პროგრამა Social Impact Award-ის ფინალისტი გუნდები გამოვლინდნენ
საქართველო, თბილისი - 19:44 | 02.06.2018 ნანახია: 1613პროგრამა Social Impact Award-ის ფინალისტი გუნდები გამოვლინდნენ. წელს პროგრამაში 200-მდე სტუდენტი ჩაერთო, კონკურსის ფარგლებში კი 40-მდე აპლიკაცია შემოვიდა. ჟიურიმ, მონაწილეებს შორის, 6 საუკეთესო პროექტი შეარჩია. ფინალურ ეტაპზე გადასული გუნდები 2018 წლის ივნისსა და ივლისში აქტიურად იმუშავებენ თავიანთ იდეებზე Impact Hub Tbilisi-ის საერთო სამუშაო სივრცეში და მენტორების დახმარებით, რეალისტურ ბიზნესგეგმებს შეიმუშავებენ.
Social Impact Award (SIA) არის ყველაზე მასშტაბური სტუდენტური პროგრამა სოციალური მეწარმეობის მიმართულებით, რომელიც 25 ქვეყანაში ხორციელდება. Impact Hub Tbilisi, პროგრამას საქართველოს ბანკის მხარდაჭერით უკვე მეორე წელია ახორციელებს.
პროგრამის პარტნიორები არიან: ამერიკის საელჩო, საქართველოს ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტო, UNDP საქართველო, ფოთის ტერმინალი, აჭარა ჯგუფი.
ფინალისტი პროექტები:
- თამაში „ჩუ“ - აზარტული სამაგიდო თამაში, რომელიც მიზნად ისახავს ჟესტების ენის პოპულარიზაციას, რაცთავის მხრივ, უზრუნველყოფს სმენადაქვეითებული პირების საზოგადოებრივ ცხოვრებაში ჩართულობას. ამავდროულად, თამაში ხელს უწყობს მეხსიერების გაუმჯობესებას.
- პროექტი GAMO - მობილური აპლიკაცია, რომელიც ერთი მიმართულების მქონე მძღოლების და მგზავრების დაკავშირებით, მიზნად ისახავს შეცვალოს არსებული სატრანსპორტო კულტურა და და შეამციროს მანქანების რაოდენობა ქუჩებში.
- პროექტი AIRADI CO. - ჭკვიანი საათი, რომელიც საშუალებას გვაძლევს მუდმივად ვაკონტროლოთ ჰაერის დაბინძურების მაჩვენებელი როგორც ღია, ასევე დახურულ სივრცეში. მოწყობილობას აქვს საათის ფუნქცია, ზომავს ნახშირორჟანგს (CO), ამიაკს (NH3), აზოტის დიოქსიდს (NO2), ჰაერის ტემპერატურასა და ტენიანობას.
- სოციალური კაფე - კაფუნე - სოციალური სივრცე და სოციალური საწარმო,სადაც თავმოყრილია ქალაქ რუსთავისთვის აუცილებელი კულტურული, საზოგადოებრივი და სოციალური ელემენტები.
- Si App - მობილური აპლიკაცია, რომელიც გამოიმუშავებს კრიპტოვალუტას სიარულისა და სირბილის დროს. გამომუშავებული კრიპტოვალუტის გამოყენება შესაძლებელია სხვადასხვა პროდუქტისა და სერვისის შესაძენად. აპლიკაცია უწყობს ხელს ახალგაზრდებში ჯანმრთელი ცხოვრების წესის პოპულარიზაციას.
- CharityCity - საქველმოქმედო პროექტების მართვის ახალი სისტემა, რომელიც ხელს შეუწყობს საქველმოქმედო სექტორის მუდმივ/მდგრად განვითარებას და არამხოლოდ ეპიზოდურ ჩართულობას.
