მამუკა ბახტაძე სტიქიის ზონაში იმყოფება

საქართველო, თბილისი - 13:55 | 06.07.2018
ნანახია: 1505

პრემიერ მინისტრი მამუკა ბახტაძე სოფელ ჭუბერში იმყოფება. 

მამუკა ბახტაძე სტიქიის შედეგების სალიკვიდაციოდ მიმდინარე სამუშაოებსა და არსებულ ვითარებას ადგილზე ეცნობა.

სტიქიის ზონაში მასთან ერთად ჩავიდნენ რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი მაია ცქიტიშვილი და გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი ლევან დავითაშვილი. ადგილზე იმყოფება ასევე ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრი, სოზარ სუბარი.


პოლიტიკა

მსოფლიო



არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე