ზვიად დევდარიანმა ღირსებისა და პატივის შელახვისთვის 12 პირის წინააღმდეგ სარჩელი შეიტანა
საქართველო, თბილისი - 16:12 | 11.06.2018 ნანახია: 1065
სიდა-ს ყოფილმა ხელმძღვანელმა ზვიად დევდარიანმა დღეს თბილისის საქალაქო სასამართლოში 12 პირის წინააღმდეგ სარჩელი შეიტანა.
მათ დევდარიანი ღირსებისა და პატივის შელახვაში ადანაშაულებს.
დევდარიანის ადვოკატი, დიმიტრი გაბუნია მხოლოდ სარჩელის რვა მოპასუხეს ასახელებს, ხოლო იმ ოთხი პირის ვინაობის გამხელისგან, რომლებმაც დევდარიანი სექსუალურ შევიწროებაში დაადანაშაულეს, კონფიდენციალობის შენარჩუნების მოტივით, თავს იკავებს.
მოპასუხეები არიან:
„ტაბულას“ დირექტორი – თამარ ჩერგოლეიშვილი, კავშირ „საფარის“ ხელმძღვანელი – ბაია პატარაია, ჟურნალისტი – ნინო დანელია, ექიმი – თამარ ყურაშვილი, “ევროპული საქართველოს” წევრი – თამარ კაკაბაძე, ქალთა მოძრაობის წევრი – იდა ბახტურიძე, ეკატერინე ონიანი და ინტერნეტგამოცემა „ტაბულა“.
მისივე ინფორმაციით, ნინია კაკაბაძე დაკითხული იქნება როგორც მოწმე და არა როგორც მოპასუხე.
ზვიად დევდარიანის განცხადებით, სამწუხაროა, რომ ამ კამპანიის პროცესში ე.წ. პროგრესულად მოაზროვნეები და პოლიტიკური ჯგუფებიც იყვნენ ჩართულები.
„მე არ ვაპირებ მივიღო ის მოცემულობა რომელიც დადგა, რომ „ფეისბუქ“ ჯგუფები იღებდნენ გადაწყვეტილებას რა არის შევიწროება, ვინ არის მოძალადე და ვინ არის მსხვერპლი. ეს ყველაფერი უნდა დგინდებოდეს კანონის შესაბამისად და კონკრეტული სახელმწიფო უწყებები არიან ვალდებული, რომ ამ ტიპის დადგენილება და გადაწყვეტილება მოიღონ. ძალიან სამწუხაროა ის, რომ მთლიანად ამ კამპანიის პროცესში ე.წ. პროგრესულად მოაზროვნეები და პოლიტიკური ჯგუფებიც იყვნენ ჩართულები, რომლებმაც ადამიანის უფლებების სახელით, ფაქტობრივი მტკიცებულებების გარეშე, შეტევა სწორედ ადამიანის უფლებებზე მიიტანეს. მათ შეუტიეს ჩემი პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობას, ჩემს რეპუტაციას, ჩემს ოჯახს, ჩემს შვილებს, ჩემს ყოფილ თანამშრომლებს.
ძალიან სამწუხაროა, რომ ყველა ის ადამიანი, რომელთა წინააღმდეგაც ჩვენ დღეს შეგვაქვს სარჩელი, მოქმედებდნენ როგორც წითელი ინტელიგენციის საუკეთესო მაგალითებით, როდესაც ყოველგვარი მტკიცებულების გარეშე გამოჰქონდათ განაჩენი, ადამიანის ცხოვრებასთან დაკავშირებით“ , - განაცხადა ზვიად დევდარიანმა.
პოლიტიკა
- ჩვენთვის მთავარია, მშობლებმა, საზოგადოებამ ნახონ საქართველოს ხელისუფლების ზრუნვა ბავშვებზე, რაც შეეხება რადიკალების ჯგუფს, მორალი მათთვის არ მოქმედებს, სიკეთესაც ზიზღით აკეთებენ - პაპუაშვილი
- საქართველოში ხორბლის იმპორტი ფაქტობრივად 100%-ით ჩამოკიდებულია რუსეთზე, რომელსაც ოკუპირებული აქვს საქართველოს ტერიტორიების 20%, სამხედრო ბაზები აქვს და უკანასკნელი 30 წლის განმავლობაში გენოციდი აქვს ნაწარმოები - თაზო დათუნაშვილი
- რუსთავში არასრულწლოვანმა კაცი მოკლა
- როგორც ჩანს, „ალიანსი“ დაიშლება, ახლა ვინ რომელ ფლანგზე წავა, არის ის ტაქტიკური გადანაწილება, რომელიც არაერთხელ ჩაატარეს გარედან დაკვეთით - შალვა პაპუაშვილი
საზოგადოება
- PSP-ს კამპანია Cannes Lions-ის ორ ყველაზე პრესტიჟულ კატეგორიაში მოხვდა
- მახსოვს, როგორ ვიკრიბებოდით ე.წ. "იატაკქვეშეთში"… ვემზადებოდით რადიკალური ქმედებისთვის იმ შემთხვევაში,თუ ქუჩის აქციები კულმინაციას და შეუქცევადობას მიაღწევდენენ - მოროშკინა
- 6-8 ივნისს თბილისში ჰაერის ტემპერატურა 29 გრადუსამდე მოიმატებს
- კამპანია "ჩიტებს ფრენა არ ავიწყდებათ" - KIAF-ის გრან-პრისა და 9 ჯილდოს მფლობელი გახდა
მსოფლიო
- უკრაინამ რუსეთის ტყვეობიდან 186 მოქალაქე დაიბრუნა
- უნგრეთი საქართველოს მოქალაქეებისთვის სამუშაო ვიზების გაცემას აჩერებს
- პეტერ მადიარი აცხადებს, რომ მზადაა მომავალ კვირაში ვოლოდიმირ ზელენსკის შეხვდეს
- რუსეთის მასირებული თავდასხმის შედეგად, დნიპროში დაღუპულთა რაოდენობა 12-მდე გაიზარდა, მათ შორის 2 ბავშვია
კონფლიქტები
- ოკუპირებულ აფხაზეთში ე.წ. პარლამენტიდან რუსეთთან „საინვესტიციო ხელშეკრულების“ ე.წ. კანონპროექტის გატანისთვის ემზადებიან
- რუსეთმა ოკუპირებულ აფხაზეთს დაფინანსება შეუჩერა
- რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ სოფელ დირბის მიმდებარედ, უკანონოდ დაკავებული საქართველოს ორი მოქალაქე თავისუფალია - სუს-ი
- ოკუპირებულ აფხაზეთში მი-24 ჩამოვარდა
ბიზნესი
- 1 ამპერი = 2 ლარი - „თეგეტა მოტორსის“ უპრეცედენტო შეთავაზება „ენერჯაიზერის“ აკუმულატორებზე
- „თეგეტა მოტორსი“ კამპანია „გაიარე მეტის“ ფარგლებში ავტო და მოტოპროექტების მხარდამჭერია
- „ქალი მართავს“ - „თეგეტას“ კამპანიამ KIAF-ის 11 ჯილდო მოიპოვა
- „თეგეტამ“ Datamind-თან პარტნიორობით მონაცემთა მართვის სისტემა გარდაქმნა
თავდაცვა
- სუ-25-ის კატასტროფის ადგილზე, საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებები დასრულებულია - თავდაცვის სამინისტრო
- საქართველო პოლონეთისგან საზენიტო-სარაკეტო კომპლექსს შეისყიდის
- წლის ბოლომდე გამოვუშვებთ ქართული წარმოების უპილოტო საფრენ აპარატებს - ჯუანშერ ბურჭულაძე
- აშშ საქართველოს რუსეთის წინააღმდეგ თავდაცვის გასაძლიერებლად $35 მილიონს გამოუყოფს
სპორტი
- ხვიჩა კვარაცხელიას „პარი სენ-ჟერმენი“ ჩემპიონთა ლიგის გამარჯვებულია
- გურამ კაშია სანაკრებო კარიერას ასრულებს
- მთელი მატჩის განმავლობაში მასპინძელი გუნდის გულშემატკივართა ნაწილი პროვოცირებდა და შეურაცხყოფას აყენებდა ჯაბა კანკავას, გვჯერა, სადისციპლინო კომიტეტი სამართლიან გადაწყვეტილებას მიიღებს - "დინამო თბილისი"
- საქართველოს ნაკრები ერთა ლიგის პლეი ოფში სომხეთს შეხვდება

