“Impact Hub Tbilisi უკვე მეორე წელია ახორციელებს პროგრამას Social Impact Award, რომელიც ახალგაზრდებს აძლევს შესაძლებლობას წამოიწყონ სოციალური ბიზნესი. წელს, გასული წლისგან განსხვავებით, ვორქშოფები ჩატარდა რეგიონებშიც, რამაც ხელი შეუწყო თბილისში, ბათუმში, თელავსა და რუსთავში მცხოვრები ახალგაზრდების გააქტიურებას სოციალური მეწარმეობის კუთხით. ჟიურის გადაწყვეტილებით, გამოვლინდა ექვსი ფინალისტი გუნდი, ექსვსივე პროექტი ძალიან აქტუალურ სოციალურ პრობლემას ეხმაურება. წელს მნიშვნელოვანი სიახლე გვაქვს, ვმასპინძლობთ პროგრამის საერთაშორისო სამიტს, რომლის ფარგლებშიც ნოემბერში საქართველოს ეწვევა 200-მდე ახალგაზრდა სოციალური მეწარმე მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან. ეს ღონისძიება იქნება ჩვენი ქვეყნისთვის მნიშვნელოვანი მოვლენა, რადგან გვექნება შესაძლებლობა გავიზიაროთ საერთაშორისო გამოცდილება სოციალური მეწარმეობის კუთხით” - აღნიშნა Impact Hub Tbilisi-ის თანადამფუძნებელმა ქეთი ებანოიძემ.
“საქართველოს ბანკისთვის სოციალური მეწარმეობის ხელშეწყობა და განვითარება ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი მიმართულებაა. ჩვენ ყოველწლიურად ვაცხადებთ საგრანტო კონკურს და ვაფინანსებთ სოციალურ საწარმოებს, რაც ხელს უწყობს განხორციელდეს კიდევ უფრო მეტი პროექტი ამ მიმართულებით. სწორედ ამიტომ, ჩვენ მხარს ვუჭერთ Social Impact Award-ს, რომელიც ძალიან კარგი შესაძლებლობაა სტუდენტებისთვის განახორციელონ საინტერესო პროექტები”, - განაცხადა საქართველოს ბანკის გენერალურმა დირექტორმა, კახა კიკნაველიძემ.
პროგრამა Social Impact Award (SIA) აერთიანებს როგორც საგანმანათლებო, ასევე კონკურსის კომპონენტს. საგანმანათლებლო კუთხით, თბილისში, ბათუმში, რუსთავსა და თელავში ყველა მსურველისათვის 15 უფასო ვორქშოფი ჩატარდა, ოთხ სხვადასხვა თემაზე: სოციალური მეწარმეობა, იდეის გენერირება, ბიზნესმოდელირება და ბიზნესგეგმის შედგენა. პროგრამის დასკვნით ეტაპზე 6 ფინალისტი გუნდიდან სამი გამარჯვებული გამოვლინდება. თითოეული მათგანი ფულადი ჯილდოს სახით, 2000 ევროს მიიღებს და აგრეთვე, დაესწრება SIA-ს საერთაშორისო სამიტს.
პოლიტიკა
- ბაიდენის ადმინისტრაციამ გააფუჭა ეს ურთიერთობები, ტრამპს დაახვედრა ლამის ჩიხში შესული ურთიერთობა ქართველ ხალხთან, ასე რომ, ვინც გააფუჭა, მნიშვნელოვანია, რომ ნაბიჯები მისგან მოდიოდეს - შალვა პაპუაშვილი
- ეს ქმედებები შიშის დამკვიდრებასა და დამოუკიდებელ სამოქალაქო საქმიანობის შეზღუდვაზე მიმართული მცდელობაა, მოვუწოდებთ საერთაშორისო პარტნიორებს, მკაფიოდ დააფიქსირონ პოზიცია - არასამთავრობოები ჩხრეკაზე
- ყველაფერს გავაკეთებთ, რომ უკანონო გადაწყვეტილებების გამცემ და შემსრულებელ პირებს ჩვენი მოკავშირეების მხრიდან სანქციები დაუწესდეთ - "წინააღმდეგობის პლატფორმა" ჩხრეკაზე
- ირაკლი ღარიბაშვილი პოლიტიკიდან წავიდა
საზოგადოება
- „არ გადაყარო, ჩააბარე“ - დედამიწის კვირეული „თეგეტა მოტორსთან“ ერთად გრძელდება
- საჩუქარი ლოქერის მომხმარებლებს - ინოვაციური ტექნოლოგიები, კომფორტული მომსახურება და ყოველთვის სარგებლიანი შეთავაზებები PSP-სგან
- „არ გადაყარო, ჩააბარე“ - მოემზადე დედამიწის კვირეულისთვის „თეგეტა მოტორსთან“ ერთად
- საირმეში, მდინარე წაბლარასწყალში წითელწინწკლებიანი კალმახის ქვირითი ჩაეშვა
სამართალი
- ნიკა მელიას 50 000-ლარიანი გირაო შეეფარდა
- თემურ ქათამაძეს ლტოლვილის სტატუსის მინიჭებაზე სააპელაციო სასამართლომაც უარი უთხრა
- მზია ამაღლობელმა ირაკლი დგებუაძეს სახეში დაარტყა ხელი, ისეთი ხმა იყო დარტყმის შემდეგ, დაიშალა საერთოდ აქცია - გრიგოლ ბესელია
- მანიფესტაციის წესის დარღვევის მუხლით გამოწერილ ჯარიმებზე მოქალაქეებს მიუვიდათ შეტყობინება, რომ ქვითარი შედგენილია სატრანსპორტო საშუალებაზე, ხარვეზის აღმოსაფხვრელად შესაბამისი სამსახური მუშაობს - შსს
მსოფლიო
- იმედი მაქვს, კრემლი ხვდება, რომ პრეზიდენტ ტრამპთან თამაში არ ღირს - ფინეთის პრეზიდენტი
- ესპანეთში, პორტუგალიასა და საფრანგეთში ელექტროენერგია მასშტაბურად გაითიშა, გაჩერებულია სარკინიგზო მიმოსვლა, შეფერხებულია ფრენები
- ახალი რომის პაპის ასარჩევად კონკლავი ვატიკანში 7 მაისს შეიკრიბება
- უკრაინასა და რუსეთს მოუწევთ ტერიტორიების დათმობა - ჯეი დი ვენსი
კონფლიქტები
- ოკუპირებულ აფხაზეთში ე.წ. პარლამენტიდან რუსეთთან „საინვესტიციო ხელშეკრულების“ ე.წ. კანონპროექტის გატანისთვის ემზადებიან
- რუსეთმა ოკუპირებულ აფხაზეთს დაფინანსება შეუჩერა
- რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ სოფელ დირბის მიმდებარედ, უკანონოდ დაკავებული საქართველოს ორი მოქალაქე თავისუფალია - სუს-ი
- ოკუპირებულ აფხაზეთში მი-24 ჩამოვარდა
თავდაცვა
- სუ-25-ის კატასტროფის ადგილზე, საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებები დასრულებულია - თავდაცვის სამინისტრო
- საქართველო პოლონეთისგან საზენიტო-სარაკეტო კომპლექსს შეისყიდის
- წლის ბოლომდე გამოვუშვებთ ქართული წარმოების უპილოტო საფრენ აპარატებს - ჯუანშერ ბურჭულაძე
- აშშ საქართველოს რუსეთის წინააღმდეგ თავდაცვის გასაძლიერებლად $35 მილიონს გამოუყოფს
სპორტი
- საქართველოს ნაკრები ერთა ლიგის პლეი ოფში სომხეთს შეხვდება
- საქართველოს ნაკრებმა ჩეხეთი დიდი ანგარიშით დაამარცხა
- საქართველოს ეროვნული ნაკრები ერთა ლიგის გათამაშებისთვის ემზადება
- თუშიშვილი ვერც გუნდურ შეჯიბრებაში მიიღებს მონაწილეობას, ქართველ ძიუდოისტს ეკრძალება სხვა ტურნირებზე გამოსვლაც, ვიდრე კომისია საბოლოო გადაწყვეტილებას მიიღებს