ირაკლი ღარიბაშვილი - ჯანდაცვის ხარჯები 2016 წელს 3 მილიარდს გადააჭარბებს
საქართველო, თბილისი - 14:18 | 21.12.2015 ნანახია: 2984
კოალიციის ხელისუფლებაში მოსვლისას ჯანდაცვის ხარჯები 1 მილიარდ 800 მილიონ ლარს შეადგენდა; 2016 წელს ის 3 მილიარდს გადააჭარბებს, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის სამწლიანი ანგარიშის წარდგენისას განაცხადა.
მთავრობის მეთაურის შეფასებით, ჯანდაცვის სისტემის არსებითი გარდაქმნით მედიცინა ბიზნესიდან - საზოგადოებრივ სიკეთედ იქცა.
„დღეს ყველა მოქალაქის ჯანმრთელობაზე სახელმწიფო ზრუნავს. ამ რეფორმას არა მხოლოდ პოლიტიკური ოპონენტები, არამედ საერთაშორისო საზოგადოება აღიარებს. მსოფლიო ბანკის, მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციისა და USAID-ის კვლევის შედეგები ნათლად აჩვენებს ამ რეფორმის წარმატებას", - განაცხადა პრემიერმა.
ირაკლი ღარიბაშვილის თქმით, საყოველთაო ჯანდაცვის გარდა, გაიზარდა სახელმწიფო დაფინანსება დედათა და ბავშვთა ჯანმრთელობისთვის, რამაც საგრძნობლად შეამცირა დედათა და ბავშვთა სიკვდილიანობა.
საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის ფარგლებში დაფინანსდა:
- გადაუდებელი ამბულატორიული მომსახურების 1 233 000-ზე მეტი შემთხვევა
- გადაუდებელი სტაციონარული მომსახურების 408 000-ზე მეტი შემთხვევა
- 182 ათასზე მეტი გეგმური ოპერაცია
- 6 ათასზე მეტი კარდიოქირურგიული შემთხვევა
- 113 ათასზე მეტი ფიზიოლოგიური მშობიარობა და საკეისრო კვეთა
- 76 ათასზე მეტი ქიმიო-, ჰორმონო- და სხივური თერაპია
„სოფლებში, სადაც არასოდეს ჰყოლიათ ექიმი და სასწრაფო, დღეს სასწრაფო დახმარების მანქანები დგას. ყველა მუნიციპალიტეტში მუშაობს ამბულატორიები. გასულ წელს 83 ამბულატორია გავხსენით. გავზარდეთ სოფლის მედპერსონალის ხელფასი. ეს ფული ხმარდება მაღალმთიანი რეგიონების კლინიკების გამოსყიდვას, სოფლის ამბულატორიების მშენებლობასა და აღჭურვას", - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.
პრემიერ-მინისტრი ასევე შეეხო C ჰეპატიტის ელიმინაციის პროგრამას და აღნიშნა, რომ საქართველოს აქცევს მსოფლიოში ერთ-ერთ პირველ ქვეყნად, სადაც მოსახლეობა სრულად გათავისუფლდება ამ სენისგან.
მისი თქმით, პირველ ეტაპზე პროგრამაში 6 000-ზე მეტი პაციენტი ჩაერთო, კურსი 1720-მა პაციენტმა დაასრულა, პაციენტების 90%-ზე მეტმა დაამარცხა ჰეპატიტის ვირუსი და წინასწარი გათვლებით, პროგრამა 200 000-ზე მეტი ადამიანის სიცოცხლეს გადაარჩენს.
მთავრობის მეთაურის განმარტებით, ჯანდაცვის სისტემის სრულყოფის შემდგომი ეტაპია პირველადი ჯანდაცვის რეფორმა, რომელზეც მთავრობაჯანდაცვის გლობალურ ალიანსთან და მის ხელმძღვანელ ბერნარ კუშნერთან ერთად მუშაობს.
ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, მიღწევების მიუხედავად, ზოგიერთი ძვირადღირებული სამედიცინო ოპერაციის სრულად დაფინანსება სახელმწიფო სახსრებით ჯერაც ვერ ხერხდება და სწორედ ამ მიზანს ემსახურება სოლიდარობის ფონდი, რომელიც, პრემიერ-მინისტრის ინიციატივით, 2014 წელს შეიქმნა.
პრემიერმა აღნიშნა, რომ ფონდმა უკვე სიმსივნით დაავადებული 182 ბავშვისა და ახალგაზრდის მკურნალობა დააფინანსა და მადლობა გადაუხადა ყველა შემომწირველს, ვისაც ამ კეთილშობილურ საქმეში წვლილი შეაქვს.
