ირაკლი ღარიბაშვილი - ჩვენი ფასეულობათა სისტემის ცენტრი არის ადამიანი
საქართველო, თბილისი - 14:09 | 21.12.2015 ნანახია: 2254
ჩვენ ვამკვიდრებთ თვისობრივად ახალ, პრინციპებზე დაფუძნებულ პოლიტიკურ კულტურას, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის სამწლიანი საქმიანობის ანგარიშის წარდგენისას განაცხადა.
მისი თქმით, 2012 წელს ხალხისა და კოალიცია „ქართული ოცნების" გამარჯვება შესაძლებელი გახადა ფასეულობათა არსებითმა განსხვავებამ წინა ხელისუფლებისგან.
"ჩვენი ფასეულობათა სისტემის ცენტრი არის ადამიანი. მისი კეთილდღეობა, მისი უფლებები და თავისუფლებები. მშვიდობიანი გარემო მისთვის. განვითარების პირობები თითოეული მოქალაქისთვის. არა ცალკეულთა ფუფუნება, არამედ ყველა მოქალაქის კეთილდღეობა და დაცულობა", - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა და აღნიშნა, რომ სწორედ ამ ფასეულობებმა განაპირობა ხელისუფლების პირველი მონაპოვარი - თავისუფლება და სტაბილურობა ქვეყანაში.
პრემიერ-მინისტრმა ხელისუფლების მთავარ მიღწევებზე საუბრისას ხაზგასმით აღნიშნა, რომ შეწყდა პოლიტიკური ნიშნით დევნა და დისკრიმინაცია, ადამიანები გათავისუფლდნენ შიშისგან; დეპოლიტიზირებულია პოლიცია; შექმნილია უმთავრესი წინაპირობა ბიზნესის, ეკონომიკის განვითარებისთვის - ბიზნესს აღარ აშანტაჟებენ, არ მოითხოვენ მისგან პოლიტიკურ ლოიალობას; უზრუნველყოფილია სიტყვის თავისუფლება, ხელისუფლების ჩაურევლობა მედიაში, სასამართლო ხელისუფლების დამოუკიდებლობა; საარჩევნო, თვითმმართველობის, შრომის კოდექსის, სხვა კანონთა ცვლილებებით მომზადდა საფუძველი ქვეყნის განვითარებისთვის აუცილებელი შემდგომი ნაბიჯების გადასადგმელად; ჩატარდა თავისუფალი და სამართლიანი არჩევნების ციკლი, რამაც ხელი შეუწყო დემოკრატიული პროცესის კონსოლიდაციას; ძლიერდება სახელმწიფო ინსტიტუტები;მმართველობის სისტემა გამჭვირვალე და ხალხის წინაშე ანგარიშვალდებული გახდა.
„კარგად გვესმის, რომ თავად ინსტიტუტები ძლიერია, თუკი მას მართავენ ძლიერი ლიდერები, პასუხისმგებლობიანი და პროფესიონალი ადამიანები",- განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.
მთავრობის მეთაურმა მიღწევებს შორის ასევე დაასახელა საბიუჯეტო სისტემის გამჭირვალობის ზრდა და სტაბილური საგადასახადო გარემოს შექმნა.
ირაკლი ღარიბაშვილმა დაასახელა მსოფლიო ბანკის ,,მსოფლიო მმართველობის გრძელვადიანი კვლევა", რომლის მიხედვით, ბოლო სამი წლის შედეგებით საქართველო საგრძნობლად დაწინაურდა მრავალი პარამეტრით, მათ შორის, მთავრობის ეფექტიანობის, კანონის უზენაესობის, კორუფციის კლებისა და გამოხატვის თავისუფლების მიმართულებით.
„ხაზი უნდა გავუსვა მიღწევას, რომლის უკან ხელისუფლების დიდი ძალისხმევა დგას - უაღრესად რთულ საერთაშორისო ვითარებაში გონივრული, პრაგმატული, თანმიმდევრული საგარეო პოლიტიკური კურსით საქართველოს ხელისუფლება ახერხებს მშვიდობისა და უსაფრთხოების უზუნველყოფას", - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.
პოლიტიკა
- ჩვენთვის მთავარია, მშობლებმა, საზოგადოებამ ნახონ საქართველოს ხელისუფლების ზრუნვა ბავშვებზე, რაც შეეხება რადიკალების ჯგუფს, მორალი მათთვის არ მოქმედებს, სიკეთესაც ზიზღით აკეთებენ - პაპუაშვილი
- საქართველოში ხორბლის იმპორტი ფაქტობრივად 100%-ით ჩამოკიდებულია რუსეთზე, რომელსაც ოკუპირებული აქვს საქართველოს ტერიტორიების 20%, სამხედრო ბაზები აქვს და უკანასკნელი 30 წლის განმავლობაში გენოციდი აქვს ნაწარმოები - თაზო დათუნაშვილი
- რუსთავში არასრულწლოვანმა კაცი მოკლა
- როგორც ჩანს, „ალიანსი“ დაიშლება, ახლა ვინ რომელ ფლანგზე წავა, არის ის ტაქტიკური გადანაწილება, რომელიც არაერთხელ ჩაატარეს გარედან დაკვეთით - შალვა პაპუაშვილი
მსოფლიო
- უკრაინამ რუსეთის ტყვეობიდან 186 მოქალაქე დაიბრუნა
- უნგრეთი საქართველოს მოქალაქეებისთვის სამუშაო ვიზების გაცემას აჩერებს
- პეტერ მადიარი აცხადებს, რომ მზადაა მომავალ კვირაში ვოლოდიმირ ზელენსკის შეხვდეს
- რუსეთის მასირებული თავდასხმის შედეგად, დნიპროში დაღუპულთა რაოდენობა 12-მდე გაიზარდა, მათ შორის 2 ბავშვია
კონფლიქტები
- ოკუპირებულ აფხაზეთში ე.წ. პარლამენტიდან რუსეთთან „საინვესტიციო ხელშეკრულების“ ე.წ. კანონპროექტის გატანისთვის ემზადებიან
- რუსეთმა ოკუპირებულ აფხაზეთს დაფინანსება შეუჩერა
- რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ სოფელ დირბის მიმდებარედ, უკანონოდ დაკავებული საქართველოს ორი მოქალაქე თავისუფალია - სუს-ი
- ოკუპირებულ აფხაზეთში მი-24 ჩამოვარდა
ბიზნესი
- 1 ამპერი = 2 ლარი - „თეგეტა მოტორსის“ უპრეცედენტო შეთავაზება „ენერჯაიზერის“ აკუმულატორებზე
- „თეგეტა მოტორსი“ კამპანია „გაიარე მეტის“ ფარგლებში ავტო და მოტოპროექტების მხარდამჭერია
- „ქალი მართავს“ - „თეგეტას“ კამპანიამ KIAF-ის 11 ჯილდო მოიპოვა
- „თეგეტამ“ Datamind-თან პარტნიორობით მონაცემთა მართვის სისტემა გარდაქმნა
თავდაცვა
- სუ-25-ის კატასტროფის ადგილზე, საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებები დასრულებულია - თავდაცვის სამინისტრო
- საქართველო პოლონეთისგან საზენიტო-სარაკეტო კომპლექსს შეისყიდის
- წლის ბოლომდე გამოვუშვებთ ქართული წარმოების უპილოტო საფრენ აპარატებს - ჯუანშერ ბურჭულაძე
- აშშ საქართველოს რუსეთის წინააღმდეგ თავდაცვის გასაძლიერებლად $35 მილიონს გამოუყოფს
სპორტი
- ხვიჩა კვარაცხელიას „პარი სენ-ჟერმენი“ ჩემპიონთა ლიგის გამარჯვებულია
- გურამ კაშია სანაკრებო კარიერას ასრულებს
- მთელი მატჩის განმავლობაში მასპინძელი გუნდის გულშემატკივართა ნაწილი პროვოცირებდა და შეურაცხყოფას აყენებდა ჯაბა კანკავას, გვჯერა, სადისციპლინო კომიტეტი სამართლიან გადაწყვეტილებას მიიღებს - "დინამო თბილისი"
- საქართველოს ნაკრები ერთა ლიგის პლეი ოფში სომხეთს შეხვდება

















