გიორგი მარგველაშვილი: ადამიანის უფლებების დაცვისთვის ძალისხმევას ჩემი საქმიანობის უმთავრეს ამოცანად მივიჩნევ
საქართველო, თბილისი - 14:22 | 10.12.2015 ნანახია: 1998
ადამიანის უფლებების დაცვისთვის ძალისხმევას ჩემი საქმიანობის უმთავრეს ამოცანად მივიჩნევ, - ამის შესახებ ნათქვამია საქართველოს პრეზიდენტის, გიორგი მარგველაშვილი ადამიანის უფლებათა საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით გავრცელებულ მიმართვაში. როგორც მიმართვაშია აღნიშნული, 1948 წლის 10 დეკემბერს ხელი მოეწერა გაერთიანებული ერების ადამიანის უფლებათა დეკლარაციას, რომელიც ადამიანის უნივერსალურ და საყოველთაო უფლებათა დაცვას პოლიტიკური საქმიანობის უმთავრეს ამოცანად აცხადებს. ამ დღის უკან კაცობრიობის ხანგრძლივი ისტორია, მრავალი საუკუნის უდიდეს მოაზროვნეთა ძალისხმევა დგას.
ადამიანის უფლებები უმთავრესი ეთიკური პრინციპებია, რომლებიც მარადიულ ფასეულობებად აცხადებს ადამიანთა თავისუფლებასა და თანასწორობას - მათ შორის ყველა განსხვავებათა მიუხედავად.
"საქართველოს კონსტიტუცია ამკვიდრებს და იცავს ამ უფლებებსა და თავისუფლებებს, როგორც წარუვალ და უზენაეს ღირებულებებს.
თუმცა, სამწუხაროდ, ჯერაც არ ვართ თავისუფალი სხვადასხვა მოტივებით ადამიანის უფლებათა დარღვევის ფაქტებისაგან. მსგავსი მოვლენები რომ ავიცილოთ თავიდან, კვლავ ბევრი მუშაობა გვმართებს.
უპირველეს ყოვლისა, საჭიროა მართლმსაჯულების სისტემის სრულყოფა იმგვარად, რომ მოქალაქეებს ჰქონდეთ ურყევი რწმენა - მათი უფლებების არც ერთი დარღვევა არ დარჩება სათანადო რეაგირების გარეშე. საჭიროა ხელისუფლების კონსოლიდირებული მუშაობა უფლებათა დარღვევის სოციალურ, ეკონომიკურ, ყველა სხვა წინაპირობათა აღმოსაფხვრელად.
ამასთან, საზოგადოების თითოეულმა წევრმა თავისი ძალისხმევა უნდა მოახმაროს ამ საქმეს. უნდა გავითავისოთ, რომ სხვათა უფლებების დაცვით ვიცავთ საკუთარ უფლებებსაც.
ადამიანის უფლებების დაცვისთვის ძალისხმევას ჩემი საქმიანობის უმთავრეს ამოცანად მივიჩნევ. ვპირდები ჩემს თანამოქალაქეებს, რომ მუდამ ვიდგები თითოეული მათგანის თავისუფლების სადარაჯოზე", - ნათქვამია გიორგი მარგველაშვილის მიმართვაში, რომელიც პრეზიდენტის ადმინისტრაციის პრესსამსახურმა გაავრცელა.
პოლიტიკა
- ჩვენთვის მთავარია, მშობლებმა, საზოგადოებამ ნახონ საქართველოს ხელისუფლების ზრუნვა ბავშვებზე, რაც შეეხება რადიკალების ჯგუფს, მორალი მათთვის არ მოქმედებს, სიკეთესაც ზიზღით აკეთებენ - პაპუაშვილი
- საქართველოში ხორბლის იმპორტი ფაქტობრივად 100%-ით ჩამოკიდებულია რუსეთზე, რომელსაც ოკუპირებული აქვს საქართველოს ტერიტორიების 20%, სამხედრო ბაზები აქვს და უკანასკნელი 30 წლის განმავლობაში გენოციდი აქვს ნაწარმოები - თაზო დათუნაშვილი
- რუსთავში არასრულწლოვანმა კაცი მოკლა
- როგორც ჩანს, „ალიანსი“ დაიშლება, ახლა ვინ რომელ ფლანგზე წავა, არის ის ტაქტიკური გადანაწილება, რომელიც არაერთხელ ჩაატარეს გარედან დაკვეთით - შალვა პაპუაშვილი
მსოფლიო
- უკრაინამ რუსეთის ტყვეობიდან 186 მოქალაქე დაიბრუნა
- უნგრეთი საქართველოს მოქალაქეებისთვის სამუშაო ვიზების გაცემას აჩერებს
- პეტერ მადიარი აცხადებს, რომ მზადაა მომავალ კვირაში ვოლოდიმირ ზელენსკის შეხვდეს
- რუსეთის მასირებული თავდასხმის შედეგად, დნიპროში დაღუპულთა რაოდენობა 12-მდე გაიზარდა, მათ შორის 2 ბავშვია
კონფლიქტები
- ოკუპირებულ აფხაზეთში ე.წ. პარლამენტიდან რუსეთთან „საინვესტიციო ხელშეკრულების“ ე.წ. კანონპროექტის გატანისთვის ემზადებიან
- რუსეთმა ოკუპირებულ აფხაზეთს დაფინანსება შეუჩერა
- რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ სოფელ დირბის მიმდებარედ, უკანონოდ დაკავებული საქართველოს ორი მოქალაქე თავისუფალია - სუს-ი
- ოკუპირებულ აფხაზეთში მი-24 ჩამოვარდა
ბიზნესი
- „თეგეტა მოტორსი“ კამპანია „გაიარე მეტის“ ფარგლებში ავტო და მოტოპროექტების მხარდამჭერია
- „ქალი მართავს“ - „თეგეტას“ კამპანიამ KIAF-ის 11 ჯილდო მოიპოვა
- „თეგეტამ“ Datamind-თან პარტნიორობით მონაცემთა მართვის სისტემა გარდაქმნა
- „გაიარე მეტი უსაფრთხოდ“ - „თეგეტას“ ახალი კამპანია საგზაო უსაფრთხოების კულტურის გასაძლიერებლად
თავდაცვა
- სუ-25-ის კატასტროფის ადგილზე, საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებები დასრულებულია - თავდაცვის სამინისტრო
- საქართველო პოლონეთისგან საზენიტო-სარაკეტო კომპლექსს შეისყიდის
- წლის ბოლომდე გამოვუშვებთ ქართული წარმოების უპილოტო საფრენ აპარატებს - ჯუანშერ ბურჭულაძე
- აშშ საქართველოს რუსეთის წინააღმდეგ თავდაცვის გასაძლიერებლად $35 მილიონს გამოუყოფს
სპორტი
- ხვიჩა კვარაცხელიას „პარი სენ-ჟერმენი“ ჩემპიონთა ლიგის გამარჯვებულია
- გურამ კაშია სანაკრებო კარიერას ასრულებს
- მთელი მატჩის განმავლობაში მასპინძელი გუნდის გულშემატკივართა ნაწილი პროვოცირებდა და შეურაცხყოფას აყენებდა ჯაბა კანკავას, გვჯერა, სადისციპლინო კომიტეტი სამართლიან გადაწყვეტილებას მიიღებს - "დინამო თბილისი"
- საქართველოს ნაკრები ერთა ლიგის პლეი ოფში სომხეთს შეხვდება

















