აჭარის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტი ორგანიზებით, ტურიზმის რეგიონალური ფორუმი „მაგნოლია 2015“ გაიმართება

საქართველო, თბილისი - 16:39 | 17.12.2015
ნანახია: 1660

22 დეკემბერს, აჭარის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტი ორგანიზებით, ტურიზმის რეგიონალური ფორუმი „მაგნოლია 2015“ გაიმართება. როგორც დეპარტამენტში განმარტავენ, „მაგნოლია 2015“-ი წელს პირველად იმართება, რითაც რეგიონში ტურიზმის სექტორში სერვისის/მომსახურების სტანდარტების ამაღლების ღონისძიებებს ეყრება საფუძველი.

უკვე ცნობილია, რომ ფორუმზე წარმოდგენილი იქნება პროექტ „იდუმალი სტუმრის“ შედეგები. ასევე დაგეგმილია დეპარტამენტის ახალი პროექტების „რეკომენდირებულია ტურიზმის დეპარტამენტის მიერ” და “სატრენინგო-საკონსულტაციო ცენტრის” პრეზენტაციაც.

ფორუმზე მოხდება წარმატებული კომპანიების დაჯილდოება.

„მაგნოლია 2015“-ი, 22 დეკემბერს სასტუმრო „ლეოგრანდში“, 19:00 საათზე დაიწყება.


სამართალი



არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე