„აწარმოე საქართველოში“ პროგრამას კინოინდუსტრიისა და სასტუმროების წახალისების კომპონენტები დაემატა
საქართველო, თბილისი - 13:05 | 03.12.2015 ნანახია: 1849
სახელმწიფო პროგრამა „აწარმოე საქართველოში“ ორ ახალი მიმართულება დაემატა. როგორც ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, დიმიტრი ქუმსიშვილმა განაცხადა, პროგრამას დაემატება ძალიან მნიშვნელოვანი ორი კომპონენტი - ეს არის კინოინდუსტრიის წახალისებისა და სასტუმროების წახალისების კომპონენტები. „სასტუმროების მიმართულებით ორ ძირითად ნაწილში მოვახდენთ წახალისებას, ხოლო კინოინდუსტრიის ნაწილში კვალიფიციური ხარჯების 20% იქნება ანაზღაურებული“ - აღნიშნა დიმიტრი ქუმსიშვილმა.
მინისტრის თქმით, სასტუმროების კომპონენტის ფარგლებში სახელმწიფოს მხრიდან მოხდება მეწარმე-სუბიექტისთვის საერთაშორისო ბრენდის სასტუმროების Franchising-ის (royalty fee) გადასახადის სუბსიდირება პირველი ორი წლის განმავლობაში.
„სუბსიდირების ოდენობა იქნება არაუმეტეს 300 ათასი ლარისა და ასევე მოვახდენთ კომერციული ბანკებიდან აღებული საპროცენტო განაკვეთის თანადაფინანსებას. აქაც გვაქვს დაწესებული გარკვეული ზღვრები - 5 მილიონი ლარი შეიძლება იყოს სესხის მაქსიმალური ზღვრული თანხა საერთაშორისო ბრენდის შემთხვევაში, ხოლო მილიონი ლარი - არაბრენდირებული სასტუმროს შემთხვევაში. პროცენტის დაფინანსება მოხდება 24 თვის განმავლობაში. ასევე იქნება თანაუზრუნველყოფის კოეფიციენტი, რომელიც იქნება სესხის 50%“ - განაცხადა მინისტრმა.
დიმიტრი ქუმსიშვილი განმარტებით, კინოინდუსტრიის ნაწილში სახელმწიფო მოახდენს კვალიფიციური ხარჯების 20% ანაზღაურებას.
„კვალიფიციურ ხარჯებში იგულისხმება საქართველოს ტერიტორიაზე გადაღებების პროცესში აპარატურის, გარდერობის და კოსტუმების, პავილიონების, სახელოსნოების, დარბაზების, სხვა საჭირო ინვენტარის დაქირავება და ა.შ. ხარჯების ანაზღაურება მოხდება მას მერე, რაც აღნიშნული კვალიფიციური ხარჯები დადასტურებული იქნება ექსპერტ აუდიტორიის მიერ, ხოლო თვითონ კვალიფიციური ხარჯების ჩამონათვალი დადგენილებას თან ახლავს. მინდა მოგახსენოთ, რომ კინოინდუსტრია ძალიან მნიშვნელოვანი მიმართულებაა. აღმოსავლეთ ევროპის გამოცდილებამ აჩვენა, რომ ის ქმნის 10 ათასობით სამუშაო ადგილს. რეალურად ეს არის ქვეყნის პოპულარიზაციის ერთ-ერთი შესაძლებლობა. იმ ტრადიციებიდან გამომდინარე, რომელიც ჩვენ საქართველოში გვქონდა და გვაქვს, ვფიქრობ პროგრამის ეს მიმართულება მნიშვნელოვნად გაახალისებს და განაახლებს იმ ინფრასტრუქტურას, რომელიც ჩვენ ქვეყანაში უნდა შევქმნათ“ - განაცხადა დიმიტრი ქუმსიშვილმა.
პოლიტიკა
- ლუქსემბურგის მხარეს ვთხოვეთ, ევროკომისიასთან დააყენოს საკითხი საქართველოსთან დიალოგის განახლების შესახებ, მზად ვართ კრიტიკულ საკითხებზე სასაუბროდ - ნიკოლოზ სამხარაძე
- არსებული ურთიერთობების გათვალისწინებით, საქართველო ყირგიზეთს განიხილავს არა მხოლოდ როგორც მნიშვნელოვან და საიმედო პარტნიორს, არამედ როგორც მეგობარს - ირაკლი კობახიძე
- ჩვენთვის მთავარია, მშობლებმა, საზოგადოებამ ნახონ საქართველოს ხელისუფლების ზრუნვა ბავშვებზე, რაც შეეხება რადიკალების ჯგუფს, მორალი მათთვის არ მოქმედებს, სიკეთესაც ზიზღით აკეთებენ - პაპუაშვილი
- საქართველოში ხორბლის იმპორტი ფაქტობრივად 100%-ით ჩამოკიდებულია რუსეთზე, რომელსაც ოკუპირებული აქვს საქართველოს ტერიტორიების 20%, სამხედრო ბაზები აქვს და უკანასკნელი 30 წლის განმავლობაში გენოციდი აქვს ნაწარმოები - თაზო დათუნაშვილი
საზოგადოება
- PSP-ს კამპანია Cannes Lions-ის ორ ყველაზე პრესტიჟულ კატეგორიაში მოხვდა
- მახსოვს, როგორ ვიკრიბებოდით ე.წ. "იატაკქვეშეთში"… ვემზადებოდით რადიკალური ქმედებისთვის იმ შემთხვევაში,თუ ქუჩის აქციები კულმინაციას და შეუქცევადობას მიაღწევდენენ - მოროშკინა
- 6-8 ივნისს თბილისში ჰაერის ტემპერატურა 29 გრადუსამდე მოიმატებს
- კამპანია "ჩიტებს ფრენა არ ავიწყდებათ" - KIAF-ის გრან-პრისა და 9 ჯილდოს მფლობელი გახდა
სამართალი
- ელენე ხოშტარიას ჯანმრთელობის მდგომარეობა უარესდება, აქვს მოძრაობის გაძნელება, თურქი ექიმების შეფასებით, სათანადო მკურნალობის გარეშე, შესაძლოა, მის ჯანმრთელობას გამოუსწორებელი ზიანი მიადგეს - ადვოკატი
- აჭარაში ნარკოდანაშაულის ბრალდებით ორი პირი დააკავეს
- სამართალდამცველებმა ნარკოდანაშაულის ბრალდებით შვიდი პირი დააკავეს, ამოღებულია ნახევარ კილოგრამამდე „მეთადონი“
- სენაკში შვილმა მამა დაჭრა
კონფლიქტები
- ოკუპირებულ აფხაზეთში ე.წ. პარლამენტიდან რუსეთთან „საინვესტიციო ხელშეკრულების“ ე.წ. კანონპროექტის გატანისთვის ემზადებიან
- რუსეთმა ოკუპირებულ აფხაზეთს დაფინანსება შეუჩერა
- რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ სოფელ დირბის მიმდებარედ, უკანონოდ დაკავებული საქართველოს ორი მოქალაქე თავისუფალია - სუს-ი
- ოკუპირებულ აფხაზეთში მი-24 ჩამოვარდა
ბიზნესი
- „თეგეტა მოტორსის“ გეზის ფილიალში მომსახურების უნივერსალიზებული მოდელი დაინერგა
- „ტოიოტა ცენტრი თეგეტამ“ Toyota Ichiban-ის ჯილდო უკვე მეორედ მოიპოვა
- 1 ამპერი = 2 ლარი - „თეგეტა მოტორსის“ უპრეცედენტო შეთავაზება „ენერჯაიზერის“ აკუმულატორებზე
- „თეგეტა მოტორსი“ კამპანია „გაიარე მეტის“ ფარგლებში ავტო და მოტოპროექტების მხარდამჭერია
თავდაცვა
- სუ-25-ის კატასტროფის ადგილზე, საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებები დასრულებულია - თავდაცვის სამინისტრო
- საქართველო პოლონეთისგან საზენიტო-სარაკეტო კომპლექსს შეისყიდის
- წლის ბოლომდე გამოვუშვებთ ქართული წარმოების უპილოტო საფრენ აპარატებს - ჯუანშერ ბურჭულაძე
- აშშ საქართველოს რუსეთის წინააღმდეგ თავდაცვის გასაძლიერებლად $35 მილიონს გამოუყოფს
სპორტი
- ხვიჩა კვარაცხელიას „პარი სენ-ჟერმენი“ ჩემპიონთა ლიგის გამარჯვებულია
- გურამ კაშია სანაკრებო კარიერას ასრულებს
- მთელი მატჩის განმავლობაში მასპინძელი გუნდის გულშემატკივართა ნაწილი პროვოცირებდა და შეურაცხყოფას აყენებდა ჯაბა კანკავას, გვჯერა, სადისციპლინო კომიტეტი სამართლიან გადაწყვეტილებას მიიღებს - "დინამო თბილისი"
- საქართველოს ნაკრები ერთა ლიგის პლეი ოფში სომხეთს შეხვდება

















