პარლამენტის თავმჯდომარე ევროპის საბჭოს ადგილობრივი და რეგიონული კონგრესის პრეზიდენტს შეხვდა
საქართველო, თბილისი - 12:54 | 16.12.2015 ნანახია: 2132
პარლამენტის თავმჯდომარე დავით უსუფაშვილმა საქართველოში სამუშაო ვიზიტად მყოფი ევროპის საბჭოს ადგილობრივი და რეგიონული კონგრესის პრეზიდენტი, ჟან-კლოდ ფრეკონი მიიღო. შეხვედრა, რომელიც დეცენტრალიზაციის და თვითმმართველობის რეფორმის საკითხების განხილვას დაეთმო, მხარეებმა ადგილობრივი და რეგიონული მმართველობის მნიშვნელობაზე ისაუბრეს.
პარლამენტის თავმჯდომარის შეფასებით, საქართველოს და ევროპის საბჭოს ურთიერთობა წარმატებულად და ნაყოფიერად მიმდინარეობს და ამ თანამშრომლობის ფორმატში ქვეყნისთვის ბევრი სასიკეთო რამ გაკეთდა. რაც შეეხება ადგილობრივი და რეგიონული ხელისუფლების კონგრესთან ურთიერთობას, იგი დიდ დახმარებას უწევს ქვეყანას დეცენტრალიზაციის და თვითმმართველობის რეფორმის წარმატებულად განხორციელების საკითხებში.
„საქართველომ დაიწყო რეალური დეცენტრალიზაცია, რომელსაც ფინანსური და ეკონომიკური საფუძვლების შექმნაც მოყვება. ქვეყანას უკვე 71 არჩეული მერი და მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელი ჰყავს, მაშინ როცა მხოლოდ დედაქალაქს მართავდა არჩეული მერი. ხელშეკრულება, რომლის ხელმოსაწერადაც ევროპელი სტუმარი ეწვია საქართველოს, პარლამენტისთვის ერთ-ერთ სახელმძღვანელოდ იქცევა, რაც საკანონმდებლო ორგანოს მუშაობას სხვადასხვა მიმართულებით მნიშვნელოვნად დაეხმარება", - განაცხადა დავით უსუფაშვილმა.
ჟან-კლოდ ფრეკონიმ დეცენტრალიზაციის პროცესზე საუბრისას მაგალითად საფრანგეთის მოდელი მოიყვანა და აღნიშნულ პროცესს ვრცელი და შრომატევადი უწოდა. მისი განცხადებით, ადგილობრივი და რეგიონული ხელისუფლებათა კონგრესის თანამშრომლობა საქართველოსთან წარმატებულად მიმდინარეობს, რასაც მოწმობს მონიტორინგის პროცესის დასრულება და პოსტმონიტორინგის რეჟიმში გადასვლა. მისივე შეფასებით, "ROAD MAP"-ის ხელშეკრულება, რომელიც ამ დღეებში გაფორმდება ქართულ მხარესთან, საკმაოდ თხელი დოკუმენტია, რადგან ქვეყანამ კანონმდებლობის დონეზე უმეტესი რეკომენდაცია უკვე მიიღო და მთავრობასთან მჭიდრო თანამშრომლობით განახორციელა კიდეც.
„ჩვენ მზად ვართ ყველა შესაძლო გზით დავეხმაროთ საქართველოს ამ პროცესების წარმატებულად განხორციელებაში და ასევე ქვეყნის ერთიანობის შენარჩუნების საქმეშიც ჩვენი წვლილი შევიტანოთ. ჩვენ ვგმობთ ყველანაირ ოკუპაციას და ევროპის საბჭოს ყველა ხელმომწერი ქვეყანის საზღვარს პატივი უნდა ეცეს", - განაცხადა კონგრესის პრეზიდენტმა.
ევროპის საბჭოს ადგილობრივი და რეგიონული ხელისუფლებათა კონგრესი პან-ევროპული ასამბლეაა, რომელიც ხელს უწყობს ადგილობრივ და რეგიონულ დონეზე დემოკრატიული ღირებულებების განმტკიცებას, თვითმმართველობის საქმიანობის გაუმჯობესებას და ხელისუფლების უფლებამოსილების გაზრდას. კონგრესი აქტიურად თანამშრომლობს საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროსთან. შესაბამისად, მომზადდა ე.წ. „Road Map", რომელიც მიზნად ისახავს რეგიონული მიმართულებით თანამშრომლობის გააქტიურებას. აღნიშნულ ხელშეკრულებას ჟან-კლოდ ფრეკონი და რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი, ნოდარ ჯავახიშვილი მოაწერენ ხელს და ამით საქართველო, პორტუგალიის და უკრაინის შემდეგ, გახდება მესამე ქვეყანა, ვისაც მსგავსი დოკუმენტი ექნება გაფორმებული ევროპის საბჭოს ადგილობრივი და რეგიონული ხელისუფლებათა კონგრესთან.
პოლიტიკა
- ჩვენთვის მთავარია, მშობლებმა, საზოგადოებამ ნახონ საქართველოს ხელისუფლების ზრუნვა ბავშვებზე, რაც შეეხება რადიკალების ჯგუფს, მორალი მათთვის არ მოქმედებს, სიკეთესაც ზიზღით აკეთებენ - პაპუაშვილი
- საქართველოში ხორბლის იმპორტი ფაქტობრივად 100%-ით ჩამოკიდებულია რუსეთზე, რომელსაც ოკუპირებული აქვს საქართველოს ტერიტორიების 20%, სამხედრო ბაზები აქვს და უკანასკნელი 30 წლის განმავლობაში გენოციდი აქვს ნაწარმოები - თაზო დათუნაშვილი
- რუსთავში არასრულწლოვანმა კაცი მოკლა
- როგორც ჩანს, „ალიანსი“ დაიშლება, ახლა ვინ რომელ ფლანგზე წავა, არის ის ტაქტიკური გადანაწილება, რომელიც არაერთხელ ჩაატარეს გარედან დაკვეთით - შალვა პაპუაშვილი
მსოფლიო
- უკრაინამ რუსეთის ტყვეობიდან 186 მოქალაქე დაიბრუნა
- უნგრეთი საქართველოს მოქალაქეებისთვის სამუშაო ვიზების გაცემას აჩერებს
- პეტერ მადიარი აცხადებს, რომ მზადაა მომავალ კვირაში ვოლოდიმირ ზელენსკის შეხვდეს
- რუსეთის მასირებული თავდასხმის შედეგად, დნიპროში დაღუპულთა რაოდენობა 12-მდე გაიზარდა, მათ შორის 2 ბავშვია
კონფლიქტები
- ოკუპირებულ აფხაზეთში ე.წ. პარლამენტიდან რუსეთთან „საინვესტიციო ხელშეკრულების“ ე.წ. კანონპროექტის გატანისთვის ემზადებიან
- რუსეთმა ოკუპირებულ აფხაზეთს დაფინანსება შეუჩერა
- რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ სოფელ დირბის მიმდებარედ, უკანონოდ დაკავებული საქართველოს ორი მოქალაქე თავისუფალია - სუს-ი
- ოკუპირებულ აფხაზეთში მი-24 ჩამოვარდა
ბიზნესი
- 1 ამპერი = 2 ლარი - „თეგეტა მოტორსის“ უპრეცედენტო შეთავაზება „ენერჯაიზერის“ აკუმულატორებზე
- „თეგეტა მოტორსი“ კამპანია „გაიარე მეტის“ ფარგლებში ავტო და მოტოპროექტების მხარდამჭერია
- „ქალი მართავს“ - „თეგეტას“ კამპანიამ KIAF-ის 11 ჯილდო მოიპოვა
- „თეგეტამ“ Datamind-თან პარტნიორობით მონაცემთა მართვის სისტემა გარდაქმნა
თავდაცვა
- სუ-25-ის კატასტროფის ადგილზე, საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებები დასრულებულია - თავდაცვის სამინისტრო
- საქართველო პოლონეთისგან საზენიტო-სარაკეტო კომპლექსს შეისყიდის
- წლის ბოლომდე გამოვუშვებთ ქართული წარმოების უპილოტო საფრენ აპარატებს - ჯუანშერ ბურჭულაძე
- აშშ საქართველოს რუსეთის წინააღმდეგ თავდაცვის გასაძლიერებლად $35 მილიონს გამოუყოფს
სპორტი
- ხვიჩა კვარაცხელიას „პარი სენ-ჟერმენი“ ჩემპიონთა ლიგის გამარჯვებულია
- გურამ კაშია სანაკრებო კარიერას ასრულებს
- მთელი მატჩის განმავლობაში მასპინძელი გუნდის გულშემატკივართა ნაწილი პროვოცირებდა და შეურაცხყოფას აყენებდა ჯაბა კანკავას, გვჯერა, სადისციპლინო კომიტეტი სამართლიან გადაწყვეტილებას მიიღებს - "დინამო თბილისი"
- საქართველოს ნაკრები ერთა ლიგის პლეი ოფში სომხეთს შეხვდება

















