რუსთაველის გამზირზე აქციის დროს დაკავებული ყაზახეთის მოქალაქის ექსტრადიცია განხორციელდა
საქართველო, თბილისი - 12:11 | 26.06.2018 ნანახია: 1078
ქართველმა სამართალდამცველებმა, ყაზახეთის მიერ ძებნილი პირის ექსტრადირება, მიმდინარე წლის 24 ივნისს განახორციელეს. ყაზახეთის რესპუბლიკის მოქალაქე, 1982 წელს დაბადებული ბ.ლ., ყაზახეთის ქალაქ ასტანას ინტერპოლის მიერ წითელი ცირკულარით 2014 წლის 8 სექტემბრიდან იძებნება და მას ბრალად ედება ყაზახეთის რესპუბლიკის სისხლის სამართლის კოდექსის 179-ე და 96-ე მუხლებით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენა, რაც ყაჩაღობასა და მკვლელობას გულისხმობს.
შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა ბ.ლ., მიმდინარე წლის 11 ივნისს, თბილისში, რუსთაველის გამზირზე მიმდინარე აქციის დროს, პარლამენტის შენობის მიმდებარე ტერიტორიაზე იმ დროს დააკავეს, როდესაც იგი აქციას უერთდებოდა. აღნიშნულმა პირმა, მისი ვინაობის დადგენისას პოლიციას წინააღმდეგობა გაუწია, არ დაემორჩილა სამართალდამცველების კანონიერ მოთხოვნას, რის გამოც ის დააკავეს. პირადი ჩხრეკისას ბ.ლ.-ს ცივი იარაღი - დანა აღმოაჩნდა.
დაკავებულს თბილისის საქალაქო სასამართლომ 10-დღიანი ადმინისტრაციული სახდელი შეუფარდა, რის შემდეგაც მის მიმართ მთავარმა პროკურატურამ საექტრადიციო პროცედურები განაახლა.
აღნიშნული პროცედურების დასრულების შემდეგ ყაჩაღობისა და მკვლელობისთვის ძებნილი ბ.ლ.-ს ექსტრადირება ყაზახეთის რესპუბლიკაში, თბილისის შოთა რუსთაველის სახელობის საერთაშორისო აეროპორტიდან განხორციელდა.
პოლიტიკა
- ჩვენთვის მთავარია, მშობლებმა, საზოგადოებამ ნახონ საქართველოს ხელისუფლების ზრუნვა ბავშვებზე, რაც შეეხება რადიკალების ჯგუფს, მორალი მათთვის არ მოქმედებს, სიკეთესაც ზიზღით აკეთებენ - პაპუაშვილი
- საქართველოში ხორბლის იმპორტი ფაქტობრივად 100%-ით ჩამოკიდებულია რუსეთზე, რომელსაც ოკუპირებული აქვს საქართველოს ტერიტორიების 20%, სამხედრო ბაზები აქვს და უკანასკნელი 30 წლის განმავლობაში გენოციდი აქვს ნაწარმოები - თაზო დათუნაშვილი
- რუსთავში არასრულწლოვანმა კაცი მოკლა
- როგორც ჩანს, „ალიანსი“ დაიშლება, ახლა ვინ რომელ ფლანგზე წავა, არის ის ტაქტიკური გადანაწილება, რომელიც არაერთხელ ჩაატარეს გარედან დაკვეთით - შალვა პაპუაშვილი
საზოგადოება
- PSP-ს კამპანია Cannes Lions-ის ორ ყველაზე პრესტიჟულ კატეგორიაში მოხვდა
- მახსოვს, როგორ ვიკრიბებოდით ე.წ. "იატაკქვეშეთში"… ვემზადებოდით რადიკალური ქმედებისთვის იმ შემთხვევაში,თუ ქუჩის აქციები კულმინაციას და შეუქცევადობას მიაღწევდენენ - მოროშკინა
- 6-8 ივნისს თბილისში ჰაერის ტემპერატურა 29 გრადუსამდე მოიმატებს
- კამპანია "ჩიტებს ფრენა არ ავიწყდებათ" - KIAF-ის გრან-პრისა და 9 ჯილდოს მფლობელი გახდა
მსოფლიო
- უკრაინამ რუსეთის ტყვეობიდან 186 მოქალაქე დაიბრუნა
- უნგრეთი საქართველოს მოქალაქეებისთვის სამუშაო ვიზების გაცემას აჩერებს
- პეტერ მადიარი აცხადებს, რომ მზადაა მომავალ კვირაში ვოლოდიმირ ზელენსკის შეხვდეს
- რუსეთის მასირებული თავდასხმის შედეგად, დნიპროში დაღუპულთა რაოდენობა 12-მდე გაიზარდა, მათ შორის 2 ბავშვია
კონფლიქტები
- ოკუპირებულ აფხაზეთში ე.წ. პარლამენტიდან რუსეთთან „საინვესტიციო ხელშეკრულების“ ე.წ. კანონპროექტის გატანისთვის ემზადებიან
- რუსეთმა ოკუპირებულ აფხაზეთს დაფინანსება შეუჩერა
- რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ სოფელ დირბის მიმდებარედ, უკანონოდ დაკავებული საქართველოს ორი მოქალაქე თავისუფალია - სუს-ი
- ოკუპირებულ აფხაზეთში მი-24 ჩამოვარდა
ბიზნესი
- 1 ამპერი = 2 ლარი - „თეგეტა მოტორსის“ უპრეცედენტო შეთავაზება „ენერჯაიზერის“ აკუმულატორებზე
- „თეგეტა მოტორსი“ კამპანია „გაიარე მეტის“ ფარგლებში ავტო და მოტოპროექტების მხარდამჭერია
- „ქალი მართავს“ - „თეგეტას“ კამპანიამ KIAF-ის 11 ჯილდო მოიპოვა
- „თეგეტამ“ Datamind-თან პარტნიორობით მონაცემთა მართვის სისტემა გარდაქმნა
თავდაცვა
- სუ-25-ის კატასტროფის ადგილზე, საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებები დასრულებულია - თავდაცვის სამინისტრო
- საქართველო პოლონეთისგან საზენიტო-სარაკეტო კომპლექსს შეისყიდის
- წლის ბოლომდე გამოვუშვებთ ქართული წარმოების უპილოტო საფრენ აპარატებს - ჯუანშერ ბურჭულაძე
- აშშ საქართველოს რუსეთის წინააღმდეგ თავდაცვის გასაძლიერებლად $35 მილიონს გამოუყოფს
სპორტი
- ხვიჩა კვარაცხელიას „პარი სენ-ჟერმენი“ ჩემპიონთა ლიგის გამარჯვებულია
- გურამ კაშია სანაკრებო კარიერას ასრულებს
- მთელი მატჩის განმავლობაში მასპინძელი გუნდის გულშემატკივართა ნაწილი პროვოცირებდა და შეურაცხყოფას აყენებდა ჯაბა კანკავას, გვჯერა, სადისციპლინო კომიტეტი სამართლიან გადაწყვეტილებას მიიღებს - "დინამო თბილისი"
- საქართველოს ნაკრები ერთა ლიგის პლეი ოფში სომხეთს შეხვდება

















