პრემიერ-მინისტრისა და მალხაზ მაჩალიკაშვილის შეხვედრა დასრულდა

საქართველო, თბილისი - 17:07 | 04.06.2018
ნანახია: 875

პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი ზაზა სარალიძესა და მალხაზ მაჩალიკაშვილს ინტერესების დამცველებთან ერთად, ცალ-ცალკე შეხვდა. ამის შესახებ ჟურნალისტებს მაჩალიკაშვილების ადვოკატმა, მარიამ კუბლაშვილმა, შეხვედრის დასრულების შემდეგ განუცხადა.

როგორც კუბლაშვილმა აღნიშნა, პრემიერისთვის მაჩალიკაშვილების საქმის დეტალები ცნობილია. მისი თქმით, დღევანდელ შეხვედრაზე პრემიერმა პირობა მისცა, რომ მაჩალიკაშვილის საქმეს პირად კონტროლს გაუწევს.

 


პოლიტიკა



არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე