კორეის განვითარების სააგენტომ საგარეო საქმეთა სამინისტროს 100,000 აშშ დოლარის ღირებულების კომპიუტერული ტექნიკა გადასცა
საქართველო, თბილისი - 17:45 | 15.12.2015 ნანახია: 1983
დღეს საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ეწვია კორეის რესპუბლიკის დელეგაცია, რომელსაც მინისტრის მოადგილე, დავით ჯალაღანიამ უმასპინძლა. დელეგაციაში შედიოდა კორეის რესპუბლიკის ახლადდანიშნული ელჩი საქართველოში, კიმ ჩან გიუ (Kim Chang-gyu), კორეის საერთაშორისო თანამშრომლობის სააგენტოს ხელმძღვანელი ჩოი იონჯე (Mr. Choi Yonjae) და კორეის რესპუბლიკის საელჩოს თბილისის ოფისის საქმეთა დროებითი რწმუნებული კიმ ინ ჰვანი (Kim In-hwan).
შეხვედრაზე განხილულ იქნა საქართველოსა და კორეის რესპუბლიკას შორის არსებული ორმხრივი ურთიერთობები. განსაკუთრებით აღინიშნა საქართველოსა და სააგენტოს შორის გააქტიურებული თანამშრომლობა და მათი შემდგომი განვითარების პერსპექტივები. მინისტრის მოადგილემ განიხილა განვითარების სააგენტოში საქართველოს მთავრობის მიერ წარდგენილი სამი პროექტის მნიშვნელობა საქართველოსთვის (პროექტები ეხება სოფლის მეურნეობის, ჯანდაცვისა და გარემოს დაცვის საკითხებს). სააგენტო პროექტების შესაძლო დაფინასების შესახებ გადაწყვეტილებას 2017 წელს მიიღებს.
ქართულმა მხარემ მადლობა გადაუხადა სააგენტოს აქტიური თანამშრომლობისთვის და 2013 და 2015 წლებში საგარეო საქმეთა სამინისტროსთვის მინიჭებული საგრანტო დახმარებისთვის, რომლის ფარგლებში სამინისტროს გადმოეცა დაახლოებით 100,000 აშშ დოლარის ღირებულების კომპიუტერული ტექნიკა და აღჭურვილობა. შეხვედრის დასრულების შემდგომ მხარეები სიტყვით გამოვიდნენ და დააფიქსირეს მზადყოფნა, გააღრმაონ შემდგომი თანამშრომლობა.
კორეის განვითარების სააგენტო 1991 წელს დაარსა კორეის საგარეო ურთიერთობათა და ვაჭრობის სამინისტრომ, როგორც სამთავრობო ორგანიზაცია, რომელიც კურირებს სახელწმიფოს ოფიციალური განვითარების დახმარების პოლიტიკას (ODA). სააგენტოს მიზანია გლობალური განვითარების დღისწესრიგის უზრუნველყოფაში წვლილის შეტანა პარტნიორი ქვეყნების მდგრადი სოციალურ-ეკონომიკური განვითარების ხელშეწყობის გზით. ორგანიზაცია დაარსების დღიდან არაერთ პროექტს ახორციელებს. საგარეო საქმეთა სამინისტროს მიზანია ქვეყნის განვითარების დღისწესრიგის გათვალისწინებით აქტუალური პროექტების რეალიზაციისთვის სააგენტოსთან ნაყოფიერი თანამშრომლობის შემდგომი გაღრმავება.
პოლიტიკა
- ჩვენთვის მთავარია, მშობლებმა, საზოგადოებამ ნახონ საქართველოს ხელისუფლების ზრუნვა ბავშვებზე, რაც შეეხება რადიკალების ჯგუფს, მორალი მათთვის არ მოქმედებს, სიკეთესაც ზიზღით აკეთებენ - პაპუაშვილი
- საქართველოში ხორბლის იმპორტი ფაქტობრივად 100%-ით ჩამოკიდებულია რუსეთზე, რომელსაც ოკუპირებული აქვს საქართველოს ტერიტორიების 20%, სამხედრო ბაზები აქვს და უკანასკნელი 30 წლის განმავლობაში გენოციდი აქვს ნაწარმოები - თაზო დათუნაშვილი
- რუსთავში არასრულწლოვანმა კაცი მოკლა
- როგორც ჩანს, „ალიანსი“ დაიშლება, ახლა ვინ რომელ ფლანგზე წავა, არის ის ტაქტიკური გადანაწილება, რომელიც არაერთხელ ჩაატარეს გარედან დაკვეთით - შალვა პაპუაშვილი
მსოფლიო
- უკრაინამ რუსეთის ტყვეობიდან 186 მოქალაქე დაიბრუნა
- უნგრეთი საქართველოს მოქალაქეებისთვის სამუშაო ვიზების გაცემას აჩერებს
- პეტერ მადიარი აცხადებს, რომ მზადაა მომავალ კვირაში ვოლოდიმირ ზელენსკის შეხვდეს
- რუსეთის მასირებული თავდასხმის შედეგად, დნიპროში დაღუპულთა რაოდენობა 12-მდე გაიზარდა, მათ შორის 2 ბავშვია
კონფლიქტები
- ოკუპირებულ აფხაზეთში ე.წ. პარლამენტიდან რუსეთთან „საინვესტიციო ხელშეკრულების“ ე.წ. კანონპროექტის გატანისთვის ემზადებიან
- რუსეთმა ოკუპირებულ აფხაზეთს დაფინანსება შეუჩერა
- რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ სოფელ დირბის მიმდებარედ, უკანონოდ დაკავებული საქართველოს ორი მოქალაქე თავისუფალია - სუს-ი
- ოკუპირებულ აფხაზეთში მი-24 ჩამოვარდა
ბიზნესი
- 1 ამპერი = 2 ლარი - „თეგეტა მოტორსის“ უპრეცედენტო შეთავაზება „ენერჯაიზერის“ აკუმულატორებზე
- „თეგეტა მოტორსი“ კამპანია „გაიარე მეტის“ ფარგლებში ავტო და მოტოპროექტების მხარდამჭერია
- „ქალი მართავს“ - „თეგეტას“ კამპანიამ KIAF-ის 11 ჯილდო მოიპოვა
- „თეგეტამ“ Datamind-თან პარტნიორობით მონაცემთა მართვის სისტემა გარდაქმნა
თავდაცვა
- სუ-25-ის კატასტროფის ადგილზე, საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებები დასრულებულია - თავდაცვის სამინისტრო
- საქართველო პოლონეთისგან საზენიტო-სარაკეტო კომპლექსს შეისყიდის
- წლის ბოლომდე გამოვუშვებთ ქართული წარმოების უპილოტო საფრენ აპარატებს - ჯუანშერ ბურჭულაძე
- აშშ საქართველოს რუსეთის წინააღმდეგ თავდაცვის გასაძლიერებლად $35 მილიონს გამოუყოფს
სპორტი
- ხვიჩა კვარაცხელიას „პარი სენ-ჟერმენი“ ჩემპიონთა ლიგის გამარჯვებულია
- გურამ კაშია სანაკრებო კარიერას ასრულებს
- მთელი მატჩის განმავლობაში მასპინძელი გუნდის გულშემატკივართა ნაწილი პროვოცირებდა და შეურაცხყოფას აყენებდა ჯაბა კანკავას, გვჯერა, სადისციპლინო კომიტეტი სამართლიან გადაწყვეტილებას მიიღებს - "დინამო თბილისი"
- საქართველოს ნაკრები ერთა ლიგის პლეი ოფში სომხეთს შეხვდება

















