ივანიშვილს მოსთხოვეთ პასუხი, რატომ დაამცირებინეთ საკუთარი თავები - ნიკა მელია „ქართული ოცნების“ დეპუტატებს
საქართველო, თბილისი - 17:05 | 27.06.2019 ნანახია: 1049
არ არსებობდა არც ერთი მტკიცებულება იმისთვის, რომ პატიმრობაში წავსულიყავი, - ამის შესახებ ნიკა მელიამ საქალაქო სასამართლოსთან ჟურნალისტებს განუცხადა, სადაც აღკვეთის ღონისძიების სახით მას 30 000-ლარიანი გირაო შეეფარდა.
„გუშინ, როდესაც ეს პროკურორი, ამირან გულუაშვილი და პროკურატურის წარმომადგენლები ზუსტად ანალოგიური სიტყვით მიმართავდნენ დეპუტატებს კომიტეტის სხდომებზე, შემდეგ პარლამენტის სხდომათა დარბაზში, ალაპარაკეს 92 დეპუტატი „ქართული ოცნების“ რიგებიდან, რომ საკმარისია მტკიცებულებები, დამნაშავე არის მელიაო, ამიტომ უნდა მივაჭიროთ მწვანე ღილაკს თითი მის დასაპატიმრებლადო, რა შეიცვალა ამის შემდეგ? შიშმა აიყოლია ბიძინა ივანიშვილი, რადგან ძალიან არასწორ პოზიციაზე იდგა. არ არსებობდა არც ერთი მტკიცებულება იმისთვის, რომ პატიმრობაში წავსულიყავი”- განაცხდა მელიამ.
მისი თქმით, გაათმაგებული ენერგიით გააგრძელებს ბრძოლას.
„92 დეპუტატს მივმართავ, მერიდება თქვენ ნაცვლად, რა გიქნათ, აბრძანდით ბიძინა ივანიშვილთან და მოსთხოვეთ პასუხი, რატომ დაამცირებინეთ საკუთარი თავები ასე. ჩემს კოლეგებს მივმართავ, წესით და რიგით ის ხალხი უნდა იყოთ, რომლებმაც ამ ქვეყანას წარმატება უნდა მოუტანონ. გაასმაგებული, გახუთმაგებული, გაათმაგებული ენერგიით ვაპირებ ბრძოლას ამ არანორმალურ მოვლენასთან, - აღნიშნა მან.
როგორც ნიკა მელიამ აღნიშნა, პარლამენტის სხდომებს დაესწრება და კოლეგბს „ქართული ოცნებიდან“ დაუსვამს შეკითხვას როგორ მოხდა, რომ პარლამენტის შენობის შტურმით ამღები კვლავ მათ გვედრით დაჯდა.
„პარლამენტში სხდომებს დავესწრები, „ქართული ოცნებიდან“ ჩემს კოლეგებს დავუსვამ კითხვებს – რა მოხდა ხალხო, თქვენ წინაშეა კრიმინალი, დამნაშავე, შენობის შტურმით ამღები და მე კვლავ თქვენ გვერდით ვზივარ? ან ისინი არ უნდა დასხდნენ ჩემ გვერდით დარბაზში ან მე არ უნდა დავჯდე. მე რა თქმა უნდა, ვიქნები იქ, სადაც უნდა ვიყო“, – განაცხადა ნიკა მელიამ.
პოლიტიკა
- ლუქსემბურგის მხარეს ვთხოვეთ, ევროკომისიასთან დააყენოს საკითხი საქართველოსთან დიალოგის განახლების შესახებ, მზად ვართ კრიტიკულ საკითხებზე სასაუბროდ - ნიკოლოზ სამხარაძე
- არსებული ურთიერთობების გათვალისწინებით, საქართველო ყირგიზეთს განიხილავს არა მხოლოდ როგორც მნიშვნელოვან და საიმედო პარტნიორს, არამედ როგორც მეგობარს - ირაკლი კობახიძე
- ჩვენთვის მთავარია, მშობლებმა, საზოგადოებამ ნახონ საქართველოს ხელისუფლების ზრუნვა ბავშვებზე, რაც შეეხება რადიკალების ჯგუფს, მორალი მათთვის არ მოქმედებს, სიკეთესაც ზიზღით აკეთებენ - პაპუაშვილი
- საქართველოში ხორბლის იმპორტი ფაქტობრივად 100%-ით ჩამოკიდებულია რუსეთზე, რომელსაც ოკუპირებული აქვს საქართველოს ტერიტორიების 20%, სამხედრო ბაზები აქვს და უკანასკნელი 30 წლის განმავლობაში გენოციდი აქვს ნაწარმოები - თაზო დათუნაშვილი
საზოგადოება
- PSP-ს კამპანია Cannes Lions-ის ორ ყველაზე პრესტიჟულ კატეგორიაში მოხვდა
- მახსოვს, როგორ ვიკრიბებოდით ე.წ. "იატაკქვეშეთში"… ვემზადებოდით რადიკალური ქმედებისთვის იმ შემთხვევაში,თუ ქუჩის აქციები კულმინაციას და შეუქცევადობას მიაღწევდენენ - მოროშკინა
- 6-8 ივნისს თბილისში ჰაერის ტემპერატურა 29 გრადუსამდე მოიმატებს
- კამპანია "ჩიტებს ფრენა არ ავიწყდებათ" - KIAF-ის გრან-პრისა და 9 ჯილდოს მფლობელი გახდა
სამართალი
- ელენე ხოშტარიას ჯანმრთელობის მდგომარეობა უარესდება, აქვს მოძრაობის გაძნელება, თურქი ექიმების შეფასებით, სათანადო მკურნალობის გარეშე, შესაძლოა, მის ჯანმრთელობას გამოუსწორებელი ზიანი მიადგეს - ადვოკატი
- აჭარაში ნარკოდანაშაულის ბრალდებით ორი პირი დააკავეს
- სამართალდამცველებმა ნარკოდანაშაულის ბრალდებით შვიდი პირი დააკავეს, ამოღებულია ნახევარ კილოგრამამდე „მეთადონი“
- სენაკში შვილმა მამა დაჭრა
კონფლიქტები
- ოკუპირებულ აფხაზეთში ე.წ. პარლამენტიდან რუსეთთან „საინვესტიციო ხელშეკრულების“ ე.წ. კანონპროექტის გატანისთვის ემზადებიან
- რუსეთმა ოკუპირებულ აფხაზეთს დაფინანსება შეუჩერა
- რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ სოფელ დირბის მიმდებარედ, უკანონოდ დაკავებული საქართველოს ორი მოქალაქე თავისუფალია - სუს-ი
- ოკუპირებულ აფხაზეთში მი-24 ჩამოვარდა
ბიზნესი
- „თეგეტა მოტორსის“ გეზის ფილიალში მომსახურების უნივერსალიზებული მოდელი დაინერგა
- „ტოიოტა ცენტრი თეგეტამ“ Toyota Ichiban-ის ჯილდო უკვე მეორედ მოიპოვა
- 1 ამპერი = 2 ლარი - „თეგეტა მოტორსის“ უპრეცედენტო შეთავაზება „ენერჯაიზერის“ აკუმულატორებზე
- „თეგეტა მოტორსი“ კამპანია „გაიარე მეტის“ ფარგლებში ავტო და მოტოპროექტების მხარდამჭერია
თავდაცვა
- სუ-25-ის კატასტროფის ადგილზე, საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებები დასრულებულია - თავდაცვის სამინისტრო
- საქართველო პოლონეთისგან საზენიტო-სარაკეტო კომპლექსს შეისყიდის
- წლის ბოლომდე გამოვუშვებთ ქართული წარმოების უპილოტო საფრენ აპარატებს - ჯუანშერ ბურჭულაძე
- აშშ საქართველოს რუსეთის წინააღმდეგ თავდაცვის გასაძლიერებლად $35 მილიონს გამოუყოფს
სპორტი
- ხვიჩა კვარაცხელიას „პარი სენ-ჟერმენი“ ჩემპიონთა ლიგის გამარჯვებულია
- გურამ კაშია სანაკრებო კარიერას ასრულებს
- მთელი მატჩის განმავლობაში მასპინძელი გუნდის გულშემატკივართა ნაწილი პროვოცირებდა და შეურაცხყოფას აყენებდა ჯაბა კანკავას, გვჯერა, სადისციპლინო კომიტეტი სამართლიან გადაწყვეტილებას მიიღებს - "დინამო თბილისი"
- საქართველოს ნაკრები ერთა ლიგის პლეი ოფში სომხეთს შეხვდება

















