თალაკვაძე აშშ-ის კონგრესის წარმომადგენელთა პალატის კომისიის ,,პარტნიორობა დემოკრატიისთვის'' დელეგაციას შეხვდა

საქართველო, თბილისი - 16:55 | 04.07.2018
ნანახია: 813

უმრავლესობის ლიდერი არჩილ თალაკვაძე აშშ-ის კონგრესის წარმომადგენელთა პალატის კომისიის ,,პარტნიორობა დემოკრატიისთვის'' დელეგაციას შეხვდა.

არჩილ თალაკვაძემ დელეგაციასთან აშშ-სა და საქართველოს სტრატეგიული ურთიერთობები, საკონსტიტუციო რეფორმა და უსაფრთხოების სფეროზე საპარლამენტო კონტროლის განხორციელების საკითხები განიხილა.

აშშ-ის კონგრესის წარმომადგენელთა პალატის კომისიის დელეგაციის ვიზიტის მიზანი უსაფრთხოების სფეროს საპარლამენტო კონტროლთან დაკავშირებით, საქართველოს უმაღლესი საკანონმდებლო ორგანოსთვის კონსულტაციებისა და რეკომენდაციების გაწევაა.

დელეგაციის შემადგენლობაში აშშ-ის კონგრესის ეთიკის ოფისის სამეთვალყურეო საბჭოს, აშშ-ის ადმინისტრაციის, თავდაცვის დეპარტამენტისა და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლები შედიან.

 

 


პოლიტიკა

მსოფლიო



არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე