ხვალ საქართველოს პრეზიდენტი თურქმენეთში საერთაშორისო კონფერენციაში მონაწილეობის მისაღებად გაემგზავრება
საქართველო, თბილისი - 14:19 | 10.12.2015 ნანახია: 2014
საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი აშხაბადში თურქმენეთის რესპუბლიკის ნეიტრალიტეტის 20 წლისთავთან დაკავშირებით დაგეგმილ უმაღლესი დონის კონფერენციაში მიიღებს მონაწილეობას.
გიორგი მარგველაშვილი კონფერენციაზე - "ნეიტრალიტეტის პოლიტიკა: საერთაშორისო თანამშრომლობა მშვიდობის სახელით, უსაფრთხოებისა და განვითარებისათვის" - სიტყვით გამოვა.
როგორც პრეზიდენტის მრჩეველმა საერთაშორისო ურთიერთობების საკითხებში თენგიზ ფხალაძემ განაცხადა, საქართველოს პოზიციონირება საერთაშორისო არენაზე და მისი გეოპოლიტიკური როლის წამოწევა ძალიან აქტუალურია. მნიშვნელოვანია,რომ ეს ხდებოდეს, როგორც დასავლეთის მიმართულებით, ასევე აღმოსავლეთის და აზიიის მიმართულებით. აშხაბადის კონფერენციას 86 საერთაშირისო დელეგაცია, სხვადასხვა ქვეყნის ლიდერები და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლები დაესწრებიან.
„საქართველო სწორედ ის სახელმწიფოა, რომელმაც არა მხოლოდ მხარი დაუჭირა გაეროს 1995 წლის რეზოლუციას "თურქმენეთის მუდმივი ნეიტრალიტეტის შესახებ", არამედ მისი თანაავტორიც იყო.
საქართველოს პრეზიდენტი სიტყვით გამოვა კონფერენციაზე, რომლის ძირითადი თემებიც არის თანამშრომლობა, უსაფრთხოება და საერთაშორისო ურთიერთობების აქტუალური საკითხები", -აღნიშნა ფხალაძემ.
მისი თქმით, კონფერენციაზე სიტყვით გამოსვლისას პრეზიდენტი ყურადღებას გაამახვილებს უსაფრთხოების გარემოზე, ისაუბრებს საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე შექმნილ ვითრებაზეც.
„საქართველო თავის მხრივ ძალიან მნიშვნელოვან შესაძლებლობებს ქმნის საერთაშორისო თანამშრომლობის გაღრმავებისათვის და აღნიშნული საკითხი იქნება პრეზიდენტის გამოსვლის ერთერთი მნიშვნელოვანი თემა", - აღნიშნა ფხალაძემ.
მისი თქმით, საქართველოს პრეზიდენტი თურქმენეთში სხვადასხვა ქვეყნის ლიდერებთან ორმხრივ შეხვედრებს გამართავს - მათ შორის თურქმენეთის, ჩინეთის, ავღანეთის, მოლდოვას, ტაჯიკეთის და ყირგიზეთის პრეზიდენტებთან.
„ეს მეტად ნიშვნელოვანი შეხვედრებია რეგიონის ლიდერებთან , რომელიც საქართველოს, როგორც სატრანზიტო ქვეყნის ფუნქციის წარმოჩენას უკავშირდება", -განაცხადა ფხალაძემ.
პოლიტიკა
- ჩვენთვის მთავარია, მშობლებმა, საზოგადოებამ ნახონ საქართველოს ხელისუფლების ზრუნვა ბავშვებზე, რაც შეეხება რადიკალების ჯგუფს, მორალი მათთვის არ მოქმედებს, სიკეთესაც ზიზღით აკეთებენ - პაპუაშვილი
- საქართველოში ხორბლის იმპორტი ფაქტობრივად 100%-ით ჩამოკიდებულია რუსეთზე, რომელსაც ოკუპირებული აქვს საქართველოს ტერიტორიების 20%, სამხედრო ბაზები აქვს და უკანასკნელი 30 წლის განმავლობაში გენოციდი აქვს ნაწარმოები - თაზო დათუნაშვილი
- რუსთავში არასრულწლოვანმა კაცი მოკლა
- როგორც ჩანს, „ალიანსი“ დაიშლება, ახლა ვინ რომელ ფლანგზე წავა, არის ის ტაქტიკური გადანაწილება, რომელიც არაერთხელ ჩაატარეს გარედან დაკვეთით - შალვა პაპუაშვილი
მსოფლიო
- უკრაინამ რუსეთის ტყვეობიდან 186 მოქალაქე დაიბრუნა
- უნგრეთი საქართველოს მოქალაქეებისთვის სამუშაო ვიზების გაცემას აჩერებს
- პეტერ მადიარი აცხადებს, რომ მზადაა მომავალ კვირაში ვოლოდიმირ ზელენსკის შეხვდეს
- რუსეთის მასირებული თავდასხმის შედეგად, დნიპროში დაღუპულთა რაოდენობა 12-მდე გაიზარდა, მათ შორის 2 ბავშვია
კონფლიქტები
- ოკუპირებულ აფხაზეთში ე.წ. პარლამენტიდან რუსეთთან „საინვესტიციო ხელშეკრულების“ ე.წ. კანონპროექტის გატანისთვის ემზადებიან
- რუსეთმა ოკუპირებულ აფხაზეთს დაფინანსება შეუჩერა
- რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ სოფელ დირბის მიმდებარედ, უკანონოდ დაკავებული საქართველოს ორი მოქალაქე თავისუფალია - სუს-ი
- ოკუპირებულ აფხაზეთში მი-24 ჩამოვარდა
ბიზნესი
- „თეგეტა მოტორსი“ კამპანია „გაიარე მეტის“ ფარგლებში ავტო და მოტოპროექტების მხარდამჭერია
- „ქალი მართავს“ - „თეგეტას“ კამპანიამ KIAF-ის 11 ჯილდო მოიპოვა
- „თეგეტამ“ Datamind-თან პარტნიორობით მონაცემთა მართვის სისტემა გარდაქმნა
- „გაიარე მეტი უსაფრთხოდ“ - „თეგეტას“ ახალი კამპანია საგზაო უსაფრთხოების კულტურის გასაძლიერებლად
თავდაცვა
- სუ-25-ის კატასტროფის ადგილზე, საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებები დასრულებულია - თავდაცვის სამინისტრო
- საქართველო პოლონეთისგან საზენიტო-სარაკეტო კომპლექსს შეისყიდის
- წლის ბოლომდე გამოვუშვებთ ქართული წარმოების უპილოტო საფრენ აპარატებს - ჯუანშერ ბურჭულაძე
- აშშ საქართველოს რუსეთის წინააღმდეგ თავდაცვის გასაძლიერებლად $35 მილიონს გამოუყოფს
სპორტი
- ხვიჩა კვარაცხელიას „პარი სენ-ჟერმენი“ ჩემპიონთა ლიგის გამარჯვებულია
- გურამ კაშია სანაკრებო კარიერას ასრულებს
- მთელი მატჩის განმავლობაში მასპინძელი გუნდის გულშემატკივართა ნაწილი პროვოცირებდა და შეურაცხყოფას აყენებდა ჯაბა კანკავას, გვჯერა, სადისციპლინო კომიტეტი სამართლიან გადაწყვეტილებას მიიღებს - "დინამო თბილისი"
- საქართველოს ნაკრები ერთა ლიგის პლეი ოფში სომხეთს შეხვდება

















