საქართველოს და თურქმენეთის პრეზიდენტებმა ეკონომიკური პროექტები განიხილეს
საქართველო, თბილისი - 18:01 | 11.12.2015 ნანახია: 1835
თურქმენეთში სამუშაო ვიზიტის ფარგლებში, საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი თურქმენეთის პრეზიდენტს გურბანგულ ბერდიმუჰამედოვს შეხვდა.
შეხვედრისას ორივე ქვეყნის პრეზიდენტებმა საქართველო-თურქმენეთის გააქტიურებული პოლიტიკური დიალოგის მხარდაჭერის საკითხი დაადასტურეს და გასული წლის მუშაობის შედეგები შეაჯამეს.
საქართველოს პრეზიდენტის აღნიშნა, ქვეყნებს შორის გააქტიურებულმა პოლიტიკურმა ურთიერთობებმა ასახვა ჰპოვა ეკონომიკურ თანამშრომლობაზეც, მნიშნელოვნად გაიზარდა სავაჭრო ბრუნვა,ტურისტების რაოდენობა, ინვესტიციები. 2015 წლის 10 თვის მონაცემების მიხედვით, საქართველო თურქმენეთს შორის სავაჭრო ბრუნვა, წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელთან შედარებით, 63 პროცენტითაა გაზრდილი.
საქართველოს პრეზიდენტმა გურბანგულ ბერდიმუჰამედოვს „აღმოსავლეთ - დასავლეთის" გაზსადენის პროექტის განხორციელება მიულოცა და აღნიშნა, რომ საქართველოსათვის, როგორც სატრანზიტო ქვენისთვის, ამ გაზსადენის ამუშავება ევროპაში თურქმენული გაზის შემდგომი ტრანსპორტირების წინაპირობას ქმნის.
პრეზიდენტის განცხადებით, საქართველო წარმოადგენს ე.წ. „სამხრეთის გაზის დერეფნის" აქტიურ მონაწილე მხარეს, რომლის სრულმასშტაბიანი ამოქმედებისათვის თურქმენეთის ნახშირწყალბადებისრესურსს დიდი მნიშვნელობა აქვს.
აქედან გამომდინარე, საქართველო სრულად უჭერს მხარს მიმდინარე წლის მაისში მიღებულ „აშხაბადის დეკლარაციას" და მიესალმება ტრანს-კასპიური მილსადენის მშენებლობის ხელშეწყობის მიზნითევროკავშირის ინიციატივით სამუშაო ჯგუფის შექმნას.
საქართველოს პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ „აბრეშუმის" გზა" თურქმენეთსა და საქართველოს შორის უფრო ფართო სატრანსპორტო თანამშრომლობის პერსპექტივას ქმნის.
პრეზიდენტმა ხაზი გაუსვა, პროექტის «Lapis Lazuli» მნიშვნელობას, რომელიც წარმოადგენს ავღანური მხარის ინიციატივას, რომელიც მიზნად ისახავს ავღანეთს, თურქმენეთს, აზერბაიჯანს,საქართველოსა და თურქეთს შორის სატრანსპორტო, სატრანზიტო და სავაჭრო ურთიერთობების განვითარებას.
საქართველოს პრეზიდენტმა კონფლიქტური რეგიონებში არსებული ვითარების შესახებ ისაუბრა და განაცხადა, რომ საერთაშორისო თანამეგობრობამ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებისარაღიარების პოლიტიკა უნდა გააგრძელოს.
გიორგი მარგველაშვილმა თურქმენეთის პრეზიდენტს საჩუქრად კავკასიური ნაგაზი გადასცა.
საქართველოს პრეზიდენტი თურქმენეთში სხვადასხვა ქვეყნის ლიდერებთან ორმხრივ შეხვედრებს გამართავს - მათ შორის თურქმენეთის პრეზიდენტ გურბანგულ ბერდიმუჰამედოვთან, თურქეთისრესპუბლიკის პრეზიდენტ რეჯეპ ტაიპ ერდოღანთან, ავღანეთის ისლამური რესპუბლიკის პრეზიდენტთან აშრაფ ღანისთან, მოლდოვას რესპუბლიკის პრეზიდენტთან ნიკოლაე ტიმოფტისთან დაყირგიზეთის რესპუბლიკის პრეზიდენტ ალმაზბეკ ატამბაევთან, ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის თავმჯდომარის მოადგილე ლი იუანჩაოსთან და ირანის პირველ ვიცეპრეზიდენტ ეშაკ ჯაჰანგირთან.
პოლიტიკა
- ლუქსემბურგის მხარეს ვთხოვეთ, ევროკომისიასთან დააყენოს საკითხი საქართველოსთან დიალოგის განახლების შესახებ, მზად ვართ კრიტიკულ საკითხებზე სასაუბროდ - ნიკოლოზ სამხარაძე
- არსებული ურთიერთობების გათვალისწინებით, საქართველო ყირგიზეთს განიხილავს არა მხოლოდ როგორც მნიშვნელოვან და საიმედო პარტნიორს, არამედ როგორც მეგობარს - ირაკლი კობახიძე
- ჩვენთვის მთავარია, მშობლებმა, საზოგადოებამ ნახონ საქართველოს ხელისუფლების ზრუნვა ბავშვებზე, რაც შეეხება რადიკალების ჯგუფს, მორალი მათთვის არ მოქმედებს, სიკეთესაც ზიზღით აკეთებენ - პაპუაშვილი
- საქართველოში ხორბლის იმპორტი ფაქტობრივად 100%-ით ჩამოკიდებულია რუსეთზე, რომელსაც ოკუპირებული აქვს საქართველოს ტერიტორიების 20%, სამხედრო ბაზები აქვს და უკანასკნელი 30 წლის განმავლობაში გენოციდი აქვს ნაწარმოები - თაზო დათუნაშვილი
საზოგადოება
- PSP-ს კამპანია Cannes Lions-ის ორ ყველაზე პრესტიჟულ კატეგორიაში მოხვდა
- მახსოვს, როგორ ვიკრიბებოდით ე.წ. "იატაკქვეშეთში"… ვემზადებოდით რადიკალური ქმედებისთვის იმ შემთხვევაში,თუ ქუჩის აქციები კულმინაციას და შეუქცევადობას მიაღწევდენენ - მოროშკინა
- 6-8 ივნისს თბილისში ჰაერის ტემპერატურა 29 გრადუსამდე მოიმატებს
- კამპანია "ჩიტებს ფრენა არ ავიწყდებათ" - KIAF-ის გრან-პრისა და 9 ჯილდოს მფლობელი გახდა
სამართალი
- ელენე ხოშტარიას ჯანმრთელობის მდგომარეობა უარესდება, აქვს მოძრაობის გაძნელება, თურქი ექიმების შეფასებით, სათანადო მკურნალობის გარეშე, შესაძლოა, მის ჯანმრთელობას გამოუსწორებელი ზიანი მიადგეს - ადვოკატი
- აჭარაში ნარკოდანაშაულის ბრალდებით ორი პირი დააკავეს
- სამართალდამცველებმა ნარკოდანაშაულის ბრალდებით შვიდი პირი დააკავეს, ამოღებულია ნახევარ კილოგრამამდე „მეთადონი“
- სენაკში შვილმა მამა დაჭრა
კონფლიქტები
- ოკუპირებულ აფხაზეთში ე.წ. პარლამენტიდან რუსეთთან „საინვესტიციო ხელშეკრულების“ ე.წ. კანონპროექტის გატანისთვის ემზადებიან
- რუსეთმა ოკუპირებულ აფხაზეთს დაფინანსება შეუჩერა
- რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ სოფელ დირბის მიმდებარედ, უკანონოდ დაკავებული საქართველოს ორი მოქალაქე თავისუფალია - სუს-ი
- ოკუპირებულ აფხაზეთში მი-24 ჩამოვარდა
ბიზნესი
- „თეგეტა მოტორსის“ გეზის ფილიალში მომსახურების უნივერსალიზებული მოდელი დაინერგა
- „ტოიოტა ცენტრი თეგეტამ“ Toyota Ichiban-ის ჯილდო უკვე მეორედ მოიპოვა
- 1 ამპერი = 2 ლარი - „თეგეტა მოტორსის“ უპრეცედენტო შეთავაზება „ენერჯაიზერის“ აკუმულატორებზე
- „თეგეტა მოტორსი“ კამპანია „გაიარე მეტის“ ფარგლებში ავტო და მოტოპროექტების მხარდამჭერია
თავდაცვა
- სუ-25-ის კატასტროფის ადგილზე, საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებები დასრულებულია - თავდაცვის სამინისტრო
- საქართველო პოლონეთისგან საზენიტო-სარაკეტო კომპლექსს შეისყიდის
- წლის ბოლომდე გამოვუშვებთ ქართული წარმოების უპილოტო საფრენ აპარატებს - ჯუანშერ ბურჭულაძე
- აშშ საქართველოს რუსეთის წინააღმდეგ თავდაცვის გასაძლიერებლად $35 მილიონს გამოუყოფს
სპორტი
- ხვიჩა კვარაცხელიას „პარი სენ-ჟერმენი“ ჩემპიონთა ლიგის გამარჯვებულია
- გურამ კაშია სანაკრებო კარიერას ასრულებს
- მთელი მატჩის განმავლობაში მასპინძელი გუნდის გულშემატკივართა ნაწილი პროვოცირებდა და შეურაცხყოფას აყენებდა ჯაბა კანკავას, გვჯერა, სადისციპლინო კომიტეტი სამართლიან გადაწყვეტილებას მიიღებს - "დინამო თბილისი"
- საქართველოს ნაკრები ერთა ლიგის პლეი ოფში სომხეთს შეხვდება

















