“ZINI” გორგასლის ქ. №24-ში კვების ობიექტს გახსნის

საქართველო, თბილისი - 10:36 | 07.12.2015
ნანახია: 2279

მთავრობამ კომპანია „ZINI“-ს სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავი ქონება იჯარით გადასცა. როგორც№2453 განკარგულებაშია აღნიშნული, „ZINI“-ს ექვსი თვიანი იჯარით თბილისში, გორგასლის ქ. №24-ში მდებარე შენობა-ნაგებობა №1-ის პირველ სართულზე მდებარე 340 კვ.მ ფართი და მასზე წილობრივად დამაგრებული მიწის ფართობი გადაეცა. საიჯარო ქირად კი „ZINI“-ს ყოველთვიურად 700 ლარის გადახდა დაევალა.

„ZINI“-ს იჯარით გადაცემის პირობად კი სარგებლობაში გადაცემულ ფართში, იჯარის მოქმედების პერიოდში, კვების ობიექტის ფუნქციონირება დაევალა.


სამართალი



არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე