ეს განცხადება რაც დღეს გააკეთეთ ჩემთან დაკავშირებით , პოლიტიკური გზავნილია - ეკა ბესელია ზაზა სარალიძეს

საქართველო, თბილისი - 12:44 | 08.06.2018
ნანახია: 1682

პარლამენტის დეპუტატი ეკა ბესელია ეხმიანება ზაზა სარალიძის მოთხოვნას საგამოძიებო კომისიიდან მისი აცილების შესახებ.

„ეს განცხადება რაც დღეს გააკეთეთ ჩემთან დაკავშირებით , უკვე მართლაც პოლიტიკური გზავნილია თქვენი მხრიდან! 
მე არცერთ ეთერში და მათ შორის რუსთავი 2 ის ეთერში სადაც თქვენც იყავით არ მიმიცია ჩემი თავისთვის უფლება დამედანაშაულებინეთ რაიმეში! გიცხადებდით და გიცხადებთ სრულ სოლიდარობას”, - წერს ბესელია სოციალურ ქსელში.

ბესელიას თქმით, მის „ნაციონალური მოძრაობის“ მისამართით გაკეთებული განცხადება,  ზაზა სარალიძეს არ  ეხება.  მისთვის უცნაურია, ის რომ კომისიაში, სადაც უმრავლსეობა ოპოზიციას აქვს, უნდობლობას ბესელიას უცხადებენ.
„ძალიან უცნაურია იმ კომისიაში, სადაც უმრავლესობა ოპოზიციას აქვს და ევროპული საქართველოს, სადაც კომისიის თავმჯდომარე ოპიზიციის წარმომადგენელია , ეკა ბესელიას უცხადებდე უნდობლობას . 
ეს უკვე მართლაც ბევრისმთქმელია ჩემთვის”, - აღნიშნავს დეპუტატი.

 


პოლიტიკა

მსოფლიო



არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე