კომისიის წევრებმა „ევროპული საქართველოდან“ მთავარი კითხვები არ დასვეს - მამუკა მდინარაძე
საქართველო, თბილისი - 17:34 | 25.06.2018 ნანახია: 1038
„იყო კითხვები, რომლებზეც პროკურორმა და შს სამინისტროს წარმომადგენელმა ამომწურავი პასუხები ვერ გასცეს“ და „კომისიის წევრებმა „ევროპული საქართველოდან“ მთავარი კითხვები არ დასვეს,“ - ეს განცხადება ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, მამუკა მდინარაძემ, ხორავას ქუჩაზე მოზარდების მკვლელობის საქმის საგამოძიებო კომისიის სხდომაზე შს სამინისტროს წარმომადგენლისა და პროკურორის მოსმენის კომენტირებისას გააკეთა.
„რაც არ უნდა გასაკვირი იყოს, „ევროპული საქართველოს“ წარმომადგენლებმა, რომლებმაც გამოკითხეს შსს-ს და პროკურატურის წარმომადგენლები, არ დასვეს მთავარი კითხვები. საუბარია იმ კითხვებზე, რომელიც აქვს ზაზა სარალიძეს, ფარდულის ნაწილის გარდა. ამიტომ ჩვენ ამ კითხვებს დავსვათ საკმაოდ კრიტიკულად. რჩება შთაბეჭდილება, რომ ამ შემთხვევაში კომისიის უმრავლესობაში მყოფი ადამიანები ცდილობენ რაღაცის გამოყვანას, ჩვენ ვცდილობთ სიმართლის დადგენას. ეს არის საქმე, სადაც არანაირი ტენდენციური მიდგომა არანაირი მიზნით არ არის გამართლებული,“ - განაცხადა მდინარაძემ. მან ასევე აღნიშნა, რომ „იყო კითხვები, რომლებზეც პროკურორმა და შს სამინისტროს წარმომადგენელმა ამომწურავი პასუხები ვერ გასცეს“. სწორედ ამიტომ, მისი თქმით, დამატებითი კითხვები დაისმება, “ხოლო საბოლოო შედეგი პასუხების დამაჯერებლობის და არა დამაჯერებლობის შესახებ უნდა მივიღოთ არა დღეს, არამედ კომისიის მუშაობის ფინალურ ეტაპზე”.
შეგახსენებთ, რომ ხორავას ქუჩის საქმესთან დაკავშირებით შექმნილი პარლამენტის საგამოძოებო კომისიის სხდომაზე დღეს შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელს კახა სირაძეს და საქმის პროკურორს ზვიად ფხაკაძეს კითხავენ.
პოლიტიკა
- ლუქსემბურგის მხარეს ვთხოვეთ, ევროკომისიასთან დააყენოს საკითხი საქართველოსთან დიალოგის განახლების შესახებ, მზად ვართ კრიტიკულ საკითხებზე სასაუბროდ - ნიკოლოზ სამხარაძე
- არსებული ურთიერთობების გათვალისწინებით, საქართველო ყირგიზეთს განიხილავს არა მხოლოდ როგორც მნიშვნელოვან და საიმედო პარტნიორს, არამედ როგორც მეგობარს - ირაკლი კობახიძე
- ჩვენთვის მთავარია, მშობლებმა, საზოგადოებამ ნახონ საქართველოს ხელისუფლების ზრუნვა ბავშვებზე, რაც შეეხება რადიკალების ჯგუფს, მორალი მათთვის არ მოქმედებს, სიკეთესაც ზიზღით აკეთებენ - პაპუაშვილი
- საქართველოში ხორბლის იმპორტი ფაქტობრივად 100%-ით ჩამოკიდებულია რუსეთზე, რომელსაც ოკუპირებული აქვს საქართველოს ტერიტორიების 20%, სამხედრო ბაზები აქვს და უკანასკნელი 30 წლის განმავლობაში გენოციდი აქვს ნაწარმოები - თაზო დათუნაშვილი
საზოგადოება
- PSP-ს კამპანია Cannes Lions-ის ორ ყველაზე პრესტიჟულ კატეგორიაში მოხვდა
- მახსოვს, როგორ ვიკრიბებოდით ე.წ. "იატაკქვეშეთში"… ვემზადებოდით რადიკალური ქმედებისთვის იმ შემთხვევაში,თუ ქუჩის აქციები კულმინაციას და შეუქცევადობას მიაღწევდენენ - მოროშკინა
- 6-8 ივნისს თბილისში ჰაერის ტემპერატურა 29 გრადუსამდე მოიმატებს
- კამპანია "ჩიტებს ფრენა არ ავიწყდებათ" - KIAF-ის გრან-პრისა და 9 ჯილდოს მფლობელი გახდა
სამართალი
- ელენე ხოშტარიას ჯანმრთელობის მდგომარეობა უარესდება, აქვს მოძრაობის გაძნელება, თურქი ექიმების შეფასებით, სათანადო მკურნალობის გარეშე, შესაძლოა, მის ჯანმრთელობას გამოუსწორებელი ზიანი მიადგეს - ადვოკატი
- აჭარაში ნარკოდანაშაულის ბრალდებით ორი პირი დააკავეს
- სამართალდამცველებმა ნარკოდანაშაულის ბრალდებით შვიდი პირი დააკავეს, ამოღებულია ნახევარ კილოგრამამდე „მეთადონი“
- სენაკში შვილმა მამა დაჭრა
კონფლიქტები
- ოკუპირებულ აფხაზეთში ე.წ. პარლამენტიდან რუსეთთან „საინვესტიციო ხელშეკრულების“ ე.წ. კანონპროექტის გატანისთვის ემზადებიან
- რუსეთმა ოკუპირებულ აფხაზეთს დაფინანსება შეუჩერა
- რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ სოფელ დირბის მიმდებარედ, უკანონოდ დაკავებული საქართველოს ორი მოქალაქე თავისუფალია - სუს-ი
- ოკუპირებულ აფხაზეთში მი-24 ჩამოვარდა
ბიზნესი
- „თეგეტა მოტორსის“ გეზის ფილიალში მომსახურების უნივერსალიზებული მოდელი დაინერგა
- „ტოიოტა ცენტრი თეგეტამ“ Toyota Ichiban-ის ჯილდო უკვე მეორედ მოიპოვა
- 1 ამპერი = 2 ლარი - „თეგეტა მოტორსის“ უპრეცედენტო შეთავაზება „ენერჯაიზერის“ აკუმულატორებზე
- „თეგეტა მოტორსი“ კამპანია „გაიარე მეტის“ ფარგლებში ავტო და მოტოპროექტების მხარდამჭერია
თავდაცვა
- სუ-25-ის კატასტროფის ადგილზე, საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებები დასრულებულია - თავდაცვის სამინისტრო
- საქართველო პოლონეთისგან საზენიტო-სარაკეტო კომპლექსს შეისყიდის
- წლის ბოლომდე გამოვუშვებთ ქართული წარმოების უპილოტო საფრენ აპარატებს - ჯუანშერ ბურჭულაძე
- აშშ საქართველოს რუსეთის წინააღმდეგ თავდაცვის გასაძლიერებლად $35 მილიონს გამოუყოფს
სპორტი
- ხვიჩა კვარაცხელიას „პარი სენ-ჟერმენი“ ჩემპიონთა ლიგის გამარჯვებულია
- გურამ კაშია სანაკრებო კარიერას ასრულებს
- მთელი მატჩის განმავლობაში მასპინძელი გუნდის გულშემატკივართა ნაწილი პროვოცირებდა და შეურაცხყოფას აყენებდა ჯაბა კანკავას, გვჯერა, სადისციპლინო კომიტეტი სამართლიან გადაწყვეტილებას მიიღებს - "დინამო თბილისი"
- საქართველოს ნაკრები ერთა ლიგის პლეი ოფში სომხეთს შეხვდება

















