პენიტენციურ დაწესებულებებში მსჯავრდებულების მიერ შექმნილი ნაკეთობების რეალიზაცია მოხდება
საქართველო, თბილისი - 18:29 | 11.12.2015 ნანახია: 2190
საქართველოს მთავრობის სხდომაზე დღეს „პატიმრობის კოდექსში“ ცვლილებების შეტანის შესახებ სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს მიერ ინიცირებული კანონპროექტი განიხილეს.
საკანონმდებლო ცვლილების თანახმად, სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრის ბრძანებით დადგენილი წესით, მსჯავრდებულებს საშუალება მიეცემათ პენიტენციურ დაწესებულებაში მათ მიერ წარმოებული სხვადასხვა ნაკეთობების რეალიზაცია მოახდინონ. ამის შედეგად მიღებული თანხა კი, მსჯავრდებულების პირად საბანკო ანგარიშზე ჩაირიცხება. სასჯელაღსრულების სამინისტრო იღებს ვალდებულებას ამისთვის საჭირო ყველა პირობა შექმნას, მათ შორის, საუბარია ონლაინ მაღაზიის შექმნაზეც. პენიტენციურ დაწესებულებებში არაერთი მსჯავრდებული ამზადებს სხვადასხვა ტიპის ნაკეთობებს - მინანქრისა და თექის ნაწარმი და სხვა. კანონის არსებული რედაქცია კი, მათი რეალიზაციის საშუალებას არ იძლევა.
გარდა ამისა, ცვლილებების თანახმად, შესაძლებელი გახდება სხვადასხვა ხელობის მქონე მსჯავრდებულები პენიტენციური დაწესებულების მცირე მასშტაბის სარემონტო სამუშაოებზე დასაქმდნენ.
აღნიშნული ინიციატივის ფარგლებში, სამინისტრო მცირე სამუშაო ჯგუფების შექმნას გეგმავს, რომლებსაც გადაამზადებს და მათი მეშვეობით პენიტენციურ დაწესებულებაში მცირე სარემონტო სამუშაოების შესრულებას უზრუნველყოფს. ამის შედეგად, მსჯავრდებულებს სამუშაო უნარები გამოუმუშავდებათ, შესრულებული სამუშაოსთვის კი, შესაბამის ანაზღაურებას მიიღებენ. მსგავსი ღონისძიებები მსჯავრდებულთა რესოციალიზაცია/რეაბილიტაციას და საზოგადოებაში მათ ეფექტურ ინტეგრაციას შეუწყობს ხელს.
პოლიტიკა
- ჩვენთვის მთავარია, მშობლებმა, საზოგადოებამ ნახონ საქართველოს ხელისუფლების ზრუნვა ბავშვებზე, რაც შეეხება რადიკალების ჯგუფს, მორალი მათთვის არ მოქმედებს, სიკეთესაც ზიზღით აკეთებენ - პაპუაშვილი
- საქართველოში ხორბლის იმპორტი ფაქტობრივად 100%-ით ჩამოკიდებულია რუსეთზე, რომელსაც ოკუპირებული აქვს საქართველოს ტერიტორიების 20%, სამხედრო ბაზები აქვს და უკანასკნელი 30 წლის განმავლობაში გენოციდი აქვს ნაწარმოები - თაზო დათუნაშვილი
- რუსთავში არასრულწლოვანმა კაცი მოკლა
- როგორც ჩანს, „ალიანსი“ დაიშლება, ახლა ვინ რომელ ფლანგზე წავა, არის ის ტაქტიკური გადანაწილება, რომელიც არაერთხელ ჩაატარეს გარედან დაკვეთით - შალვა პაპუაშვილი
მსოფლიო
- უკრაინამ რუსეთის ტყვეობიდან 186 მოქალაქე დაიბრუნა
- უნგრეთი საქართველოს მოქალაქეებისთვის სამუშაო ვიზების გაცემას აჩერებს
- პეტერ მადიარი აცხადებს, რომ მზადაა მომავალ კვირაში ვოლოდიმირ ზელენსკის შეხვდეს
- რუსეთის მასირებული თავდასხმის შედეგად, დნიპროში დაღუპულთა რაოდენობა 12-მდე გაიზარდა, მათ შორის 2 ბავშვია
კონფლიქტები
- ოკუპირებულ აფხაზეთში ე.წ. პარლამენტიდან რუსეთთან „საინვესტიციო ხელშეკრულების“ ე.წ. კანონპროექტის გატანისთვის ემზადებიან
- რუსეთმა ოკუპირებულ აფხაზეთს დაფინანსება შეუჩერა
- რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ სოფელ დირბის მიმდებარედ, უკანონოდ დაკავებული საქართველოს ორი მოქალაქე თავისუფალია - სუს-ი
- ოკუპირებულ აფხაზეთში მი-24 ჩამოვარდა
ბიზნესი
- „თეგეტა მოტორსი“ კამპანია „გაიარე მეტის“ ფარგლებში ავტო და მოტოპროექტების მხარდამჭერია
- „ქალი მართავს“ - „თეგეტას“ კამპანიამ KIAF-ის 11 ჯილდო მოიპოვა
- „თეგეტამ“ Datamind-თან პარტნიორობით მონაცემთა მართვის სისტემა გარდაქმნა
- „გაიარე მეტი უსაფრთხოდ“ - „თეგეტას“ ახალი კამპანია საგზაო უსაფრთხოების კულტურის გასაძლიერებლად
თავდაცვა
- სუ-25-ის კატასტროფის ადგილზე, საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებები დასრულებულია - თავდაცვის სამინისტრო
- საქართველო პოლონეთისგან საზენიტო-სარაკეტო კომპლექსს შეისყიდის
- წლის ბოლომდე გამოვუშვებთ ქართული წარმოების უპილოტო საფრენ აპარატებს - ჯუანშერ ბურჭულაძე
- აშშ საქართველოს რუსეთის წინააღმდეგ თავდაცვის გასაძლიერებლად $35 მილიონს გამოუყოფს
სპორტი
- ხვიჩა კვარაცხელიას „პარი სენ-ჟერმენი“ ჩემპიონთა ლიგის გამარჯვებულია
- გურამ კაშია სანაკრებო კარიერას ასრულებს
- მთელი მატჩის განმავლობაში მასპინძელი გუნდის გულშემატკივართა ნაწილი პროვოცირებდა და შეურაცხყოფას აყენებდა ჯაბა კანკავას, გვჯერა, სადისციპლინო კომიტეტი სამართლიან გადაწყვეტილებას მიიღებს - "დინამო თბილისი"
- საქართველოს ნაკრები ერთა ლიგის პლეი ოფში სომხეთს შეხვდება

















