ერთ მხარეს არის დესტრუქციული, რევანშისტული, მეხუთე კოლონა ნაცმოძრაობის სახით, ხოლო მეორე მხარეს ხელისუფლება - მდინარაძე
საქართველო, თბილისი - 15:32 | 12.07.2019 ნანახია: 1054
„გუშინ საზოგადოებამ კიდევ ერთხელ იხილა პასუხისმგებლიანი მინისტრის გამოსვლა, რომელიც არ გაურბის არცერთ კითხვას და, მით უმეტეს, პასუხისმგებლობას“, - აღნიშნა საპარლამენტო ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, მამუკა მდინარაძემ 11 ივლისის გადაცემის- "რეაქცია" - პირდაპირ ეთერში შინაგან საქმეთა მინისტრის, გიორგი გახარიას მიერ გაკეთებულ განცხადებასთან დაკავშირებით.
მდინარაძის მოსაზრებით, ნიშანდობლივია ისიც , რომ გიორგი გახარიას გამოჩენა კიდევ უფრო მეტ ისტერიკაში აგდებს ნაციონალურ მოძრაობას, რადგან როგორც დეპუტატი ამბობს, „არც სიმართლეა მათ მხარეს და არც ელემენტარული პასუხისმგებლობის აღება შეუძლიათ თავიანთ ანტისახელმწიფოებრივ ქმედებებზე. ერთ მხარეს არის დესტრუქციული, რევანშისტული, მეხუთე კოლონა ნაცმოძრაობის სახით, ხოლო მეორე მხარეს ხელისუფლება, კონკრეტულ შემთხვევაში, შინაგან საქმეთა მინისტრი და პოლიცია, რომელიც თავის მოვალეობას ასრულებს, იცავს სახელმწიფოს და მის მომავალს. რა თქმა უნდა, უმძიმესია შემთხევები, როცა მოქალაქეებმა და პოლიციელებმა მიიღეს ძალიან სერიოზული დაზიანებები, რასაც უსწრაფესი გამოძიება და ბოლომდე ზრუნვა სჭირდება სახელმწიფოს მხრიდან“, -განმარტა მამუკა მდინარაძემ.
მისი განცხადებით, 20 ივნისს შეუძლებელი იყო ნაცმოძრაობის მიერ ორგანიზებული შტურმის მოგერიება ლეგიტიმური ძალის გამოყენების გარეშე პოლიციელის მხრიდან.
„აუცილებელია გავარჩიოთ პოლიციის მიერ გამოყენებული ლეგიტიმური ძალა, რომლის საჭიროება არავის მხრიდან არ დამდგარა ეჭვქვეშ, და სხეულის დაზიანების ის ფაქტები, რომელთა აუცილებელი გარემოებები შესაძლოა არ იყო, რაზეც გამოძიებამ ძალიან მალე უნდა გაგვცეს კონკრეტული პასუხები“, - განაცხადა ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ.
პოლიტიკა
- ლუქსემბურგის მხარეს ვთხოვეთ, ევროკომისიასთან დააყენოს საკითხი საქართველოსთან დიალოგის განახლების შესახებ, მზად ვართ კრიტიკულ საკითხებზე სასაუბროდ - ნიკოლოზ სამხარაძე
- არსებული ურთიერთობების გათვალისწინებით, საქართველო ყირგიზეთს განიხილავს არა მხოლოდ როგორც მნიშვნელოვან და საიმედო პარტნიორს, არამედ როგორც მეგობარს - ირაკლი კობახიძე
- ჩვენთვის მთავარია, მშობლებმა, საზოგადოებამ ნახონ საქართველოს ხელისუფლების ზრუნვა ბავშვებზე, რაც შეეხება რადიკალების ჯგუფს, მორალი მათთვის არ მოქმედებს, სიკეთესაც ზიზღით აკეთებენ - პაპუაშვილი
- საქართველოში ხორბლის იმპორტი ფაქტობრივად 100%-ით ჩამოკიდებულია რუსეთზე, რომელსაც ოკუპირებული აქვს საქართველოს ტერიტორიების 20%, სამხედრო ბაზები აქვს და უკანასკნელი 30 წლის განმავლობაში გენოციდი აქვს ნაწარმოები - თაზო დათუნაშვილი
საზოგადოება
- PSP-ს კამპანია Cannes Lions-ის ორ ყველაზე პრესტიჟულ კატეგორიაში მოხვდა
- მახსოვს, როგორ ვიკრიბებოდით ე.წ. "იატაკქვეშეთში"… ვემზადებოდით რადიკალური ქმედებისთვის იმ შემთხვევაში,თუ ქუჩის აქციები კულმინაციას და შეუქცევადობას მიაღწევდენენ - მოროშკინა
- 6-8 ივნისს თბილისში ჰაერის ტემპერატურა 29 გრადუსამდე მოიმატებს
- კამპანია "ჩიტებს ფრენა არ ავიწყდებათ" - KIAF-ის გრან-პრისა და 9 ჯილდოს მფლობელი გახდა
სამართალი
- ელენე ხოშტარიას ჯანმრთელობის მდგომარეობა უარესდება, აქვს მოძრაობის გაძნელება, თურქი ექიმების შეფასებით, სათანადო მკურნალობის გარეშე, შესაძლოა, მის ჯანმრთელობას გამოუსწორებელი ზიანი მიადგეს - ადვოკატი
- აჭარაში ნარკოდანაშაულის ბრალდებით ორი პირი დააკავეს
- სამართალდამცველებმა ნარკოდანაშაულის ბრალდებით შვიდი პირი დააკავეს, ამოღებულია ნახევარ კილოგრამამდე „მეთადონი“
- სენაკში შვილმა მამა დაჭრა
კონფლიქტები
- ოკუპირებულ აფხაზეთში ე.წ. პარლამენტიდან რუსეთთან „საინვესტიციო ხელშეკრულების“ ე.წ. კანონპროექტის გატანისთვის ემზადებიან
- რუსეთმა ოკუპირებულ აფხაზეთს დაფინანსება შეუჩერა
- რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ სოფელ დირბის მიმდებარედ, უკანონოდ დაკავებული საქართველოს ორი მოქალაქე თავისუფალია - სუს-ი
- ოკუპირებულ აფხაზეთში მი-24 ჩამოვარდა
ბიზნესი
- „თეგეტა მოტორსის“ გეზის ფილიალში მომსახურების უნივერსალიზებული მოდელი დაინერგა
- „ტოიოტა ცენტრი თეგეტამ“ Toyota Ichiban-ის ჯილდო უკვე მეორედ მოიპოვა
- 1 ამპერი = 2 ლარი - „თეგეტა მოტორსის“ უპრეცედენტო შეთავაზება „ენერჯაიზერის“ აკუმულატორებზე
- „თეგეტა მოტორსი“ კამპანია „გაიარე მეტის“ ფარგლებში ავტო და მოტოპროექტების მხარდამჭერია
თავდაცვა
- სუ-25-ის კატასტროფის ადგილზე, საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებები დასრულებულია - თავდაცვის სამინისტრო
- საქართველო პოლონეთისგან საზენიტო-სარაკეტო კომპლექსს შეისყიდის
- წლის ბოლომდე გამოვუშვებთ ქართული წარმოების უპილოტო საფრენ აპარატებს - ჯუანშერ ბურჭულაძე
- აშშ საქართველოს რუსეთის წინააღმდეგ თავდაცვის გასაძლიერებლად $35 მილიონს გამოუყოფს
სპორტი
- ხვიჩა კვარაცხელიას „პარი სენ-ჟერმენი“ ჩემპიონთა ლიგის გამარჯვებულია
- გურამ კაშია სანაკრებო კარიერას ასრულებს
- მთელი მატჩის განმავლობაში მასპინძელი გუნდის გულშემატკივართა ნაწილი პროვოცირებდა და შეურაცხყოფას აყენებდა ჯაბა კანკავას, გვჯერა, სადისციპლინო კომიტეტი სამართლიან გადაწყვეტილებას მიიღებს - "დინამო თბილისი"
- საქართველოს ნაკრები ერთა ლიგის პლეი ოფში სომხეთს შეხვდება

















