ნათელია, ეკა ბესელიას სახე, მას გამოძიებამ ნიღაბი ჩამოაძრო - ვანო ზარდიაშვილი
საქართველო, თბილისი - 15:16 | 23.07.2019 ნანახია: 1400
თამამად შეგვიძლია ვთქვათ, რომ ეკა ბესელია, როგორც სასამართლოს, ასევე კადრების თემას სპეკულაციისთვის იყენებდა, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა ვანო ზარდიაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა და აღნიშნა, რომ ფარულ ჩანაწერებთან დაკავშირებით წარმოებულმა გამოძიებამ დამოუკიდებელ დეპუტატ ეკა ბესელიას ნიღაბი ჩამოაძრო.
„საზოგადოებას დავპირდით, რომ გამოძიების დაჩქარებას ჩვენც მოვითხოვდით, რასაც ეკა ბესელია სპეკულაციისთვის იყენებდა, თითქოსდა, გამოძიება ჭიანურდებოდა. თუ ვიდეოს ამტვირთავი დადგინდა, იმედი მაქვს, შემკვეთებიც ადვილად დადგინდება. თამამად შეგვიძლია ვთქვათ, რომ ეკა ბესელია, როგორც სასამართლოს, ასევე კადრების თემას სპეკულაციისთვის იყენებდა. მარტივი ფაქტი დადგინდა. უმრავლესობის ცნობილ სხდომაზე, ეკა ბესელიას ერთ-ერთმა კოლეგამ კორუფციასთან მის კავშირზე კითხვები დაუსვა. ამ ინფორმაციამ არ გაჟონა მაშინ, როცა ყველა ინფორმაცია ჟონავდა. ეს ადასტურებს, რომ ეკა ბესელია ნოდარ მელაძესთან პირდაპირ დაკავშირებული იყო და ინფორმაციები გაჰქონდა, ხოლო სანაცვლოდ ჩვენი გუნდის წევრებზე ნეგატიურ სიუჟეტებს იღებდა. გუნდიდან, ოჯახიდან ინფორმაციის გატანას საზოგადოება აფასებს, როგორც ვირთხის საქციელს. ჩემთვის ეკა ბესელია არის გუნდიდან, ოჯახიდან ინფორმაციის გამტანი. მან იცოდა, რომ უმრავლესობაში დიდი ხანი აღარ დაედგომებოდა, რადგან მმართველი გუნდისთვის მიუღებელია კორუფცია და კორუფციასთან დაკავშირებული ადამიანები. მან ამ საქციელით მოისხა პოლიტიკური მანტია, წამებულის. თითქოს, მან ვინმე ებრძოდა და წონა ან ფორმა გააჩნდა პროცესებთან მიმართებაში. ნათელია, ეკა ბესელიას სახე. მას გამოძიებამ ნიღაბი ჩამოაძრო. ამ ვიდეოს გადამღებიც და გამავრცელებლებიც უღირსი ადამიანები არიან. ამ ვიდეოს დაბრალებაც უღირსი საქციელია, რასაც ეკა ბესელია ჩემთან და ე.წ. კობახიძის გუნდთან მიმართებაში აკეთებდა. მან ბოდიში იმ უღირსი ცილისწამებისთვის უნდა მოიხადოს, მაგრამ მას თავმოყვარეობა არ გააჩნია, რომ ბოდიში მოიხადოს და ცილისწამებლურ კამპანიას აგრძელებს. სომხეთში დაკავებულ პირს ვიღაცამ ვიდეო მიზანმიმართულად მიაწოდა, იმედი მაქვს, სამართალდამცავები კითხვებს პასუხს გასცემენ და შემკვეთებიც გამოვლინდებიან“, – განაცხადა ზარდიაშვილმა.
