ოთარ დანელია: საქართელო არის ძალიან უსაფრთხო პოზიციაზე
საქართველო, თბილისი - 13:02 | 21.12.2015 ნანახია: 1882
მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციამ (WTO) სპეციალური დელარაცია მიიღო, რომლის მიხედვითაც სოფლის მეურნეობის პროდუქციის ექსპორტის სუბსიდირება იკრძალება. საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრის ოთარ დანელიას განმარტებით, საქართველოს სოფლის მეურნეობის საექსპორტო პროდუქციის სუბსიდირებას არ ახდენს.
„WTO -ში ხშირად იყო ამ თემაზე საუბარი, როგორც ჩანს, ამ კონკრეტულ შემთხვევაში, დამატებითი ღონისძიებების გატარებაზეა აქცენტი.
აქ საუბარია იმაზე, რომ საექსპორტო პროდუქციის განსაკუთრებული სუბსიდირება ხდება ექსპორტის წახალისების მიზნით. ამ შემთხვევაში საქართელო არის ძალიან უსაფრთხო პოზიციაზე, ვინაიდან ჩვენ ამ კუთხით არავითარი ღონისძიებები არ გვქონდა.
პირიქით ეს შეიძლება იყოს ძალიან კარგი გარემო იმისათვის, რომ ქართული პროდუქტი, მით უმეტეს ექსპორტის და საექსპორტო ბაზრებზე, იყოს კიდევ უფრო კონკურენტულ პოზიციებზე“, აცხადებს ოთარ დანელია.
მინისტრი განმარტავს, რომ ქვეყანას საკმაოდ კარგი და ჯანსაღი საექსპორტო პოლიტიკა გააჩნია.
„ჩვენ ისედაც ძალიან ჯანსაღი საექსპორტო პოლიტიკა გვაქვს და შესაბამისად თუ იყო ქვეყნები, რომლებიც კონკრეტულად ექსპორტის სუბსიდირებას ახდენდნენ, რათქმა უნდა სავარაუდოდ, ამის ძალიან დიდი ალბათობაა, რომ სხვადასხვა ბაზრებზე არაკონკურენტული პირობები ყოფილიყო ქართულ პროდუქტზე. ამ შემთხვევაში კი ეს პოზიტიურად იმოქმედებს ქართულ პროდუქციაზე“, აცხადებს სოფლის მეურნეობის მინისტრი.
როგორც ცნობილია, WTO-მ სოფლის მეურნეობის პროდუქტების ექსპორტის სუბსიდირება აკრძალა. ორგანიზაციის გადაწვეტილება ძალაში 19 დეკემბრიდან შევიდა. გამონაკლისი გაკეთდა მხოლოდ იმ ქვეყნებისთვის, რომლებიც ამ მომენტისთვის ექსპორტის სუბსიდირებას აქტიურად ახორციელებენ. მათ შესთავაზეს, რომ მცურავ რეჟიმში შეამცირონ მომხმარებელთა გადასახადები, განვითარებული ქვეყნებისთვის - 2022 წლამდე. ხოლო განვითარებადი ქვეყნებისთვის - 2023 წლამდე. დანარჩენებისთვის კი - 2030 წლამდე.
შეგახსენებთ, რომ საქართველო 2000 წლიდან WTO-ს სრულუფლებიანი წევრია.
