საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე სამუშაო ვიზიტით ირლანდიას ეწვია
საქართველო, თბილისი - 17:42 | 17.12.2015 ნანახია: 1828
16-17 დეკემბერს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე გიგი გიგიაძე სამუშაო ვიზიტით ესტუმრა ირლანდიას. ვიზიტის ფარგლებში, საქართველოს საელჩოს ახალ შენობაში გადასვლასთან დაკავშირებით, გაიმართა დროშის აღმართვის ცერემონია. ღონისძიებაზე დამსწრე საზოგადოებას სიტყვით მიმართა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ გიგი გიგიაძემ და ირლანდიის სახელმწიფო მინისტრმა განვითარების, ვაჭრობის ხელშეწყობისა და ჩრდილოეთსა და სამხრეთს შორის თანამშრომლობის საკითხებში შონ შერლოკმა.
დუბლინში ვიზიტისას მინისტრის მოადგილემ გამართა შემდეგი ორმხრივი შეხვედრები: ირლანდიის პარლამენტის წარმომადგენლობითი პალატის - „დოილის" თავმჯდომარესთან შონ ბარეტთან; სახელმწიფო მინისტრთან განვითარების, ვაჭრობის ხელშეწყობისა და ჩრდილოეთსა და სამხრეთს შორის თანამშრომლობის საკითხებში შონ შერლოკთან; იუსტიციისა და თანასწორობის დეპარტამენტის გენერალური მდივნის მოადგილესთან საერთაშორისო პოლიტიკის მიმართულებით ჯეიმს მარტინთან; საგარეო საქმეთა და ვაჭრობის დეპარტამენტის გენერალურ მდივანთან ნაიალ ბურგესთან; პარლამენტის საგარეო საქმეთა და ვაჭრობის ერთობლივი კომიტეტის თავმჯდომარესთან პატ ბრინთან და ამავე კომიტეტის წევრებთან.
მხარეებმა განიხილეს ორმხრივი და მრავალმხრივი თანამშრომლობის ფართო სპექტრი. განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო ქვეყნებს შორის სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობების გაღრმავებას. ასევე, კულტურის, საგანმანათლებლო და ტურიზმის სფეროებში თანამშრომლობის სამომავლო განვითარების პერსპექტივებს. გიგი გიგიაძემ მადლობა გადაუხადა ირლანდიურ მხარეს საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის მხარდაჭერისათვის და ევროპის საბჭოს გენერალური მდივნის მე-12 კონსოლიდირებულ ანგარიშთან დაკავშირებით გაკეთებული მხარდამჭერი განცხადებისთვის.
შეხვედრებზე დიდი ყურადღება დაეთმო საქართველოსა და ევროკავშირს შორის გაფორმებული ასოცირების შეთანხმების მნიშვნელობას და მის შემდგომ ეფექტიან იმპლემენტაციას, DCFTA-ის ჩათვლით. აღინიშნა, რომ სავიზო ლიბერალიზაცია კიდევ უფრო ხელს შეუწყობს საქართველოსა და ევროკავშირს შორის თანამშრომლობის გაღრმავებას, განსაკუთრებით ხალხთაშორისი კონტაქტების გააქტიურების კუთხით.
ასევე, განხილულ იქნა რეგიონალური უსაფრთხოების საკითხები, ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებული ვითარება და საქართველო-რუსეთის ურთიერთობები.
აგრეთვე, გაიმართა შეხვედრა კომპანიის "Shannon Group" სტრატეგიული მართვის დირექტორთან პატრიკ ედმონდთან და ფინანსურ დირექტორთან დევიდ მაკგერისთან. შეხვედრაზე განხილულ იქნა შესაძლო თანამშრომლობის პერსპექტივები.
აღინიშნა, რომ 2016 წელს, საქართველო-ირლანდიას შორის დიპლომატიური ურთიერთობების დამყარების 20 წლისთავის აღსანიშნავად, ჩატარდება მასშტაბური ღონისძიებები, მათ შორის, დაიგეგმა მაღალი დონის ვიზიტების ორგანიზება.
პოლიტიკა
- ჩვენთვის მთავარია, მშობლებმა, საზოგადოებამ ნახონ საქართველოს ხელისუფლების ზრუნვა ბავშვებზე, რაც შეეხება რადიკალების ჯგუფს, მორალი მათთვის არ მოქმედებს, სიკეთესაც ზიზღით აკეთებენ - პაპუაშვილი
- საქართველოში ხორბლის იმპორტი ფაქტობრივად 100%-ით ჩამოკიდებულია რუსეთზე, რომელსაც ოკუპირებული აქვს საქართველოს ტერიტორიების 20%, სამხედრო ბაზები აქვს და უკანასკნელი 30 წლის განმავლობაში გენოციდი აქვს ნაწარმოები - თაზო დათუნაშვილი
- რუსთავში არასრულწლოვანმა კაცი მოკლა
- როგორც ჩანს, „ალიანსი“ დაიშლება, ახლა ვინ რომელ ფლანგზე წავა, არის ის ტაქტიკური გადანაწილება, რომელიც არაერთხელ ჩაატარეს გარედან დაკვეთით - შალვა პაპუაშვილი
მსოფლიო
- უკრაინამ რუსეთის ტყვეობიდან 186 მოქალაქე დაიბრუნა
- უნგრეთი საქართველოს მოქალაქეებისთვის სამუშაო ვიზების გაცემას აჩერებს
- პეტერ მადიარი აცხადებს, რომ მზადაა მომავალ კვირაში ვოლოდიმირ ზელენსკის შეხვდეს
- რუსეთის მასირებული თავდასხმის შედეგად, დნიპროში დაღუპულთა რაოდენობა 12-მდე გაიზარდა, მათ შორის 2 ბავშვია
კონფლიქტები
- ოკუპირებულ აფხაზეთში ე.წ. პარლამენტიდან რუსეთთან „საინვესტიციო ხელშეკრულების“ ე.წ. კანონპროექტის გატანისთვის ემზადებიან
- რუსეთმა ოკუპირებულ აფხაზეთს დაფინანსება შეუჩერა
- რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ სოფელ დირბის მიმდებარედ, უკანონოდ დაკავებული საქართველოს ორი მოქალაქე თავისუფალია - სუს-ი
- ოკუპირებულ აფხაზეთში მი-24 ჩამოვარდა
ბიზნესი
- 1 ამპერი = 2 ლარი - „თეგეტა მოტორსის“ უპრეცედენტო შეთავაზება „ენერჯაიზერის“ აკუმულატორებზე
- „თეგეტა მოტორსი“ კამპანია „გაიარე მეტის“ ფარგლებში ავტო და მოტოპროექტების მხარდამჭერია
- „ქალი მართავს“ - „თეგეტას“ კამპანიამ KIAF-ის 11 ჯილდო მოიპოვა
- „თეგეტამ“ Datamind-თან პარტნიორობით მონაცემთა მართვის სისტემა გარდაქმნა
თავდაცვა
- სუ-25-ის კატასტროფის ადგილზე, საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებები დასრულებულია - თავდაცვის სამინისტრო
- საქართველო პოლონეთისგან საზენიტო-სარაკეტო კომპლექსს შეისყიდის
- წლის ბოლომდე გამოვუშვებთ ქართული წარმოების უპილოტო საფრენ აპარატებს - ჯუანშერ ბურჭულაძე
- აშშ საქართველოს რუსეთის წინააღმდეგ თავდაცვის გასაძლიერებლად $35 მილიონს გამოუყოფს
სპორტი
- ხვიჩა კვარაცხელიას „პარი სენ-ჟერმენი“ ჩემპიონთა ლიგის გამარჯვებულია
- გურამ კაშია სანაკრებო კარიერას ასრულებს
- მთელი მატჩის განმავლობაში მასპინძელი გუნდის გულშემატკივართა ნაწილი პროვოცირებდა და შეურაცხყოფას აყენებდა ჯაბა კანკავას, გვჯერა, სადისციპლინო კომიტეტი სამართლიან გადაწყვეტილებას მიიღებს - "დინამო თბილისი"
- საქართველოს ნაკრები ერთა ლიგის პლეი ოფში სომხეთს შეხვდება

