პოლიტიკა
- „თავისუფლება სინდისის პატიმრებს - მადლობა ბრძოლისთვის“ - ფილარმონიიდან პარლამენტისკენ მსვლელობა იმართება
- სრული ბოდვაა, ქვეყნის შიგნით რა კანონებია საჭირო, ხელისუფლება გადაწყვეტს - კახა კალაძე „მოსკოვის მექანიზმის“ ანგარიშზე
- მინდა, ვუთხრა რეჟიმის ყველა მსხვერპლს - თქვენ მოიპოვეთ ახალი მნიშვნელოვანი მექანიზმი იმისთვის, რომ ამ რეჟიმმა პასუხი აგოს სამართლებრივად ყველა დარღვევაზე - სალომე სამადაშვილი
- ეუთო-ს რეკომენდაციები ან უნდა შესრულდეს, ან დადგება ანგარიშში აღწერილი პოლიტიკური და სამართლებრივი შედეგები - ლონდა თოლორაია
სამართალი
- კახეთში ახალგაზრდა კაცს თანხის გამოძალვის მიზნით, პირადი ცხოვრების ამსახველი ფოტო-ვიდეო მასალა სოციალურ ქსელში გაუვრცელეს, რის შემდეგაც მან თავი მოიკლა - დაკავებულია 2 პირი
- თბილისში უცხო ქვეყნის მოქალაქეს ყაჩაღურად თავს დაესხნენ
- დააკავეს 4 არასრულწლოვანი, რომელთაც აფთიაქებიდან და მაღაზიიდან პროდუქცია გაიტაცეს
- თინა ხიდაშელი და გუბაზ სანიკიძე სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში გამოკითხვაზე დაიბარეს
მსოფლიო
- სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლომ ბელარუსის მიერ კაცობრიობის წინააღმდეგ ჩადენილი შესაძლო დანაშაულების გამოძიება დაიწყო - Reuters
- ჩვენ მთლიანად ვანადგურებთ ირანის ტერორისტულ რეჟიმს, ნახეთ, რა დაემართებათ დღეს ამ შეშლილ ნაძირლებს, მე, როგორც აშშ-ის პრეზიდენტი, ვკლავ მათ, დიდი პატივია ამის გაკეთება - დონალდ ტრამპი
- ერაყში, სამხედრო ბაზაზე დრონების თავდასხმის შედეგად ერთი ფრანგი სამხედრო დაიღუპა და ექვსი დაიჭრა
- ევროკავშირის სანქციები იმ ადამიანებზეც უნდა გავრცელდეს, ვინც პასუხისმგებლები არიან საქართველოში დემოკრატიის განადგურებაზე - მალგოჟატა გოშევსკა
კონფლიქტები
- ოკუპირებულ აფხაზეთში ე.წ. პარლამენტიდან რუსეთთან „საინვესტიციო ხელშეკრულების“ ე.წ. კანონპროექტის გატანისთვის ემზადებიან
- რუსეთმა ოკუპირებულ აფხაზეთს დაფინანსება შეუჩერა
- რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ სოფელ დირბის მიმდებარედ, უკანონოდ დაკავებული საქართველოს ორი მოქალაქე თავისუფალია - სუს-ი
- ოკუპირებულ აფხაზეთში მი-24 ჩამოვარდა
თავდაცვა
- სუ-25-ის კატასტროფის ადგილზე, საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებები დასრულებულია - თავდაცვის სამინისტრო
- საქართველო პოლონეთისგან საზენიტო-სარაკეტო კომპლექსს შეისყიდის
- წლის ბოლომდე გამოვუშვებთ ქართული წარმოების უპილოტო საფრენ აპარატებს - ჯუანშერ ბურჭულაძე
- აშშ საქართველოს რუსეთის წინააღმდეგ თავდაცვის გასაძლიერებლად $35 მილიონს გამოუყოფს
სპორტი
- მთელი მატჩის განმავლობაში მასპინძელი გუნდის გულშემატკივართა ნაწილი პროვოცირებდა და შეურაცხყოფას აყენებდა ჯაბა კანკავას, გვჯერა, სადისციპლინო კომიტეტი სამართლიან გადაწყვეტილებას მიიღებს - "დინამო თბილისი"
- საქართველოს ნაკრები ერთა ლიგის პლეი ოფში სომხეთს შეხვდება
- საქართველოს ნაკრებმა ჩეხეთი დიდი ანგარიშით დაამარცხა
- საქართველოს ეროვნული ნაკრები ერთა ლიგის გათამაშებისთვის ემზადება

