პოლიტიკა
- „თავისუფლება სინდისის პატიმრებს - მადლობა ბრძოლისთვის“ - ფილარმონიიდან პარლამენტისკენ მსვლელობა იმართება
- სრული ბოდვაა, ქვეყნის შიგნით რა კანონებია საჭირო, ხელისუფლება გადაწყვეტს - კახა კალაძე „მოსკოვის მექანიზმის“ ანგარიშზე
- მინდა, ვუთხრა რეჟიმის ყველა მსხვერპლს - თქვენ მოიპოვეთ ახალი მნიშვნელოვანი მექანიზმი იმისთვის, რომ ამ რეჟიმმა პასუხი აგოს სამართლებრივად ყველა დარღვევაზე - სალომე სამადაშვილი
- ეუთო-ს რეკომენდაციები ან უნდა შესრულდეს, ან დადგება ანგარიშში აღწერილი პოლიტიკური და სამართლებრივი შედეგები - ლონდა თოლორაია
სამართალი
- კახეთში ახალგაზრდა კაცს თანხის გამოძალვის მიზნით, პირადი ცხოვრების ამსახველი ფოტო-ვიდეო მასალა სოციალურ ქსელში გაუვრცელეს, რის შემდეგაც მან თავი მოიკლა - დაკავებულია 2 პირი
- თბილისში უცხო ქვეყნის მოქალაქეს ყაჩაღურად თავს დაესხნენ
- დააკავეს 4 არასრულწლოვანი, რომელთაც აფთიაქებიდან და მაღაზიიდან პროდუქცია გაიტაცეს
- თინა ხიდაშელი და გუბაზ სანიკიძე სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში გამოკითხვაზე დაიბარეს
მსოფლიო
- სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლომ ბელარუსის მიერ კაცობრიობის წინააღმდეგ ჩადენილი შესაძლო დანაშაულების გამოძიება დაიწყო - Reuters
- ჩვენ მთლიანად ვანადგურებთ ირანის ტერორისტულ რეჟიმს, ნახეთ, რა დაემართებათ დღეს ამ შეშლილ ნაძირლებს, მე, როგორც აშშ-ის პრეზიდენტი, ვკლავ მათ, დიდი პატივია ამის გაკეთება - დონალდ ტრამპი
- ერაყში, სამხედრო ბაზაზე დრონების თავდასხმის შედეგად ერთი ფრანგი სამხედრო დაიღუპა და ექვსი დაიჭრა
- ევროკავშირის სანქციები იმ ადამიანებზეც უნდა გავრცელდეს, ვინც პასუხისმგებლები არიან საქართველოში დემოკრატიის განადგურებაზე - მალგოჟატა გოშევსკა
კონფლიქტები
- ოკუპირებულ აფხაზეთში ე.წ. პარლამენტიდან რუსეთთან „საინვესტიციო ხელშეკრულების“ ე.წ. კანონპროექტის გატანისთვის ემზადებიან
- რუსეთმა ოკუპირებულ აფხაზეთს დაფინანსება შეუჩერა
- რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ სოფელ დირბის მიმდებარედ, უკანონოდ დაკავებული საქართველოს ორი მოქალაქე თავისუფალია - სუს-ი
- ოკუპირებულ აფხაზეთში მი-24 ჩამოვარდა
თავდაცვა
- სუ-25-ის კატასტროფის ადგილზე, საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებები დასრულებულია - თავდაცვის სამინისტრო
- საქართველო პოლონეთისგან საზენიტო-სარაკეტო კომპლექსს შეისყიდის
- წლის ბოლომდე გამოვუშვებთ ქართული წარმოების უპილოტო საფრენ აპარატებს - ჯუანშერ ბურჭულაძე
- აშშ საქართველოს რუსეთის წინააღმდეგ თავდაცვის გასაძლიერებლად $35 მილიონს გამოუყოფს
სპორტი
- მთელი მატჩის განმავლობაში მასპინძელი გუნდის გულშემატკივართა ნაწილი პროვოცირებდა და შეურაცხყოფას აყენებდა ჯაბა კანკავას, გვჯერა, სადისციპლინო კომიტეტი სამართლიან გადაწყვეტილებას მიიღებს - "დინამო თბილისი"
- საქართველოს ნაკრები ერთა ლიგის პლეი ოფში სომხეთს შეხვდება
- საქართველოს ნაკრებმა ჩეხეთი დიდი ანგარიშით დაამარცხა
- საქართველოს ეროვნული ნაკრები ერთა ლიგის გათამაშებისთვის ემზადება

















