ნოდარ ჯავახიშვილმა და ჟან-კლოდ ფრეკონმა ხელი მოაწერეს გზამკვლევს „ადგილობრივი და რეგიონული დემოკრატიისათვის საქართველოში“
საქართველო, თბილისი - 15:04 | 16.12.2015 ნანახია: 2038
საქართველოს რეგიონული გავითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა ნოდარ ჯავახიშვილმა და ევროპის საბჭოს ადგილობრივი და რეგიონული ხელისუფლების ორგანოთა კონგრესის პრეზიდენტმა ჟან-კლოდ ფრეკონმა ხელი მოაწერეს გზამკვლევს „ადგილობრივი და რეგიონული დემოკრატიისათვის საქართველოში“.
აღნიშნულ გზამკვლევზე ხელმოწერით, მხარეები იღებენ ვალდებულებას განაგრძონ თანამშრომლობა და პოლიტიკური დიალოგი, ადგილობრივი და რეგიონული დემოკრატიის განვითარების მიზნით, ადგილობრივი თვითთმართველობების შესახებ ევროპული ქარტიის ფარგლებში.
საქართველომ წარმატებით შეასრულა ევროსაბჭოს ადგილობრივი და რეგიონული ხელისუფლების ორგანოთა კონგრესის 2013 წლის რეკომენდაციები თვითმმართველობის რეფორმის ფარგლებში, რასაც კონგრესის პოზიტიური რეზოლუცია ადასტურებს.
გზამკვლევი ითვალისწინებს:
- ადგილობრივი თვითმმართველობების ფინანსური დამოუკიდებლობისკენ გადადგმულ ნაბიჯებს;
- კონსტიტუციაში ცვლილების შეტანას, ადგილობრივი თვითმმართველობის სფეროში სუბსიდიარობის პრინციპის ასახვისათვის;
- ადგილობრივ და ცენტრალურ ხელისუფლებას შორის კონსულტაციებს რეგიონული განვითარების მიზნით;
- მიმდინარე დეცენტრალიზაციის პროცესის მონიტორინგს.
თვითმმართველობის რეფორმის მიმართულებით საქართველომ უკვე არაერთი ნაბიჯი გადადგა, მათ შორის: შემუშავებული და დამტკიცებული იქნა თვითმმართველობის ახალი კოდექსი, შეტანილ იქნა ცვლილებები ადგილობრივი თვითმმართველობების ადმინისტრაციული და ტერიტორიული მოწყობის საკითხში, განხორციელდა აქტივობები მათი ფინანსური დამოუკიდებლობის მიმართულებით და ა.შ.
პოლიტიკა
- ჩვენთვის მთავარია, მშობლებმა, საზოგადოებამ ნახონ საქართველოს ხელისუფლების ზრუნვა ბავშვებზე, რაც შეეხება რადიკალების ჯგუფს, მორალი მათთვის არ მოქმედებს, სიკეთესაც ზიზღით აკეთებენ - პაპუაშვილი
- საქართველოში ხორბლის იმპორტი ფაქტობრივად 100%-ით ჩამოკიდებულია რუსეთზე, რომელსაც ოკუპირებული აქვს საქართველოს ტერიტორიების 20%, სამხედრო ბაზები აქვს და უკანასკნელი 30 წლის განმავლობაში გენოციდი აქვს ნაწარმოები - თაზო დათუნაშვილი
- რუსთავში არასრულწლოვანმა კაცი მოკლა
- როგორც ჩანს, „ალიანსი“ დაიშლება, ახლა ვინ რომელ ფლანგზე წავა, არის ის ტაქტიკური გადანაწილება, რომელიც არაერთხელ ჩაატარეს გარედან დაკვეთით - შალვა პაპუაშვილი
მსოფლიო
- უკრაინამ რუსეთის ტყვეობიდან 186 მოქალაქე დაიბრუნა
- უნგრეთი საქართველოს მოქალაქეებისთვის სამუშაო ვიზების გაცემას აჩერებს
- პეტერ მადიარი აცხადებს, რომ მზადაა მომავალ კვირაში ვოლოდიმირ ზელენსკის შეხვდეს
- რუსეთის მასირებული თავდასხმის შედეგად, დნიპროში დაღუპულთა რაოდენობა 12-მდე გაიზარდა, მათ შორის 2 ბავშვია
კონფლიქტები
- ოკუპირებულ აფხაზეთში ე.წ. პარლამენტიდან რუსეთთან „საინვესტიციო ხელშეკრულების“ ე.წ. კანონპროექტის გატანისთვის ემზადებიან
- რუსეთმა ოკუპირებულ აფხაზეთს დაფინანსება შეუჩერა
- რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ სოფელ დირბის მიმდებარედ, უკანონოდ დაკავებული საქართველოს ორი მოქალაქე თავისუფალია - სუს-ი
- ოკუპირებულ აფხაზეთში მი-24 ჩამოვარდა
ბიზნესი
- 1 ამპერი = 2 ლარი - „თეგეტა მოტორსის“ უპრეცედენტო შეთავაზება „ენერჯაიზერის“ აკუმულატორებზე
- „თეგეტა მოტორსი“ კამპანია „გაიარე მეტის“ ფარგლებში ავტო და მოტოპროექტების მხარდამჭერია
- „ქალი მართავს“ - „თეგეტას“ კამპანიამ KIAF-ის 11 ჯილდო მოიპოვა
- „თეგეტამ“ Datamind-თან პარტნიორობით მონაცემთა მართვის სისტემა გარდაქმნა
თავდაცვა
- სუ-25-ის კატასტროფის ადგილზე, საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებები დასრულებულია - თავდაცვის სამინისტრო
- საქართველო პოლონეთისგან საზენიტო-სარაკეტო კომპლექსს შეისყიდის
- წლის ბოლომდე გამოვუშვებთ ქართული წარმოების უპილოტო საფრენ აპარატებს - ჯუანშერ ბურჭულაძე
- აშშ საქართველოს რუსეთის წინააღმდეგ თავდაცვის გასაძლიერებლად $35 მილიონს გამოუყოფს
სპორტი
- ხვიჩა კვარაცხელიას „პარი სენ-ჟერმენი“ ჩემპიონთა ლიგის გამარჯვებულია
- გურამ კაშია სანაკრებო კარიერას ასრულებს
- მთელი მატჩის განმავლობაში მასპინძელი გუნდის გულშემატკივართა ნაწილი პროვოცირებდა და შეურაცხყოფას აყენებდა ჯაბა კანკავას, გვჯერა, სადისციპლინო კომიტეტი სამართლიან გადაწყვეტილებას მიიღებს - "დინამო თბილისი"
- საქართველოს ნაკრები ერთა ლიგის პლეი ოფში სომხეთს შეხვდება

















