მომღერალ ირაკლი ნოზაძის დაჭრის საქმეზე დაკავებულებს ბრალი წარედგინათ
საქართველო, თბილისი - 17:16 | 28.06.2018 ნანახია: 1147
ჯგუფ „ქუჩის ბიჭების“ წევრის ირაკლი ნოზაძის დაჭრის ფაქტზე დაკავებულებს ბრალი წარედგინათ.
დაკავებულია ორი პირი, ერთი განზრახ მკვლელობის მცდელობის ბრალდებით, ხოლო მეორე დანაშაულის შეუტყობინებლობის ბრალდებით.
ადვოკატების თქმით, საუბარია საყოფაცხოვრებო დავაზე.
ადვოკატ არჩილ შაბაშვილის განცხადებით, ბრალდებულის ვერსიით, მან ნოზაძეს ასესხა თანხა, რომელსაც არ უბრუნებდა და შელაპარაკება ამის გამო მოხდა, რასაც დაზარალებულის მხრიდან ხელის დარტყმა მოჰყვა.
„ჩემმა დაცვის ქვეშ მყოფმა შეიძლება ხელი მოიქნია. რაც შეეხება დანას, ამოღებული არ არის“, – აღნიშნა შაბაშვილმა.
ადვოკატ ავთანდილ ბუაძის განცხადებით, მისი დაცვის ქვეშ მყოფი დანაშაულს არ აღიარებს.
„საქმე საკმაოდ ვრცელია. მოტივი კი, ფაქტიურად ბუნდოვანია. გამოძიების მხრიდან არის საკმაო შეუსაბამობები, რაც ერთი თვალის გადავლებითაც გახდა ჩემთვის ცნობილი. ყველაფერს გავაკეთებ, რომ 19-108-ე მუხლით წაყენებულ ბრალდებაში ჩემი დაცვის ქვეშ მყოფის სიმართლე დადგინდეს. ის ამ ფორმულირებით წაყენებულ ბრალს არ აღიარებს“, – განაცხადა ერთ-ერთი დაკავებულის ადვოკატმა, ავთანდილ ბუაძემ.
უკავშირდება თუ არა საკითხი ნარკოტიკულ საშუალებებს, ადვოკატის განცხადებით, არაფრის გამორიცხვა შეიძლება. მისივე თქმით, დანაშაულის ადგილზე იარაღი ნაპოვნი არ არის.
თანხასთან დაკავშირებით გავრცელებულ ინფორმაციაზე, ადვოკატმა არჩილ შაბაშვილმა აღნიშნა, რომ ბრალდებულის ვერსიით, მან ნოზაძეს ასესხა თანხა, რომელსაც არ უბრუნებდა და შელაპარაკება ამის გამო მოხდა, რასაც დაზარალებულის მხრიდან ხელის დარტყმა მოჰყვა.
ჯგუფ „ქუჩის ბიჭების“ წევრი ირაკლი ნოზაძე 25 ივნისს დიდუბეში დაჭრეს. დაკავებულია ორი ქალი – 1989 წელს დაბადებული თ.ჯ. განზრახ მკვლელობის მცდელობის ბრალდებით, ხოლო მისი მეგობარი – 1994 წელს დაბადებული ნ.თ. დანაშაულის შეუტყობინებლობის ბრალდებით.
პოლიტიკა
- ჩვენთვის მთავარია, მშობლებმა, საზოგადოებამ ნახონ საქართველოს ხელისუფლების ზრუნვა ბავშვებზე, რაც შეეხება რადიკალების ჯგუფს, მორალი მათთვის არ მოქმედებს, სიკეთესაც ზიზღით აკეთებენ - პაპუაშვილი
- საქართველოში ხორბლის იმპორტი ფაქტობრივად 100%-ით ჩამოკიდებულია რუსეთზე, რომელსაც ოკუპირებული აქვს საქართველოს ტერიტორიების 20%, სამხედრო ბაზები აქვს და უკანასკნელი 30 წლის განმავლობაში გენოციდი აქვს ნაწარმოები - თაზო დათუნაშვილი
- რუსთავში არასრულწლოვანმა კაცი მოკლა
- როგორც ჩანს, „ალიანსი“ დაიშლება, ახლა ვინ რომელ ფლანგზე წავა, არის ის ტაქტიკური გადანაწილება, რომელიც არაერთხელ ჩაატარეს გარედან დაკვეთით - შალვა პაპუაშვილი
საზოგადოება
- PSP-ს კამპანია Cannes Lions-ის ორ ყველაზე პრესტიჟულ კატეგორიაში მოხვდა
- მახსოვს, როგორ ვიკრიბებოდით ე.წ. "იატაკქვეშეთში"… ვემზადებოდით რადიკალური ქმედებისთვის იმ შემთხვევაში,თუ ქუჩის აქციები კულმინაციას და შეუქცევადობას მიაღწევდენენ - მოროშკინა
- 6-8 ივნისს თბილისში ჰაერის ტემპერატურა 29 გრადუსამდე მოიმატებს
- კამპანია "ჩიტებს ფრენა არ ავიწყდებათ" - KIAF-ის გრან-პრისა და 9 ჯილდოს მფლობელი გახდა
მსოფლიო
- უკრაინამ რუსეთის ტყვეობიდან 186 მოქალაქე დაიბრუნა
- უნგრეთი საქართველოს მოქალაქეებისთვის სამუშაო ვიზების გაცემას აჩერებს
- პეტერ მადიარი აცხადებს, რომ მზადაა მომავალ კვირაში ვოლოდიმირ ზელენსკის შეხვდეს
- რუსეთის მასირებული თავდასხმის შედეგად, დნიპროში დაღუპულთა რაოდენობა 12-მდე გაიზარდა, მათ შორის 2 ბავშვია
კონფლიქტები
- ოკუპირებულ აფხაზეთში ე.წ. პარლამენტიდან რუსეთთან „საინვესტიციო ხელშეკრულების“ ე.წ. კანონპროექტის გატანისთვის ემზადებიან
- რუსეთმა ოკუპირებულ აფხაზეთს დაფინანსება შეუჩერა
- რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ სოფელ დირბის მიმდებარედ, უკანონოდ დაკავებული საქართველოს ორი მოქალაქე თავისუფალია - სუს-ი
- ოკუპირებულ აფხაზეთში მი-24 ჩამოვარდა
ბიზნესი
- 1 ამპერი = 2 ლარი - „თეგეტა მოტორსის“ უპრეცედენტო შეთავაზება „ენერჯაიზერის“ აკუმულატორებზე
- „თეგეტა მოტორსი“ კამპანია „გაიარე მეტის“ ფარგლებში ავტო და მოტოპროექტების მხარდამჭერია
- „ქალი მართავს“ - „თეგეტას“ კამპანიამ KIAF-ის 11 ჯილდო მოიპოვა
- „თეგეტამ“ Datamind-თან პარტნიორობით მონაცემთა მართვის სისტემა გარდაქმნა
თავდაცვა
- სუ-25-ის კატასტროფის ადგილზე, საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებები დასრულებულია - თავდაცვის სამინისტრო
- საქართველო პოლონეთისგან საზენიტო-სარაკეტო კომპლექსს შეისყიდის
- წლის ბოლომდე გამოვუშვებთ ქართული წარმოების უპილოტო საფრენ აპარატებს - ჯუანშერ ბურჭულაძე
- აშშ საქართველოს რუსეთის წინააღმდეგ თავდაცვის გასაძლიერებლად $35 მილიონს გამოუყოფს
სპორტი
- ხვიჩა კვარაცხელიას „პარი სენ-ჟერმენი“ ჩემპიონთა ლიგის გამარჯვებულია
- გურამ კაშია სანაკრებო კარიერას ასრულებს
- მთელი მატჩის განმავლობაში მასპინძელი გუნდის გულშემატკივართა ნაწილი პროვოცირებდა და შეურაცხყოფას აყენებდა ჯაბა კანკავას, გვჯერა, სადისციპლინო კომიტეტი სამართლიან გადაწყვეტილებას მიიღებს - "დინამო თბილისი"
- საქართველოს ნაკრები ერთა ლიგის პლეი ოფში სომხეთს შეხვდება

















