მელია არის ჩვენი კოლეგა და ისტორიაში ჩაიწერება, რომ მეცხრე მოწვევის პარლამენტარებმა თავისი კოლეგა გაწირეს - ემზარ კვიციანი
საქართველო, თბილისი - 18:39 | 26.06.2019 ნანახია: 1273
მიუხედავად იმისა, რომ სხვადასხვა პოლიტიკური მიმართულებები გვაქვს, ჩვენ ის არის ჩვენი კოლეგა და ისტორიაში ჩაიწერება, რომ მეცხრე მოწვევის პარლამენტარებმა თავისი კოლეგა გაწირეს, - ამის შესახებ ემზარ კვიციანმა განაცხადა და დეპუტატებს მოუწოდა, ნიკა მელიას თავდებში დაუდგნენ.
მისი თქმით, ფაქტია, რომ ნიკა მელია არსად გაქცევას არ აპირებს და ვინაიდან მისი პატიმრობის აუცილებლობა არ არსებობს, მაშინ შესაძლოა რომ მის მიმართ პატიმრობა არ იქნას გამოყენებული. ემზარ კვიციანი ასევე მიმართავს დეპუტატებს დაუშვან შესაძლებლობა რომ ნიკა მელიას მიმართ შინა პატიმრობა იქნას გამოყენებული.
„ჩვენ 21 ში ვიხილეთ ძალიან ბევრი ადამიანი რომლებიც მოუწოდებდნენ . მახსოვს ასეთი ფრაზა: ივანიშვილს ხელიდან უნდა წავგლიჯოთ ხელისუფლება. გახსოვთ ალბათ ხო მაგის ავტორი, ქვეყნის გამყიდველი ირაკლი ოქრუაშვილი. რომელსაც არ სჭირდება შეჩერება არც იმუნიტეტის და არც ჩამორთმევა. არის დაკითხული ან დაკავებული? რაც შეეხება ნიკანორ მელიას, არის მასზე სისხლის სამართლის საქმე აღძრული. გირაოთია გამოშვებული და არც გაქცეულა არსად. დღესაც აგერ მოვიდა, ზის და გისმენთ. ანუ ყველა საფუძველი არსებობს, რომ არსად არ გაიქცევა და რატომ არის აუცილებელი მაგისი პატიმრობაში ყოფნა ძალიან მაინტერესებს. თუ არის საშუალება მაგისი რომ დეპუტატები ვისაც სურვილი ექნება რომ თავდებში დაუდგეს ნიკანორ მელიას არის თუ არა შესაძლებლობა რომ აიღონ დეპუტატებმა ტავის თავზე , რომ ნიკანორ მელია არ გაიქცევა და არ შეუშლის. ან შიდა პატიმრობა იყოს. მიუხედავად იმისა რომ სხვადასხვა მიმართულებები გვაქვს ჩვენ პოლიტიკური ის არის ჩვენი კოლეგა და ეს ისტორიაში ჩაიწერება რომ მეცხრე მოწვევის პარლამენტარებმა თავისი კოლეგა გაწირეს. რადგან მივიღეთ, მივიყვანეთ და დავსვით აქ, მაშინ კეთილი ინებეთ და კოლეგიალობა დავიცვათ. ამიტომ მოვითხოვოთ შინა პატიმრობა სანამ არ მორჩება გამოძიება,“-განაცხდა ემზარ კვიციანმა.
პოლიტიკა
- ლუქსემბურგის მხარეს ვთხოვეთ, ევროკომისიასთან დააყენოს საკითხი საქართველოსთან დიალოგის განახლების შესახებ, მზად ვართ კრიტიკულ საკითხებზე სასაუბროდ - ნიკოლოზ სამხარაძე
- არსებული ურთიერთობების გათვალისწინებით, საქართველო ყირგიზეთს განიხილავს არა მხოლოდ როგორც მნიშვნელოვან და საიმედო პარტნიორს, არამედ როგორც მეგობარს - ირაკლი კობახიძე
- ჩვენთვის მთავარია, მშობლებმა, საზოგადოებამ ნახონ საქართველოს ხელისუფლების ზრუნვა ბავშვებზე, რაც შეეხება რადიკალების ჯგუფს, მორალი მათთვის არ მოქმედებს, სიკეთესაც ზიზღით აკეთებენ - პაპუაშვილი
- საქართველოში ხორბლის იმპორტი ფაქტობრივად 100%-ით ჩამოკიდებულია რუსეთზე, რომელსაც ოკუპირებული აქვს საქართველოს ტერიტორიების 20%, სამხედრო ბაზები აქვს და უკანასკნელი 30 წლის განმავლობაში გენოციდი აქვს ნაწარმოები - თაზო დათუნაშვილი
საზოგადოება
- PSP-ს კამპანია Cannes Lions-ის ორ ყველაზე პრესტიჟულ კატეგორიაში მოხვდა
- მახსოვს, როგორ ვიკრიბებოდით ე.წ. "იატაკქვეშეთში"… ვემზადებოდით რადიკალური ქმედებისთვის იმ შემთხვევაში,თუ ქუჩის აქციები კულმინაციას და შეუქცევადობას მიაღწევდენენ - მოროშკინა
- 6-8 ივნისს თბილისში ჰაერის ტემპერატურა 29 გრადუსამდე მოიმატებს
- კამპანია "ჩიტებს ფრენა არ ავიწყდებათ" - KIAF-ის გრან-პრისა და 9 ჯილდოს მფლობელი გახდა
სამართალი
- ელენე ხოშტარიას ჯანმრთელობის მდგომარეობა უარესდება, აქვს მოძრაობის გაძნელება, თურქი ექიმების შეფასებით, სათანადო მკურნალობის გარეშე, შესაძლოა, მის ჯანმრთელობას გამოუსწორებელი ზიანი მიადგეს - ადვოკატი
- აჭარაში ნარკოდანაშაულის ბრალდებით ორი პირი დააკავეს
- სამართალდამცველებმა ნარკოდანაშაულის ბრალდებით შვიდი პირი დააკავეს, ამოღებულია ნახევარ კილოგრამამდე „მეთადონი“
- სენაკში შვილმა მამა დაჭრა
კონფლიქტები
- ოკუპირებულ აფხაზეთში ე.წ. პარლამენტიდან რუსეთთან „საინვესტიციო ხელშეკრულების“ ე.წ. კანონპროექტის გატანისთვის ემზადებიან
- რუსეთმა ოკუპირებულ აფხაზეთს დაფინანსება შეუჩერა
- რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ სოფელ დირბის მიმდებარედ, უკანონოდ დაკავებული საქართველოს ორი მოქალაქე თავისუფალია - სუს-ი
- ოკუპირებულ აფხაზეთში მი-24 ჩამოვარდა
ბიზნესი
- „თეგეტა მოტორსის“ გეზის ფილიალში მომსახურების უნივერსალიზებული მოდელი დაინერგა
- „ტოიოტა ცენტრი თეგეტამ“ Toyota Ichiban-ის ჯილდო უკვე მეორედ მოიპოვა
- 1 ამპერი = 2 ლარი - „თეგეტა მოტორსის“ უპრეცედენტო შეთავაზება „ენერჯაიზერის“ აკუმულატორებზე
- „თეგეტა მოტორსი“ კამპანია „გაიარე მეტის“ ფარგლებში ავტო და მოტოპროექტების მხარდამჭერია
თავდაცვა
- სუ-25-ის კატასტროფის ადგილზე, საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებები დასრულებულია - თავდაცვის სამინისტრო
- საქართველო პოლონეთისგან საზენიტო-სარაკეტო კომპლექსს შეისყიდის
- წლის ბოლომდე გამოვუშვებთ ქართული წარმოების უპილოტო საფრენ აპარატებს - ჯუანშერ ბურჭულაძე
- აშშ საქართველოს რუსეთის წინააღმდეგ თავდაცვის გასაძლიერებლად $35 მილიონს გამოუყოფს
სპორტი
- ხვიჩა კვარაცხელიას „პარი სენ-ჟერმენი“ ჩემპიონთა ლიგის გამარჯვებულია
- გურამ კაშია სანაკრებო კარიერას ასრულებს
- მთელი მატჩის განმავლობაში მასპინძელი გუნდის გულშემატკივართა ნაწილი პროვოცირებდა და შეურაცხყოფას აყენებდა ჯაბა კანკავას, გვჯერა, სადისციპლინო კომიტეტი სამართლიან გადაწყვეტილებას მიიღებს - "დინამო თბილისი"
- საქართველოს ნაკრები ერთა ლიგის პლეი ოფში სომხეთს შეხვდება

















