თეგეტა მოტორსი გახდა საქართველოში VOLVO CARS-ის ავტორიზებული დილერი
საქართველო, თბილისი - 14:23 | 01.07.2019 ნანახია: 1789
პრემიუმ ავტომწარმოებელმა Volvo Cars-მა და თეგეტა მოტორსმა თანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმეს და გახსნეს Volvo Cars-ის პირველი წარმომადგენლობა საქართველოში, სადაც მედიის წარმომადგენლებს შეხვდენ თეგეტა მოტორსის კომერციული დირექტორი დიმიტრი გოზალიშვილი და Volvo Car Group-ის EMEA-ს ბაზრის აღმასრულებელი დირექტორი ხესუს ფერნანდეს დე მესა.
"ჩვენ გვაქვს პატივი, წარმოგიდგინოთ პირველი Volvo Cars-ის „პოპ-აპ" შოურუმი საქართველოში. ეს გახსნა თან სდევს მსოფლიოში გაყიდვების მაჩვენებლის მიხედვით უკვე მე-5 წარმატებულ წელს, რომელიც გამყარებულია არაერთი საერთაშორისო ჯილდოთი. რაც არის დასტური, რომ Volvo-ზე მოთხოვნა საკმაოდ მაღალია გლობალურად. ჩვენთვის მნიშვნელოვანია ისეთ პარტნიორთან თანამშრომლობა, როგორიც არის თეგეტა მოტორსი, რომელიც არის რეგიონში ლიდერი კომპანია საავტომობილო ბაზარზე და უზრუნველყოფს მაღალი დონის მომსახურებას. ჩვენ ადგილობრივად წარმოვადგენთ ვოლვოს პროდუქტების ფართო პორტფოლიოს, რომელიც დაფუძნებული იქნება შიდა ძლიერ პლატფორმაზე, უსაფრთხოებაზე და თანამედროვე მულტიმედია ტექნოლოგიებზე, სწორედ ამას შევთავაზებთ საქართველოს მოსახლეობას. მჯერა, რომ საქართველოში ვოლვოს მომხმარებელი იამაყებს იმ მანქანის ფლობით, რომელიც არის ინდუსტრიის ლიდერი და არა მიმდევარი", - განაცხადა ხესუს ფერნანდეს დე მესამ.
"მე დღეს ამაყი ვარ, რომ თეგეტა მოტორსი გახდა Volvo Cars-ის დილერი საქართველოში. თეგეტა მოტორსმა უამრავ მიღწევასთან ერთად, წელს კიდევ ერთი განუმეორებელი პროექტი განვახორციელეთ. ვოლვო არის ბრენდი, რომელიც ქმნის მომავალს და დგავს წარმატებულ ნაბიჯებს ავტოინდუსტრიის განვითარებისა და წინსვლის მიმართულებით. რაც მთავარია, ჩვენ ყველამ ერთად უნდა ვიზრუნოთ გზაზე უსაფრთხო გადაადგილებაზე, როგორც ქვეითებისთვის, ასევე რათქმაუნდა მათთვის ვინც ავტომობილში ზის, ვოლვო ამ კუთხით გამორჩეული ავტომობილია. ვოლვოს და თეგეტა მოტორსის მიზნები სრულ თანხვედრაშია. მიხარია, რომ ჩვენ წარმოვადგენთ ვოლვოს საქართველოში და ამით უდიდეს ნაბიჯს ვდგავთ წინ ქვეყანაში ავტოინდუსტრიის განვითარების მიმართულებით", - განაცხადა თეგეტა მოტორსის კომერციულმა დირექტორმა დიმიტრი გოზალიშვილმა.
ვოლვო მუდმივად ცდილობს ახალი სიტყვა თქვას ავტოინდუსტრიაში და მუდმივად მომხმარებელზე ორიენტირებული მიდგომა ჰქონდეს. სწორედ ამ ღირებულებებით იქმნება ვოლვოს უახლესი მოდელები, რომლებიც წარმოდგენილი იქნება „პოპ-აპ" შოურუმში, თბილისში, აღმაშენებლის მე-12 კილომეტრი. ნებისმიერ მსურველს შეუძლია დაათვალიეროს მოდელები მშვიდ და სასიამოვნო, სკანდინავიურ ატმოსფეროში, სადაც წარმოდგენილია არამარტო ავტომობილები, არამედ ის გამოცდილება და გარემო, რომელიც Volvo-ს ფლობას ახასიათებს. მთავარი შენობა სადაც ნამდვილად ეზიარებით ვოლვოს უნიკალურ გამოცდილებას, გაიხსნება 2020 წელს, აქ წარმოდგენილი იქნება როგორც პროდუქტების სრული პორტფოლიო, ასევე ავტორიზებული სერვისი.
ვოლვოს პროდუქციის სრული დიაპაზონი უკვე ხელმისაწვდომია საქართველოში, მათ შესახებ მეტი ინფორმაციის მისაღებად შეგიძლიათ ეწვიოთ ვებ-გვერდს: volvocars.com/ge
საქართველოში წარმოდგენილი ავტომობილების მთავარი ძალა იქნება მრავალი ჯილდოს მომპოვებელი, ვოლვოს SUV ხაზი;
♦ XC90 - დიდი SUV; კომპანიის ფლაგმანი და ყველაზე მეტი ჯილდოს მქონე, საუკუნის პრემიუმ SUV
♦ XC60 - საშუალო SUV, 2018 წლის მსოფლიო მანქანის გამარჯვებული „World Car of the Year 2018"
♦ XC40 - პატარა SUV; 2018 წლის ევროპული მანქანის გამარჯვებული „European Car of the Year 2018"
ასევე წარმოდგენილია სედანი და უნივერსალი მოდელები, რომლებიც აგრძელებენ 5 ვარსკვლავიან ხაზს EuroNCAP-ის უსაფრთხოების ტესტების მიმართულებით და მოსალოდნელია, რომ ბაზარზე საკმაოდ დიდი პოტენციალი ექნებათ;
♦ S90 - პრემიუმ კლასის სედანი; 5 ადგილიანი ფლაგმანი, რომელიც აერთიანებს ინოვაციურ ტექნოლოგიებს და ნატურალურ მატერიალებს
♦ S60 - საშუალო ზომის სპორტული სედანი; ავტომობილი შექმნილი ნამდვილი მძღოლისთვის
♦ V90 - პრემიუმ უნივერსალი; მრავალფეროვნების ხელოვნება
♦ V60 - საშუალო უნივერსალი; ხუთკარიანი, მრავალფეროვანი, ოჯახისთვის შექმნილი ავტომობილი.
ვოლვოს ამოძრავებს სულისკვეთება მისცეს მომხმარებელს თავისუფლება, რომ იმოძრაონ მდგრადად და უსაფრთხოდ გზებზე. Volvo Cars-ის მიზანია არცერთი ადამიანი არ დაიღუპოს ან სერიოზულად დაშავდეს ახალ ვოლვოში, რაც 2020 წლისთვის არის ერთ-ერთი ყველაზე ამბიციური მისია ავტომობილების ინდუსტრიაში. კომპანიამ ახლახანს ყველასთვის ხელმისაწვდომი გახადა ის ცოდნა და ინფორმაცია, რაც ეხმარება სიცოცხლის გადარჩენას მოძრაობისას, ეს მოხდა 60 წლის თავზე, მას შემდგომ რაც ვოლვომ გამოიგონა და ყველასთვის ხელმისაწვდომი გახადა სამწერტილოვანი უსაფრთხოების ღვედი, ამ გამოგონებამ 1959 წლიდან დღემდე 1 მილიონზე მეტი ადამიანის სიცოცხლე გადაარჩინა მსოფლიოში.
ვოლვომ ასევე სრულყოფილი ელექტრო სისტემა ჩაუშვა ყველა ახალ ავტომობილში, რომელიც რბილი და ჰიბრიდული ტექნოლოგიაა, კომპანიის მიზანია 2025 წლისთვის გამოუშვას 1 მილიონი ელექტრო ავტომობილი, ასევე 2025 წლისთვის გაყიდვების ნახევარი იყოს სრულად ელექტრო ავტომობილები, ამ პერიოდისთვის მოსალოდნელია, რომ ავოტმობილების მესამედი იქნება ავტონომიური მართვის სისტემით აღჭვურვილი.
ვოლვოს ყველა აქტივობას და გამოგონებას აერთიანებს ერთი მიზანი შევამციროთ გარემოზე უარყოფითი ზეგავლენა, ვიზრუნოთ ადამიანების სიცოცხლეზე და გავზარდოთ ბრენდის სოციალური გავლენა.
პოლიტიკა
- რომან ქარცივაძე სუს-ის სპეციალური ოპერაციების დეპარტამენტის ხელმძღვანელად დაინიშნა
- პრემიერ-მინისტრს მარკო რუბიოსთან სატელეფონო საუბარი ჰქონდა, მაისში დელეგაციასაც ველოდებით, პოზიტიური მოლოდინები გვაქვს - კახა კალაძე
- კოლექტიური „ნაცმოძრაობისთვის“ მამუკა მდინარაძის საჯარო პოლიტიკაში დაბრუნება შოკის მომგვრელი იყო - არჩილ გორდულაძე
- ხელისუფლების ამჟამინდელი კურსი ქვეყანას აშორებს ევროკავშირის წევრობის გზას, უწყვეტი და მიზანმიმართული რიტორიკა ევროკავშირის წინააღმდეგ უფრო მეტად უთხრის ძირს საქართველოს ევროკავშირისკენ სწრაფვის დამაჯერებლობას - წარმომადგენლობა
საზოგადოება
- PSP-ს კამპანიამ "ჩიტებს ფრენა არ ავიწყდებათ" CLIO Awards-ის 2 ჯილდო მოიპოვა
- “390 000-ზე მეტი ბავშვი რეგისტრირებულია სოციალურად დაცვის ბაზაში და აქედან - 270 000 იღებს შემწეობას”
- PSP-ში K-Beauty გათამაშებაში 1000 პრიზთან ერთად შეგიძლიათ მოიგოთ სამოგზაურო ტური სამხრეთ კორეაში!
- საქართველოში 15-17 აპრილს უმეტესად უნალექო ამინდია მოსალოდნელი
სამართალი
- რაჭაში დააკავეს პირი, რომელმაც სტუმრად ყოფნისას, ცოლ-ქმარს ცივი იარაღის მუქარით მათ სახელზე რეგისტრირებული საცხოვრებელი ბინის გადაფორმება და თანხა მოსთხოვა, თუმცა განზრახვა სისრულეში ვერ მოიყვანა და მიიმალა
- არასრულწლოვნები თბილისში სასურსათო მაღაზიებსა და სააფთიაქო ქსელებს ძარცვავდნენ, ერთ-ერთმა, ასევე, გაძარცვა ტაქსის მძღოლი და მის ნივთებს, მათ შორის საბანკო ბარათებს დაეუფლა - დაკავებულია 4 პირი
- ჯუანშერ ბურჭულაძეს 10-წლიანი პატიმრობა მიესაჯა
- დააკავეს არასრულწლოვანი, რომელიც თანამზრახველთან ერთად, თბილისში მდებარე სხვადასხვა მაღაზიათა ქსელში წინასწარი შეთანხმებით შედიოდა - ძალის გამოყენებით, ჯამში 6000 ლარამდე თანხა გაიტაცეს
მსოფლიო
- რუსებმა ოდესაზე დრონებით მორიგი იერიში მიიტანეს - დაზიანდა მრავალსართულიანი კორპუსები, არიან დაშავებულები
- ჩვენ უკვე დავამარცხეთ ირანი, მაგრამ მსურს უფრო დიდი უპირატესობით გავიმარჯვოთ - დონალდ ტრამპი
- პოლონეთი უკრაინის დახმარებით დრონების არმადას ქმნის - დონალდ ტუსკი
- ისრაელის თავდაცვის ძალების განცხადებით, „ჰეზბოლამ“ გასულ ღამეს ისრაელზე იერიში მიიტანა, რის შემდეგაც საპასუხო დარტყმები განახორციელეს
კონფლიქტები
- ოკუპირებულ აფხაზეთში ე.წ. პარლამენტიდან რუსეთთან „საინვესტიციო ხელშეკრულების“ ე.წ. კანონპროექტის გატანისთვის ემზადებიან
- რუსეთმა ოკუპირებულ აფხაზეთს დაფინანსება შეუჩერა
- რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ სოფელ დირბის მიმდებარედ, უკანონოდ დაკავებული საქართველოს ორი მოქალაქე თავისუფალია - სუს-ი
- ოკუპირებულ აფხაზეთში მი-24 ჩამოვარდა
ბიზნესი
- საკულტო მოდელით შთაგონებული: ახალი Cayenne Coupé Electric
- 10-ჯერ მეტი MR ქულა მაისში - „თეგეტა მოტორსში“ AmEx ბარათით გადახდა უკვე შესაძლებელია
- „გოგოების გზა ტექნოლოგიებში“ - „თეგეტა ჰოლდინგი“ გაეროს ქალთა ორგანიზაციის საერთაშორისო კონფერენციას შეუერთდა
- „თეგეტა“ ბიზნესისთვის - კომპანიამ სადისტრიბუციო სექტორს ფლიტ მენეჯმენტის ახალი სტანდარტი წარუდგინა
თავდაცვა
- სუ-25-ის კატასტროფის ადგილზე, საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებები დასრულებულია - თავდაცვის სამინისტრო
- საქართველო პოლონეთისგან საზენიტო-სარაკეტო კომპლექსს შეისყიდის
- წლის ბოლომდე გამოვუშვებთ ქართული წარმოების უპილოტო საფრენ აპარატებს - ჯუანშერ ბურჭულაძე
- აშშ საქართველოს რუსეთის წინააღმდეგ თავდაცვის გასაძლიერებლად $35 მილიონს გამოუყოფს
სპორტი
- გურამ კაშია სანაკრებო კარიერას ასრულებს
- მთელი მატჩის განმავლობაში მასპინძელი გუნდის გულშემატკივართა ნაწილი პროვოცირებდა და შეურაცხყოფას აყენებდა ჯაბა კანკავას, გვჯერა, სადისციპლინო კომიტეტი სამართლიან გადაწყვეტილებას მიიღებს - "დინამო თბილისი"
- საქართველოს ნაკრები ერთა ლიგის პლეი ოფში სომხეთს შეხვდება
- საქართველოს ნაკრებმა ჩეხეთი დიდი ანგარიშით დაამარცხა
















