას აჩერებს
- პეტერ მადიარი აცხადებს, რომ მზადაა მომავალ კვირაში ვოლოდიმირ ზელენსკის შეხვდეს
- რუსეთის მასირებული თავდასხმის შედეგად, დნიპროში დაღუპულთა რაოდენობა 12-მდე გაიზარდა, მათ შორის 2 ბავშვია
კონფლიქტები
- ოკუპირებულ აფხაზეთში ე.წ. პარლამენტიდან რუსეთთან „საინვესტიციო ხელშეკრულების“ ე.წ. კანონპროექტის გატანისთვის ემზადებიან
- რუსეთმა ოკუპირებულ აფხაზეთს დაფინანსება შეუჩერა
- რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ სოფელ დირბის მიმდებარედ, უკანონოდ დაკავებული საქართველოს ორი მოქალაქე თავისუფალია - სუს-ი
- ოკუპირებულ აფხაზეთში მი-24 ჩამოვარდა
ბიზნესი
- 1 ამპერი = 2 ლარი - „თეგეტა მოტორსის“ უპრეცედენტო შეთავაზება „ენერჯაიზერის“ აკუმულატორებზე
- „თეგეტა მოტორსი“ კამპანია „გაიარე მეტის“ ფარგლებში ავტო და მოტოპროექტების მხარდამჭერია
- „ქალი მართავს“ - „თეგეტას“ კამპანიამ KIAF-ის 11 ჯილდო მოიპოვა
- „თეგეტამ“ Datamind-თან პარტნიორობით მონაცემთა მართვის სისტემა გარდაქმნა
თავდაცვა
- სუ-25-ის კატასტროფის ადგილზე, საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებები დასრულებულია - თავდაცვის სამინისტრო
- საქართველო პოლონეთისგან საზენიტო-სარაკეტო კომპლექსს შეისყიდის
- წლის ბოლომდე გამოვუშვებთ ქართული წარმოების უპილოტო საფრენ აპარატებს - ჯუანშერ ბურჭულაძე
- აშშ საქართველოს რუსეთის წინააღმდეგ თავდაცვის გასაძლიერებლად $35 მილიონს გამოუყოფს
სპორტი
- ხვიჩა კვარაცხელიას „პარი სენ-ჟერმენი“ ჩემპიონთა ლიგის გამარჯვებულია
- გურამ კაშია სანაკრებო კარიერას ასრულებს
- მთელი მატჩის განმავლობაში მასპინძელი გუნდის გულშემატკივართა ნაწილი პროვოცირებდა და შეურაცხყოფას აყენებდა ჯაბა კანკავას, გვჯერა, სადისციპლინო კომიტეტი სამართლიან გადაწყვეტილებას მიიღებს - "დინამო თბილისი"
- საქართველოს ნაკრები ერთა ლიგის პლეი ოფში სომხეთს შეხვდება

