პოლიტიკა
- ლუქსემბურგის მხარეს ვთხოვეთ, ევროკომისიასთან დააყენოს საკითხი საქართველოსთან დიალოგის განახლების შესახებ, მზად ვართ კრიტიკულ საკითხებზე სასაუბროდ - ნიკოლოზ სამხარაძე
- არსებული ურთიერთობების გათვალისწინებით, საქართველო ყირგიზეთს განიხილავს არა მხოლოდ როგორც მნიშვნელოვან და საიმედო პარტნიორს, არამედ როგორც მეგობარს - ირაკლი კობახიძე
- ჩვენთვის მთავარია, მშობლებმა, საზოგადოებამ ნახონ საქართველოს ხელისუფლების ზრუნვა ბავშვებზე, რაც შეეხება რადიკალების ჯგუფს, მორალი მათთვის არ მოქმედებს, სიკეთესაც ზიზღით აკეთებენ - პაპუაშვილი
- საქართველოში ხორბლის იმპორტი ფაქტობრივად 100%-ით ჩამოკიდებულია რუსეთზე, რომელსაც ოკუპირებული აქვს საქართველოს ტერიტორიების 20%, სამხედრო ბაზები აქვს და უკანასკნელი 30 წლის განმავლობაში გენოციდი აქვს ნაწარმოები - თაზო დათუნაშვილი
საზოგადოება
- PSP-ს კამპანია Cannes Lions-ის ორ ყველაზე პრესტიჟულ კატეგორიაში მოხვდა
- მახსოვს, როგორ ვიკრიბებოდით ე.წ. "იატაკქვეშეთში"… ვემზადებოდით რადიკალური ქმედებისთვის იმ შემთხვევაში,თუ ქუჩის აქციები კულმინაციას და შეუქცევადობას მიაღწევდენენ - მოროშკინა
- 6-8 ივნისს თბილისში ჰაერის ტემპერატურა 29 გრადუსამდე მოიმატებს
- კამპანია "ჩიტებს ფრენა არ ავიწყდებათ" - KIAF-ის გრან-პრისა და 9 ჯილდოს მფლობელი გახდა
სამართალი
- ელენე ხოშტარიას ჯანმრთელობის მდგომარეობა უარესდება, აქვს მოძრაობის გაძნელება, თურქი ექიმების შეფასებით, სათანადო მკურნალობის გარეშე, შესაძლოა, მის ჯანმრთელობას გამოუსწორებელი ზიანი მიადგეს - ადვოკატი
- აჭარაში ნარკოდანაშაულის ბრალდებით ორი პირი დააკავეს
- სამართალდამცველებმა ნარკოდანაშაულის ბრალდებით შვიდი პირი დააკავეს, ამოღებულია ნახევარ კილოგრამამდე „მეთადონი“
- სენაკში შვილმა მამა დაჭრა
კონფლიქტები
- ოკუპირებულ აფხაზეთში ე.წ. პარლამენტიდან რუსეთთან „საინვესტიციო ხელშეკრულების“ ე.წ. კანონპროექტის გატანისთვის ემზადებიან
- რუსეთმა ოკუპირებულ აფხაზეთს დაფინანსება შეუჩერა
- რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ სოფელ დირბის მიმდებარედ, უკანონოდ დაკავებული საქართველოს ორი მოქალაქე თავისუფალია - სუს-ი
- ოკუპირებულ აფხაზეთში მი-24 ჩამოვარდა
ბიზნესი
- „თეგეტა მოტორსის“ გეზის ფილიალში მომსახურების უნივერსალიზებული მოდელი დაინერგა
- „ტოიოტა ცენტრი თეგეტამ“ Toyota Ichiban-ის ჯილდო უკვე მეორედ მოიპოვა
- 1 ამპერი = 2 ლარი - „თეგეტა მოტორსის“ უპრეცედენტო შეთავაზება „ენერჯაიზერის“ აკუმულატორებზე
- „თეგეტა მოტორსი“ კამპანია „გაიარე მეტის“ ფარგლებში ავტო და მოტოპროექტების მხარდამჭერია
თავდაცვა
- სუ-25-ის კატასტროფის ადგილზე, საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებები დასრულებულია - თავდაცვის სამინისტრო
- საქართველო პოლონეთისგან საზენიტო-სარაკეტო კომპლექსს შეისყიდის
- წლის ბოლომდე გამოვუშვებთ ქართული წარმოების უპილოტო საფრენ აპარატებს - ჯუანშერ ბურჭულაძე
- აშშ საქართველოს რუსეთის წინააღმდეგ თავდაცვის გასაძლიერებლად $35 მილიონს გამოუყოფს
სპორტი
- ხვიჩა კვარაცხელიას „პარი სენ-ჟერმენი“ ჩემპიონთა ლიგის გამარჯვებულია
- გურამ კაშია სანაკრებო კარიერას ასრულებს
- მთელი მატჩის განმავლობაში მასპინძელი გუნდის გულშემატკივართა ნაწილი პროვოცირებდა და შეურაცხყოფას აყენებდა ჯაბა კანკავას, გვჯერა, სადისციპლინო კომიტეტი სამართლიან გადაწყვეტილებას მიიღებს - "დინამო თბილისი"
- საქართველოს ნაკრები ერთა ლიგის პლეი ოფში სომხეთს შეხვდება

















